<უკან დაბრუნება
![Free Image Hosting at www.ImageShack.us](http://img64.imageshack.us/img64/6332/img3106x.jpg)
მეტეხი - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. საკრებულოს ცენტრი (სოფელი: ბარნაბიანთკარი). ზღვის დონიდან 560 მეტრი, კასპიდან 10 კილომეტრში.
მეტეხის ტერიტორიაზე (სოფლის მიდამოებში) ადამიანს ჯერ კიდევ ადრინდელ ბრინჯაოს ხანაში უცხოვრია.. აქ აღმოჩენილია სამაროვნები, ყორღანები და ნამოსახლარები, ადრეული ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული ძვ წ- აღ -ის მე -10 საუკუნით დამთავრებული..
სოფელში რამდენიმე ეკლესიაა:
- მეტეხის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი
- კვირაცხოვლის ეკლესია
- ამაღლების ეკლესია
- წმ. თევდორეს ეკლესია
- შუასოფელში, გაშლილ ტაფობზე, დგას ხუროთმოძღვრული კომპლექსი, რომელშიც შედის XIII საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია, გვიანდელ შუა საუკუნოვანი სამრეკლო და კოშკებჩამონგრეული გალავანი.
![](http://www.amigo.ge/saunjegallery/albums/userpics/10001/normal_metexi_kaspis-kaxa2.JPG)
- გუგულაანთ უბანში, სოფლის აღმოსავლეთით სასაფლაოზე მდებარეობს გვიანდელი ფეოდალური ხანის მცირე ზომის ეკლესია - ამაღლების ეკლესია.
![](http://amigo.ge/saunjegallery/albums/userpics/10001/normal_gugulaant_amaglebis-saunje_28329.jpg)
- სოფლის დასავლეთით, მაღალ გორაკზე მდებარეობს გვიანდელი ფეოდალური ხანის წმ.თევდორეს ეკლესია
![](http://amigo.ge/saunjegallery/albums/userpics/10001/normal_IMG_3238-saunje.jpg)
- სოფლის დასავლეთით სასაფლაოზე მდებარეობს კვირაცხოვლის მცირე ზომის ეკლესია
![](http://amigo.ge/saunjegallery/albums/userpics/10001/normal_IMG_3283-saunje.jpg)
*************************************************************************************
მატერიალური კულტურის ძეგლები //მაკალათია ს. თეძმის ხეობა. - თბ., 1959. - გვ.11-12.
მეტეხი დიდი სოფელია. სახელწოდება „მეტეხი“ ბერძნულია და ნიშნასვ მეტოქეს, ქვემონასტერს. მეტეხის მონასტერი (ტაძარი) უშუალოდ ემორჩილებოდა, ე.ი. ეკუვნოდა ქართლის კათალიკოსს მთელი მისი შემოსავალ - გასავლით. აქ ცხოვრობენ სხვადასხვა გვარები, მათ შორის ყველაზე მრავალრიცხოვანია გვარი: გეჯაზე, გუგულაშვილი, ოდოშაშვილი და ღალიაშვილი... << ტექსტი სრულად აქ << ....
**************************************************************************************
მეტეხი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტ.VI. - თბ., 1983.- გვ. 614.
მეტეხის ეკლესია //"ჟღერს ქვის ჰარმონია", ტ.14, გამ. "ციცინათელა", თბ., 2007, გვ.202-203
მეტეხი - სოფელი კასპის რაიონში. მდებარეობს მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. სოფსაბჭოს ცენტრი (სოფელი: ბარნაბიანთკარი). ზღვის დონიდან 560 მეტრი, კასპიდან 10 კილომეტრი...მეტეხის ტერიტორიაზე (სოფლის მიდამოებში) ადამიანს ჯერ კიდევ ადრინდელ ბრინჯაოს ხანაში უცხოვრია...<<ტექსტი სრულად აქ...<<
|