topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

სამსარი - მის შესახებ სტატიები

<უკან დაბრუნება

სამსარის ეკლესია (ახალქალაქის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. სოფელი პატარა სამსარი //ხარაძე კ. ჯავახეთის ხუროთმოძღვრული და ბუნების ძეგლები. - თბ; 2003. - გვ.41. -  ნახევრად გამოქვაბული, გუმბათიანი ეკლესიისა და მისი წარწერების შესახებ. მოხსენიებულნა არიან: ნ.ბერძენიშვილი, ვახუშტი ბაგრატიონი.

2. პატარა სამსარი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.VII. - თბ., 1984. - გვ.709. - მოკლე ცნობა სოფ.პატარა სამსარის ნახევრად გუმბათოვანი ეკლესიის შესახებ.

3. ბერძენიშვილი ნ. საქართველოს ისტორიის საკითხები. - თბ., 1984. - გვ.149-150. - ძეგლის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება და წარწერების აღწერილობა.

4. სამსარის წარწერები //ცისკარიშვილი ვ. ჯავახეთის ეპიგრაფიკა როგორც საისტორიო წყარო. - თბ., 1959. - გვ.40-44. - კლდეში გამოკვეთილი სვეტებიანი ეკლესიის წარწერების პალეოგრაფიული და ენობრივი ანალიზი.

5. ჯავახეთი //ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პროგრამა: საანგარიშო კრებული. - თბ., 1997. - გვ.14-15; გვ.XIV. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე - ისტორიულ-ხუროთმოძღვრული გზამკვლევის მომზადების მიზნით ფონდის მიერ მოწყობილი ექსპედიციის შედწეგების შესახებ. მოცემულია სამსარისწყლის ხეობაში მდებარე X საუკუნის, ძლიერ დაზიანებული სამსარის კომპლექსისი აღწერილობა. აღნიშნულია ასომთავრული წარწერა მცხეთის ჯვრის სარკინოზთაგან მოოხრებისა და წმ.ნინოს ხელის წარტაცების შესახებ. ტექსტს დართული აქვს საილუსტრაციო მასალა.

სამსარის ქვაბები (ახალქალაქის რ-ნი):

1. გაფრინდაშვილი გ. კლდის ნასახლართა მოდამოებში //საბჭოთა ხელოვნება. - 1959. - N5. - გვ.68. - ჯავახეთში, ნასოფლარ სამსარის ტერიტორიაზე, კლდეში ნაკვეთი ტაძრისა და სამსარის ქვაბთა ანსამბლის დაცვაზე.

2. სამსარის ვანი. კლდეში ნაკვეთი ეკლესია //ქართული წარწერების კორპუსი. I.: აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-X სს.) -თბ., 1980. - გვ.273-277. - ეკლესიის შესასვლელ კარის თავზე არსებული საამშენებლო წარწერის ანალიზი, დაზიანების ხარისხის განსაზღვრა. მოხსენიებულნი არაიან: გ.გაფრინდაშვილი, ვ.ცისკარიშვილი. მოცემულია საილუსტრაციო მასალა (ტაბ.105,106).