topmenu

 

450

< უკან დაბრუნება.<< დაბრუნება მთავარ გვერდზე

თ. დუნდუას ფოტო

იხტილას ეკლესია // "ჟღერს ქვის  ჰარმონია" - "ნაკვეთი მესამე, ტ.14., გამ. "ციცინათელა", თბილისი, 2007 წ., გვ.117-118

იხტილა (ღრტილა) სოფელია ახალქალაქის რაიონში, ახალქალაქიდან 22 კმ-ის დაშორებით, ზღვის დონიდან 1720 მ-ზე. იხტილა ძველი ქართული სახელწოდების ღრტილას დამახინჯებული ფორმაა.

ეს სახელი ამ ფორმით (ღრტილა) დადასტურებულია „ქართლის ცხოვრებაშიც“. აქ წერია, 1046 წ. ღრტილაში შეიკრიბნენ ქართველნი და სომეხნიო: „იქმნა კუალად კრება, ღრტილს, არა ვიდრემდე სამღუდელო, არამედ უფროსღა სამხედრო“. არის ცნობა, რომ ღრტილაში მდგარა ბაგრატ IV და ყოფილა იმ დროს მისი „პალატი“.

სოფელში დგას ძველი ეკლესია. იგი 1308 წელს არის აგებული. სამხრეთ ფასადზე დაცულია ასომთავრული წარწერა: [წარწერის ნაწილი ბუნდოვანია სურათზე]„... შეუნდვენ ღმერთმან, ქორონიკონი იყო ფკხ (528)... შეუნდვენ ღმერთმან“.

ეკლესია მოპირკეთებულია მოწითალო ფერის ანდეზიტური ტუფით. ფასადები შემკულია რელიეფური ჯვრებით, კარნიზის ქვებზე არის ძველი, VIII-X საუკუნეების ხუროთმოძღვრული მოტივი, რაც ზოგიერთ მკვლევარს აფიქრებინებს აქ გუმბათიანი ტაძრის არსებობაზე.

ეკლესიის ეზოში ბევრია ძველი საფლავის სხვადასხვა სახის ქვები. ერთ-ერთ ქვაზე ასეთი წარწერა (XIV-XV სს.) იკითხება: „ე. ბაღათურს და მის შვილს გიორგის შეუნდვენ ღმერთმან“.

გალავნის შესასვლელში დგას სამრეკლო, რომელიც მოგვიანებით არის აგებული.

კობა ხარაძე

 


სოფელი იხტილა (ღრტილა) //ხარაძე კ. ჯავახეთის ხუროთმოძღვრული და ბუნების ძეგლები - თბ., 2003, გვ.39-40.

სოფელ იხტილას (ღრტილა) ცენტრში მდებარეობს ეკლესია, ახალქალქიდან 22 კმ-ის დაშორებით, ზღვის დონიდან 1720 მეტრზე. იხტილა ძველი ქართული სახელწოდების ღრტილას დამახინჯებული ფორმაა. ეს სახელი ამ ფორმით (ღრტილა) დადასტურებულია "ქართლის  ცხოვრებაშიც".

1046 წელს ღრტილაში მოხდა შეკრება ქართველ და სომეხ მოძღვართა შორის: "იქმნა კუალდ კრება, ღრტილას, არა ვიდრემდე სამღუდელო, არამედ უფროსღა სამხედრო".

არის ცნობა, რომ აქ მდგარა ბაგრატ IV და ყოფილა იმ დროს მისი "ჰალატი". სოფელში დგას ძველი ეკლესია. იგი 1308 წელს არის აგებული. სამხრეთ ფასადზე დაცულია ასომთავრული წარწერა: "გათავდა ქვეშელისა ლიპარიტის ცოლისა და თმოგუელთა ქალისა რუსუდანისაგან, შეუნდვენ ღმერთმან, ქრონიკობი იყო ფკც (528). ჭორვანისძესა იოანეს შეუნდვენ ღმერთმან".

ეკლესია მოპირკეთებულია მოწითალო ფერის ანდეზიტური ტუფისაგან. ფასადები შემკულია რელიეფური ჯვრებით. კარნიზის ქვებზე არის ძველი, VIII-X საუკუნეების ხუროთმოძღვრული მოტივი, რაც ზოგიერთ მკვლევარს აფიქრებინებს აქ გუმბათიანი ტაძრის არსებობაზე. ეკლესიის ეზოში ბევრია ძველი საფლავის სხვადასხვა სახის ქვები. ერთ ერთ წარწერიანი (XIV-XV სს) ქვა ასე იკითხება: "ქ. ბაღათურს და მის შვილს გიორგის შეუნდვენ ღმერთმან". გალავნის შესასვლელში დგას სამრეკლო, რომელიც მოგვიანებით არის აგებული