topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

პატარა სამსარი - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია

<უკან დაბრუნება...<<<დაბრუნება მთავარ გვერდზე

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.IX - თბ., 1985. - გვ.33.

სამსარი - ახალქალაქის რაიონის სოფლების - დიდი სამსარის და პატარა სამსარის ძველი სახელწოდებაა.

სამსარი - მთა აბულ-სამსარის ქედზე. სიმაღლე 3285 მ. წარმოადგენს ვულკანურ კონუსს. კონუსის შიგნით 3 კმ დიამეტრის კალდერაა. კალდერის ფსკერი მოფენილია ძველმყინვარული მორენული მასალითა და ყინვისმიერი გამოფიტვის ლოდებით, რომელთა შორის გაბნეულია პატარ-პატარა ტბები. სამსარის კალთაზე გვხვდება მყინვარული კარები. მთა აგებულია ძველმეოთხეული გიალოდაციტებით, მოკლებულია მთლიან მცენარეულ საფარს.

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.VII. - თბ., 1984.- გვ.709.

პატარა სამსარი (ყოფილი ქვემო სამსარი), სოფელი ახალქალაქის რაიონში (ბარალეთის სოფსაბჭო),  სამსარის ქედის დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2010 მ, ახალქალაქიდან 27 კმ-ზე....

შემონახულია ნახევრად გამოქვაბული გუმბათოვანი ეკლესია (VIII-IX საუკუნეების), არის გამოქვაბულები.