|
There are no translations available.
< უკან დაბრუნება

კუმურდო (ახალქალაქის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:
1. ბერიძე ვ. კუმურდო. - თბ., 1959 - ბუკლეტში მოცემულია კუმურდოს ტაძრის ხუროთმოძღვრული დახასიათება, ცნობები ქტიტორისა და აგების თარიღის შესახებ.
2. ბერიძე ვ. კუმურდოს ტაძარს ათასი წელი შეუსრულდა //ძეგლის მეგობარი - 1964, N2, გვ.25-27. - აღწერილია ახალქალაქის მახლობლად მდებარე კუმურდოს ტაძარი. ტაძრის ამგებად (ლეონ აფხაზთა მეფის დროს), იოანე ეპისკოპოსის დავალებით, მოხსენიებულია ხუროთმოძღვარი საკოცარი.
3. კუმურდო //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974, გვ.49-50, გვ.129-130 - ტაძრის სამშენებლო და რელიეფური წარწერების მიმოხილვა. ტექსტს ახლავს ნ.სევეროვის მიერ შესრულებული ტაძრის ნახატი და გეგმა.
4. ქანდაურაშვილი ა. კუმურდოს ტაძარი // საქართველოს ბუნება - 1974,N4, გვ.20 - მოკლე ცნობები ტაძრის აგების, თარიღის, ამგების, მოხატულობისა და წარწერების შესახებ.
5. ხარაძე კ. ჯავახეთის ხუროთმოძღვრული და ბუნების ძეგლები. - თბ., 2003, გვ.20-22 - ძეგლის ისტორია, ამგებთა ვინაობა, ვრცელი ხუროთმოძღვრული დახასიათება, არქიტექტურული მორთულობა და წარწერების ანალიზი.
6. ალხაზიშვილი ი. ვარძია მიძინების ღვთისმშობლის დღესასწაული // დროება. - 1877 (6 სექტ.), N137, გვ.2-3; N139. - გვ.2-3. - ცნობები კუმურდოს ტაძრის შესახებ.
7. ალელიშვილი ნ. კუმურდო //კოჟორიძე დ. ალელიშვილი ნ. მესხეთ - ჯავახეთი ძველად და ახლა - თბ., 1963, გვ.27-29. - მოკლე ცნობები კუმურდოს პერიოდის საქართველოს ისტორიულ-კულტურულ გარემოს, ტაძრის მშენებლობისა და არქიტექტურის შესახებ.
8. ბერძენიშვილი ნ. საქართველოს ისტორიის საკითხები I. - თბ., 1964, გვ.131-137 - ტაძრის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება და წარწერების ანალიზი.
9. ამირანაშვილი შ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1971, გვ.238-239 - ტაძრის ხუროთმოძღვრებისა და ორნამენტული შემკულობის აღწერილობა.
11. ბორჯომიდან ვარძიამდე //გაბაშვილი ც. ვარძია. გზამკვლევი. - თბ., 1945, გვ.29-31 - ცენტრალურ - გუმბათიანი, X საუკუნით დათარიღებული კუმურდოს ტაძრის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება, აგების თარიღის განსაზღვრა ტაძრის წარწერის მიხედვით. აღნიშნულია მდიდარი დეკორატიული შემკულობის თაობაზე. ტექსტს დართული აქვს ძეგლის ფოტო.
12. [გვარამაძე ივანე] ვინმე მესხი. ჯავახეთიდამ არხეოლოგიური შენიშვნები // დროება, 1882 (20 ივლ.), N150, გვ.2-3; (22 ივლ.), N151, გვ.2-3. - კუმურდოს ეკლესიის მოკლე დახასიათება.
13. [გვარამაძე ი.] ვინმე მესხი ახალი შენიშვნანი // დროება - 1880 (17 სექტ.), N196, გვ.1-3. - მოკლე ცნობა კუმურდოს ტაძრის შესახებ.
14. დავრიშაშვილი ი. ქართული ხუროთმოძღვრება // გუშაგი - 1989, N18, გვ.68 - X საუკუნეში აგებული კუმურდოს ტაძრის, ფასადებისა და სარკმლების მორთულობის აღწერილობა.
15. ახალციხე-ვარძია //ზაქარაია პ. თბილისი.ბორჯომი. ვარძია. - თბ., 1977, გვ.58-59 - კუმურდოს ტაძრის მოკლე მხატვრულ-ხუროთმოძღვრული დახასიათება.მოხსენიებულია ეპისკოპოსი იოანე (X ს.), საკოცარი.
16. [მირიანაშვილი ესტატე] შილდელი ე. // ივერია, 1895 (18 მაისი), N103, გვ.1-2 - კუმურდოს ტაძრის წარწერების შესახებ.
17. კუმურდო //ძველი ქართული ხუროთმოძღვრება (დამხმარე სახელმძღვანელო) - თბ., 1987, გვ.39-40. - ტაძრის გეგმა, არქიტექტურა და მხატვრული გაფორმება, რელიეფური გამოსახულებები, შემორჩენილი წარწერების ანალიზი.
18. კუმურდო //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.VI, თბ., 1983, გვ.71 - ტაძრის ხუროთმოძღვრების, შიდა სივრცისა და ჩუქურთმების შესახებ.
19. როსტომაშვილი ი. სოფელი კუმურდო და მისი დიდებული ნაშთი // მოგზაური, 1901, N2, გვ.101-114. - მოკლე ისტორია, ტაძრის წარწერების განხილვა.
20. სხირტლაძე ზ. ღრმთისმშობლის მიძინების კომპოზიცია კუმურდოს ეკლესიაში //მეცნიერებათა აკადემიის მაცნე... ისტორიის სერია. - 1992, N2, გვ.143-159. - რეზ. რუს. და ინგლ. ენებზე.(გვ.159). - ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთ აფსიდის ღვთისმშობლის მიძინების კომპოზიციის თავისებურებები.
21. სილოგავა ვ. კუმურდო. ბუკლეტი. ახალციხე - 1957, კუმურდოს ტაძრის ორგინალური არქიტექტურისა და დეკორატიული გაფორმების შესახებ.
22. სილოგავა ვ. სამხრეთ საქართველოს წარწერების შესწავლა ხელნაწერთა ინსტიტუტის ეპიგრაფიკული ექსპედიციის მიერ // მრავალთავი. X, 1983, 1980 წელს კუმურდოს ტაძარში ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების დროს აღმოჩენილი სამი წარწერიანი ფილის განხილვა.
23. კუმურდოს საყდარი //ქართული წარწერების კორპუსი. I.: აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (X-XII.), 1980, გვ.262-267. - გაანალიზებულია კუმურდოს ტაძრის კედლებზე შემორჩენილი X საუკუნის წარწერები, მათი შესრულების თარიღი. მოცემულია საილუსტრაციო მასალა (ტაბ.102-104).
24. ციციშვილი ირ. ქართული არქიტექტურის ისტორია - თბ., 1955, გვ.58-59 - X საუკუნის საეპისკოპოსო ტაძრის ხუროთმოძღვრება, მხატვრული გაფორმება. ძეგლის ამგებად მოხსენიებულია საკოცარი. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (ტაბ. XX/1,2).
25. განვითარებული ფეოდალიზმი: კუმურდოს ტაძარი //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია - თბ., 1995, გვ.83. - ხუროთმოძღვარ საკოცარის მიერ აგებული კუმურდოს ტაძრის მოკლე აღწერილობა. ტექსტს ასხლავს ტაძრის ნანგრევების ფოტო.
26. ცისკარიშვილი ვ. ჯავახეთის ეპოგრაფიკა, როგორც საისტორიო წყარო - თბ., 1959, გვ.10-25 - კუმურდოს კათედრალური ტაძრის კედლებზე შემორჩენილი ასომთავრული წარწერის ანალიზი. მოხსენიებულნი არიან: მ. ბროსე, ექვ.თაყაიშვილი, ი. როსტომაშვილი.
27. კუმურდო //საქართველოს სულიერი საგანძური. წ.I, თბ., 2005, გვ.134-135 - X საუკუნეში აგებული კუმურდოს საეპისკოპოო ტაძრის მსენებლობი ეტაპები, ხუროთმოძღვრული დახასიათება, რელიეფური გამოსახულებების აღწერილობა. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. დართულია ტაძრის საერთო ხედის ფოტო.
28. ბერიძე ვ. ადრეფეოდალური ხანის ქართული ხელოვნება //საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტ.II, თბ., 1979, გვ.638-640. - 964 წელს ხუროთმოძღვარ საკოცარის მიერ აგებული კუმურდოს ტაძრის ზოგადი დახასიათება.
29. კუმურდოს ტაძარი // ჟღერს ქვის ჰარმონია ნაკვეთი მესამე, ტ. 14., გამ. "ციცინათელა", თბილისი 2007 წ., გვ.154-156.
|