<უკან დაბრუნება
![](http://amigo.ge/saunjegallery/albums/userpics/10002/normal_saunje_282629.jpg)
აკაურთა - სოფელი ბოლნისის რაიონში (ბოლნისის ეპარქია). შუა ხრამის მთისწინეთში, მდინარე მაშავრის მარცხენა მხარეს, ბოლნისიდან 7 კმ-ზე. ზღვის დონიდან 720 მ-ზე.
აკაურთას ეკლესია (მოგვიანებით ბაზილიკის ოთხი სვეტი მოანგრიეს და სამი ნავის ნაცვლად ერთიანი სივრცე მიიღეს). აღმოსავლეთ შვერილს ხუთწახნაგა აფსიდი აქვს. ძეგლი აღდგენილი და შეკეთებულია XX ს-ის დამდეგს. მკვეთრად განსხვავდება ღია მწვანე ქვის ახალი წყობა დასავლეთ მონაკვეთის მონაცრისფრო - მომწვანო ვეებერთელა კვადრების წყობისაგან (კედლის სისქე 1,21მ). ინტერიერში საკურთხევლის კუთხეების იმპოსტები შემკულია ჩუქურთმებით. სამხრეთ ფასადზე, კარის არქიტრავზე, გამოსახულია რთული სიმბოლური სიუჟეტები (ირმები, ხეები და სხვ.).
![](http://amigo.ge/saunjegallery/albums/userpics/10002/normal_saunje_282429.jpg)
აქვე არის ფარშავანგის სილუეტური გამოსახულება.
ჩრდილოეთ ფასადზე მცენარეული მოტივით შესრულებული რელიეფებია. ორნამენტებისა და მორთულობის ხასიათით ენათესავება ბოლნისის სიონს.
ეკლესიის ზომებია გარედან: სიგრძე - 15,5 მ, სიგანე 10მ, სიმაღლე შიგნით 8მ.
ძეგლი რეაბილიტირებულია საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ 2007-2008 წწ.
ლევან რჩეულიშვილი - "ჟღერს ქვის ჰარმონია, ტ.13, გვ.27, "ციცინათელა", თბილისი, 2006 წ.
რუკა:
|