<უკან დაბრუნება
ფოტოების ავტორი თ.დუნდუა (გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოებზე (+))
სოფელ კაჭიოში (კოჭიო) დგას X საუკუნის დარბაზული ტიპის ეკლესია, რომელიც ახალქალაქიდან 24 კილომეტრითაა დაშორებული და ზღვის დონიდან 1720 მეტრზე მდებარეობს.
ეკლესიის კედლები და კამარა მოპირკეთებულია მოწითალო ფერის ბაზალტის კარგად დამუშავებული კვადრებით. ეკლესიის ფასადები და შიგა მხარე საკმაოდაა მოჩუქურთმებული (სარკმლები, ინტერიერის კედლის სვეტების თავები და სხვ.). აღმოსავლეთ და დასავლეთ სარკმლების თავზე ჯვარია ამოკვეთილი. ფასადებზე გვხვდება ბარელიეფებიც. სამხრეთიდან და დასავლეთის მხრიდან ეკლესიის შესასვლელი ყოფილა. დასავლეთის კარი ახლა ამოქოლილია. სახურავი მთლიანად მოცლილი აქვს, ხოლო სამხრეთის კედლის ზედა ნაწილი მონგრეულია. ეკლესიის ეზო სავსეა ძველი საფლავის ქვებით. ერთ - ერთ მათგანზე ამოკვეთილია წარწერები.
კაჭიოს (კოჭიო) ეკლესია (ახალქალაქის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:
1. სოფელი კაჭიო (კოჭიო) //ხარაძე კ. ჯავახეთის ხუროთმოძღვრული და ბუნების ძეგლები. - თბ., 2003. - გვ.37. - X საუკუნის ეკლესიის ნანგრევის აღწერილობა, შემორჩენილი წარწერების ანალიზი.
2. კოჭიოს (ძველი კაჭიო) ეკლესია //არქიტექტურის რესტავრაცია საქართველოში. ისტორიოგრაფია, ტრადიცია, გამოცდილების ანალიზი. - თბ., 2012. - გვ.118. - ტექსტს ერთვის ძეგლის გეგმა და ფოტო.
3. კოჭიოს (კაჭიო) ეკლესია //შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია - მონასტრები. - თბ., 2012. - გვ.141. ტექსტი ქართ. და ინგლ.ენებზე.
|