topmenu

 

კუმურდო - საქართველოს სულიერი საგანძური, ჟღერს ქვის ჰარმონია
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე

კუმურდო //საქართველოს სულიერი საგანძური.  წ.I. - თბ., 2005. - გვ.134-135.

X საუკუნეში აგებული კუმურდოს საეპისკოპოსო ტაძარი ახალქალაქის რაიონში პლატოზე მდებარეობს. ამჟამად მხოლოდ ტაძრის ნანგრევებია შემორჩნილი.- ჩამოქცეულია გუმბათი და კამარების დიდი ნაწილი. დანგრეულია და შემდგომში შეცვლილი სახითაა აღდგენილი მთელი დასავლეთი მხარე. ტაძღის კედლებზე შმორჩენილი წარწერებიდან ირკვევა, რომ მისი მშენებლობა აფხაზთა მეფე ლეონის დროს, 964 წელს, იოანე ეპისკოპოსის (კუმურდოელის) თაოსნობით ქართველ ხუროთმოძრვარ საკოცარს დაუწყია. ბაგრატ IV-ის მეფობის ხანაში (1027-1072) ტაძრისათვის სამხრეთი სტოა მიუშენებიათ. დასავლეთის შესასვლელის წარწერიდან ირკვევა, რომ XVI საუკუნეში ეკლესიის შეკეთება-გადაკეთება განხორციელებულა. კუმურდოს ტაძარი ქვით ნაშენი, გუმბათოვანი ნაგებობაა თავისებური, გარდამავალი ხასიათის გეგმით: გარედან ჯვრისებრი მოხაზულობისაა, შიგნით კი ხუთი ნახევარწრიული აფსიდი და ერთი დასავლეთის სწორკუთხა მკლავით. საკურთხევლის ორივე მხარეს აფსიდებიანი სადიაკვნე და სამკვეთლოა, ხოლო სამხრეთისა და ჩრდილოეთის აფსიდები რადიალურად კი არ არის განლაგებული (როგორც ექვსაფსიდიან ეკლესიებში, რომლებთანაც ტაძარი გენეტიკურადაა დაკავშირებული), არამედ წყვილ-წყვილად და ერთმანეთის პარალელურად. სავარაუდოა, რომ დასავლეთი მკლავის გარშემო სამმხრივი პატრონიკე უნდა ყოფილიყო. ფასადთა დამუშავებისას ჯერ კიდევ არ მიუმართავთ დეკორაციული თაღედისათვის, რომელიც X-XI საუკუნეების მიჯნიდან ქართული ეკლესიების გარემორთულობის მთავარ ელემენტს შეადგენდა. თუმცა ახალი ეპოქის სხვა ნიშნები უკვე თვალსაჩინოა: საერთო პროპორციები უფრო აზიდულია, არსებითი მნისვნელობა ენიჭება მორთულობას (სარკმელთა მოჩუქურთმებული საპირეები), ფასადთა წყობაში ჩართულია გარკვეული ფერადოვანი მახვილები (მაგ., აღმოსავლეთი ფასადის სარკმლის სათაური და კაშკაშა წითელი ფერის ჯვარი მკაფიოდ გამოიყურება კედლის საერთო მოვარდისფრო ფონზე), სამკუთხა ნიშები კი ფასადთა საერთო კომპოზიციის საფუძველს შეადგენს. მცენარეთა და გეომეტრიული ჩუქურთმის გარდა, სარკმლის მორთულებაში (ფასადის მხარეს) გვხვდება რელიეფური გამოსახულებანიც: მახარებელთა სიმბოლოების - ანგელოზის, ლომის, არწივისა და ხარის ფიგურები, ხოლო შიგნით, გუმბათქვეშა აფრებში - საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის დედის გურანდუხტ დედოფლის, და მისი ძმის, ლეონ მეფის გამოსახულებანი. ტექნიკური შესრულების ხარისხით (კედლის, კამარებისა  და თაღების ზუსტი წყობის, წმინდად გათლილი ქვა), მისი უმაღლესი მხატვრული ღირსებებით (საერთო პროპორციები, შიდა სივრცის მონუმენტურობა, იშვიათი სიფაქიზით შესრულებული ჩუქურთმები, ფასადთა სიბრტყეების ფერადოვნება) კუმურდომ განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიაში. ტაძარი კულტურულ - საგანმანათლებლო კერაც იყო. ცნობილია აქაური მწიგნობრები: იოანე კუმურდოელი (X საუკუნე), რომელიც შემდეგ სინას მთზე მოღვაწეობდა, ზოსიმე კუმურდოელი (XI ს.) და სხვები

კუმურდოს ტაძარი // ჟღერს ქვის  ჰარმონია, ნაკვეთი მესამე, ტ. 14., გამ. "ციცინათელა", თბილისი 2007 წ., გვ.154-156.

კუმურდო სოფელია ახალქალაქის რაიონში, ახალქალაქიდან 14 კმ-ზე. ზღვის დონიდან 1740 მ-ზე. შუა სოფელში შემორჩენილია ქართული ხურთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლის - X საუკუნის ტაძრის ნანგრევები (ჩამოქცეულია გუმბათი და კამარების დიდი ნაწილი, დანგრეულია და შემდეგ დამახინჯებულად აღდგენილი მთელი დასავლეთ მხარე). ტაძრის კედლებზე შემორჩენილი წარწერებიდან ირკვევა, რომ 964 წელს იოანე ეპისკოპოსის - კუმურდოელის თაოსნობით ქართველ ხუროთმოძღვარს საკოცარს დაუწყია ტაძრის მშენებლობა. ბაგრატ IV-ის მეფობაში (1027-1072 წწ.) ტაძრისთვის მიუშენებიათ სამხრეთი სტოა. დასავლეთ შესასვლელის წარწერაში აღნიშნულია ეკლესიის შეკეთება-გადაკეთება XVI საუკუნეში. კუმურდოს ტაძარი ქვით ნაშენი გუმბათოვანი ნაგებობაა. აქვს თავისებური გარდამავალი ხასიათის გეგმა: გარედან ჯვრისებრი მოხაზულობისაა, შიგნით კი ხუთი ნახევარწრიული აფსიდი და ერთი (დასავლეთით) სწორკუთხა მკლავი ჰქონდა. საკურთხევლის ორივე მხარეს აფსიდებიანი სადიაკვნე და სამკვეთლოა, ხოლო სამხრეთი და ჩრდილოეთი აფსიდები რადიალურად კი არ არის განლაგებული (როგორც ექვსაფსიდიან ეკლესიებში), არამედ წყვილ-წყვილად და ერთმანეთის პარალელურად. დასავლეთ მკლავის გარშემო, ვარაუდით, სამხრივი პატრონიკე უნდა ყოფილიყო. ფასადთა დამუშავების დროს ჯერ კიდევ არ გამოუყენებიათ დეკორაციული თაღედი, რომელიც X-XI საუკუნეების მიჯნიდან ქართული ეკლესიების გარემორთულობის საფუძველია, მაგრამ ახალი ეპოქის სხვა ნიშნები უკვე თვალსაჩინოა: ადრინდელი ხანის ძეგლებთან შედარებით საერთო პროპორციები უფრო აზიდულია, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება მორთულობას (სარკმელთა მოჩუქურთმებული საპირეები), ფასადთა წყობაში ჩართულია გარკვეული ფერადოვანი მახვილები (მაგ., აღმოსავლეთი ფასადის სარკმლის სათაური და კაშკაშა წითელი ფერის ჯვარი, რომლებიც მკაფიოდ გამოიყოფა კედლის საერთო მოვარდისფრო სიბრტყეზე), ხოლო სამკუთხა ნიშები კი ფასადთა საერთო კომპოზიციის საფუძველია. მცენარეული და გეომეტრიული ჩუქურთმის გარდა გვხვდება რელიეფური გამოსახულებებიც: საკურთხევლის სარკმლის მორთულებაში (ფასადის მხარეს) მახარებელთა სიმბოლოების - ანგელოზის, ლომის, არწივისა და ხარის - ფიგურები, ხოლო შიგნით, გუმბათქვეშა აფრებში - საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის დედის გურანდუხტ დედოფლის, და მისი ძმის, ლეონ მეფის გამოსახულებანი. კუმურდოს ტაძრის ტექნიკური შესრულების ხარისხი (კედლის, კამარებისა და თაღების ზუსტი წყობა, წმინდად გათლილი ქვა), მისი უმაღლესი მხატვრული ღირსებანი (საერთო პროპორციები, შიდა სივრცის მონუმენტურობა, იშვიათი სიფაქიზით შესრულებული ჩუქურთმები, ფასადთა სიბრტყეების ფერადოვნება) განსაკუთრებულ ადგილს ანიჭებს ამ ძეგლს ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიაში. კუმურდოს ტაძარი კულტურულ -საგანმანათლებლო კერაც იყო. აქ მოღვაწე მწიგნობართაგან აღსანიშნავნი არიან: იოანე კუმურდოელი (X საუკუნე), რომელიც შემდეგ სინას მთზე მოღვაწეობდა, ზოსიმე კუმურდოელი (XI ს.) და სხვები.. ტაძრის ზომებია: გარედან შუა ღერძებზე კარიბჭე-სტოების გარეშე სიგრძე - 29 მ, სიგანე - 20 მ, გუმბათის დიამეტრი 9 მ-მდე, სიმაღლე გუმბათის ყელის ძირამდე (შიგნით) - დაახლოებით - 15,3 მ.

გიორგი ჩუბინაშვილის მიხედვით  ლევან მენაბდე,  გურამ გრიგოლია