topmenu

 

ღრტილა ( იხტილა) - კ. ხარაძე, ჟღერს ქვის ჰარმონია
There are no translations available.

< უკან დაბრუნება . << დაბრუნება  მთავარ გვერდზე

Free Image Hosting at www.ImageShack.us

თ. დუნდუას ფოტო

 

იხტილას ეკლესია // "ჟღერს ქვის  ჰარმონია",, ნაკვეთი მესამე, ტ. 14., გამ " ციცინათელა", თბილისი, 2007 წ.,  გვ.117-118


სოფელი იხტილა (ღრტილა) //ხარაძე კ. ჯავახეთის ხუროთმოძღვრული და ბუნების ძეგლები-თბ.,2003.-გვ.39-40.

 

სოფელ იხტილას (ღრტილა) ცენტრში მდებარეობს ეკლესია, ახალქალქიდან 22 კმ-ის დაშორებით, ზღვის დონიდან 1720 მეტრზე. იხტილა ძველი ქართული სახელწოდების ღრტილას დამახინჯებული ფორმაა. ეს სახელი ამ ფორმით (ღრტილა) დადასტურებულია "ქართლის  ცხოვრებაშიც".

1046 წელს ღრტილაში მოხდა შეკრება ქართველ და სომეხ მოძღვართა შორის:  "იქმნა კუალდ კრება, ღრტილას, არა ვიდრემდე სამღუდელო, არამედ უფროსღა სამხედრო".

არის ცნობა, რომ აქ მდგარა ბაგრატ IV  და ყოფილა იმ დროს მისი "ჰალატი". სოფელში დგას ძველი ეკლესია. იგი 1308 წელს არის აგებული. სამხრეთ ფასადზე დაცულია ასომთავრული წარწერა: "გათავდა ქვეშელისა ლიპარიტის ცოლისა და თმოგუელთა ქალისა რუსუდანისაგან, შეუნდვენ ღმერთმან, ქრონიკობი იყო ფკც (528). ჭორვანისძესა იოანეს შეუნდვენ ღმერთმან".

Free Image Hosting at www.ImageShack.us

ეკლესია მოპირკეთებულია მოწითალო ფერის ანდეზიტური ტუფისაგან. ფასადები შემკულია რელიეფური ჯვრებით. კარნიზის ქვებზე არის ძველი, VIII - X  საუკუნეების  ხუროთმოძღვრული მოტივი, რაც ზოგიერთ მკვლევარს აფიქრებინებს აქ გუმბათიანი ტაძრის არსებობაზე. ეკლესიის ეზოში ბევრია ძველი საფლავის სხვადასხვა სახის ქვები. ერთ ერთ წარწერიანი (XIV - XV სს) ქვა ასე იკითხება: "ქ. ბაღათურს და მის შვილს გიორგის შეუნდვენ ღმერთმან". გალავნის შესასვლელში დგას სამრეკლო, რომელიც მოგვიანებით არის აგებული