topmenu

 

ბურნაშეთი
There are no translations available.

ფოტოს ავტორი. თ.დუნდუა

ბურნაშეთი - სოფელია ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქის პლატოს ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე ჟირულის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1900 მ., ახალქალაქიდან დაშორებულია 22 კმ-ით. ბურნაშეთში ადამიანი ჯერ კიდევ წინაფეოდალურ ხანაში სახლობდა. სოფლის ძველი სახელი "ბურნაშენი" უნდა ყოფილიყო. სოფელში შემორჩენილია დარბაზული ტიპის დიდი ეკლესია, რომელსაც შეწყვილებულთაღებიანი კარიბჭე აქვს. თავისი სიდიდისა და სიმაგრის წყლობით ეკლესია შედარებით უკეთაა შემონახული. არქიტექტურულ-დეკორატიული ფორმებითა და აღმოსავლეთის ფასადის რელიეფების მიხედვით აშენებული უნდა იყოს არა უგვიანეს X ს-სა. დაცულია ორი წარწერა (X და XIII სს.). ერთი ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე, მეორე - ინტერიერში, ჩრდილოეთის კედელზე. აღმოსავლეთის მხარეზე არსებული რელიეფი წმ.დანიელი ლომების ხაროში იკითხება შემდეგნაირად: "უფალო ვითარცა იხსენ დანიელ პირისაგან ლომაისა, იხსენ ამის წმიდასა ეკლესიის მაშენებელნი ხელთაგან ჯოჯხეთისა". სოფლის მატერიალური კულტურის ძეგლებიდან აღსანიშნავია აგრეთვე მოზრდილი ქვაჯვარი.

ბურნაშეთი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.II.- თბ., 1977.- გვ. 580.

http://ka.wikipedia.org/wiki/ბურნაშეთი

 

 

 

*************************************************************************

სოფელი ბურნაშეთი // ხარაძე კ.  ჯავახეთის ხუროთმოძღვრული და ბუნების ძეგლები.- თბილისი, 2003. - გვ.34-35.

ახალქალაქიდან 22 კილომეტრით დაშორებულ, ზღვის დონიდან 1900 მეტრზე, სოფელ ბურნაშეთში (ძველი სახელია ბურნაშენი) დგას X საუკუნის დარბაზული ტიპის ეკლესია. ეკლესია ნაგებია წითელქვანარევი ბაზალტით, რომელსაც მიშენებული აქვს შეწყვილებულ თაღებიანი კარიბჭე. მისი ფასადები დეკორატიული ფორმებითაა შემოსილი...<< იხ.ტექსტი სრულად აქ << ...

************************************************************************************

ბურნაშეთის (ახალქალაქის) ეკლესია //"ჟღერს ქვის ჰარმონია", ნაკვეთი პირველი, ტ.13., გამ "ციცინათელა", თბილისი, 2006 წ. გვ.222-223 -ბურნაშეთის (ახალქალაქის) ეკლესია.

ბურნაშეთი სოფელია ახალქალაქის რაიონში, ახალქალაქის პლატოს ჩრდილოეთ ნაწილში, მდ.ჭერულის (მდ.ფარავნის აუზი) მარცხენა ნაპირას, ახალქალაქიდან 22 კმ-ზე, ზღვის დონიდან 1900 მეტრზე.სოფლის (ძველი სახელი "ბურნაშენი" უნდა ყოფილიყო. აქ შემონახულია დარბაზული ეკლესია, რომელსაც სამხრეთიდან შეწყვილებული თაღებით გაფორმებული კარიბჭე აქვს...<< ტექსტი სრულად აქ...<<