topmenu

 

ნეკრესი - მის შესახებ სტატიები
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

ნეკრესი (ყვარლის რ-ნი)  ბიბლიოგრაფია:

1. ამირანაშვილი შ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1971. - გვ.110-112. - საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების ადრეულ ხანაში აგებული ნეკრესის ტაძრის აღწერილობა. ტექსტს ერთვის გეგმა და განაკვეთების სქემები.

2. ალავიძე ო. ბაზილიკური ტიპის ეკლესიები საქართველოში //ისტორია, საზოგადმცოდნეობა და გეოგრაფია სკოლაში. - 1983. - N4. - გვ.56-68. - ნეკრესის სამონასტრო კომპლექსში შემავალი პატარა, უძველესი ბაზილიკის აღწერილობა.

3. "არხეოლოგოსი დ. პ. ფურცელაძე საიმპერატორო არხეოლიგიური კომისიის მინდობილობით კახეთში წავიდა.." // ივერია. - 1886 (17 აგვ.). - N178. - გვ.2. - ნეკრესის მხატვრობის შესახებ.

4. ელიზბარაშვილი ი. ნეკრესი.- თბ., 1986. - გვ.27 - ძეგლის მოკლე ისტორია და მხატვრულ-ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტი ქართულ და რუსულ ენებზე.

5. ვაჩნაძე დ. ეპისკიპოსის სასახლე ნეკრესში //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე: ისტორიის... სერია. - 1989. - N4. - ნეკრესის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის მოკლე ისტორია. აღწერილია შემორჩენილი საკულტო და საერო ნაგებობანი. მოცემულია ეპისკოპოსის სასახლის ხუროთმოძღვრული დახასიათება.

6. ზურაშვილი ვ. ყვარელი. - თბ., 1978. - გვ.27-34. - ნეკრესის საისტორიო წყაროებში. ნეკრესის მთავარი ტაძრის , პატარა ზომის ბაზილიკური ტიპის ეკლესიის, გუმბათიანი ეკლესიის, სამოქალაქო დანიშნულების ორსართულიანი სასახლისა და ხუთსართულიანი ოთხკუთხა ციხე-კოშკის აღწერილობა.

7. ზაქარაია პ. ნეკრესის ხუროთმოძღვრული კომპლექსი. - თბ., წ.ა. - 1 დაკ.ფურც. - ბუკლეტი. ნეკრესის ხუროთმოძღვრული კომპლექსის სხავდასხვა დროს აგებული შენობების ნანგრევების აღწერილობა.

8. კ.კოხისა და ო.სპენსერის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ. - თბ., 1981. - გვ.243. - ნეკრესის მოკლე აღწერილობა.

9. მირიანაშვილი მ.მ-ძე ნეკრესი // ივერია. - 1888 (28 სექტ.). - N202. - გვ.2-3. - დღეობა "ნეკრესობის" შესახებ.

10. ნეკრესის უძველესი ძეგლები // არჯევანიძე ი. თბილისიდან ალაზნის ველისაკენ. - თბ., 1958. - გვ. 291-294. - აღწერილია საქართველოს უძველესი არქიტექტურული ძეგლის-ნეკრესის ნაქალაქარი. მოყვანილია ვახუშტის ცნობა ნაქალაქარის შესახებ.

11. ბეჟანიშვილი ნ. გვიანფეოდალური ხანის სამეცნიერო - საგანმანათლებლო კერები საქართველოში (ნეკრესი) // ძეგლის მეგობარი. - 1976 - 77. - N43-44. - გვ.64-68. - ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი, როგორც სასულიერო და საგანმანათლებლო კერა.

12. ბეჟანიშვილი ნ. ნეკრესი და ნეკრესელები. - 36 გვ. - ძეგლის მდებარეობა, კომპლექსის შესახებ არსებული ისტორიული წყაროები, აქ მოღვაწე სასულიერო პირები.

13. ნეკრესი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ. VII. - თბ., 1984. - გვ.374. - მოკლე ცნობები ნეკრესის სამონასტერო კომპლექსის ხუროთმოძღვრებასა და მხატვრულ გაფორმებაზე.

14. ნეკრესის ხუროთმოძღვრული ანსამბლი. - თბ., წ.ა. ტექსტი ქართულ და რუსულ ენებზე. - ნეკრესის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში შემორჩენილი ნაგებობების მიმოხილვა.

15. ნეკრესი //ნაკაშიძე ლ. საქართველოს საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები. - თბ., 2003. - გვ.109. - მოკლე ცნობები ქართულ და ინგლისურ ენებზე.

16. ნეკრესი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება - თბ., 1974. - გვ.21,87. - მოკლე ცნობები ნეკრესის მონასტრის შესახებ, ჩამოთვლილია ანსამბლში შემავალი შენობები.

17. ზედგენიძე ე. ნეკრესი //დროშა. - 1953. - N6. - გვ.19. - ყვარელსა და შილდას შორის მდებარე უძველესი არქიტექტურული კომპლექსის-ნეკრესის მონასტრის, სამრეკლოს, სათვალთვალო კოშკისა და სასახლის ნანგრევების შესახებ.

18. (ცამციევი რომან) ძამსაშვილი ც. რ. კორესპოდენცია კახეთიდამ // ივერია. - 1879. - N2. - გვ136-149. - ნეკრესის მონასტრის აღწერილობა.

19. ჩუბინაშვილი გ. ქართული საერო ხუროთმოძღვრების რამდენიმე ნიმუში //ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე. III. - 1923. - გვ.107-112. - ნეკრესის ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს ახლავს ნეკრესელის სასხლის გეგმა და სასახლის ჩანახატი.

20. ჩუბინაშვილი გ. ქართული ხელოვნების ისტორია. - ტ.I.- ტფ., 1936. - გვ.25-27. - ნეკრესის მონასტრის პატარა ბაზილიკური ტაძრის აღწერილობა და აგების თარიღის განსაზღვრისათვის. მოხსენიებულია მხატვარი ნ. სევეროვი. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (სურ.149, 150).

21. ნეკრესი // ციციშვილი ირ. ქართული არქიტექტურის ისტორია. - თბ., 1955. - გვ.42. - ნეკრესის ხუროთმოძღვრული დახასიათება.

22. ჭილაშვილი ლ. კახეთის ქალაქები.- თბ., 1980.- გვ.17-18. - მოკლე ცნობები ნეკრესის ტერიტორიაზე მდებარე IV საუკუნის ეკლესიისა და სამეკლესიანი ბაზილიკის შესახებ. ტექსტს ერთვის ძეგლების გეგმები.

23. ყაუხჩიშვილი თ. ბერძნული წარწერები საქართველოში. - თბ., 1951. - გვ.346-350. - ნეკრესის სამონასტერო კომპლექსის ბაზილიკური ეკლესიის მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა, ფრესკული წარწერების ვრცელი პალეოგრაფიული და ენობრივი ანალიზი.

24. ნეკრესი //ყაუხჩიშვილი თ. საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი. - თბ., 2004.-გვ.331-334. - VI საუკუნის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ბაზილიკური ეკლესიის საკურთხეველსა და კედლებზე შემორჩენილი ბერძნული წარწერების ვრცელი პალეოგრაფიულ-ენობრივი ანალიზი.

25. "ქართველთა ანგელოსი"-წმიდა აბიბოს ნეკრესელი. ნეკრესი //საქართველოს სულიერი საგანძური. წ.I.- თბ., 2005. - გვ.77-80. - ცნობები აბიბოს ნეკრესელის შესახებ. სოფ.შილდის მახლობლად მდებარეი ნეკრესის მონასტერი -მდებარეობა, ეკლესიის ნანგრევების, მცირე სამლოცველოების, საცხოვრებელი სახლების ნაშთების - აღწერილობა. მოხსენიებული არიან: ასურელი მამა აბიბოს ნეკრესელი, მღვდელმთავრები ამბროსი მიქაძე და იოანე ჯორჯაძე (XVIII ს.); გ.ჩუბინაშვილი. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. დართულია გუმბათოვანი ეკლესიის საერთო ხედის ფოტოები.

26. ქართული ციხე-ქალაქები და ციხესიმაგრეები XVI-XVIII საუკუნეებში პირამიდული კოშკები: ნეკრესი //ზაქარაია პ. ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე. - თბ., 2002. - გვ.429. - გეგმით სწორკუთხედი კოშკების მოკლე დახასიათება. ტექსტს ახლავს ტაბ.148.

27. ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქია: ნეკრესის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი (მამათა) //გუნია ირ. საქართველოს მონასტრები: ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ., 2005. - გვ.85-86. - მოკლე ცნობა ნეკრესისი ხუროთმოძღვრული ანსამბლის(მთავარანგელოზთა გუმბათიანი ეკლესია, საეპისკოპოსო სასახლე, კოშკი, სატრაპეზო, ბერთა სენაკები, სამლოცველოები)შესახებ. მოხსენიებულნი არიან: აბიბოს ნეკრესელი, მღვდელმთავრები: იოანე ჯორჯაძე, დოსითეოს ჩერქეზიშვილი, ამბროსი მიქაძე, მღვდელმონაზონი იაკობი (მელაძე), მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი), ბ.პატარკაციშვილი. ტექსტს ახლავს მთავარანგელოზთა ეკლესიის ფოტო.

28. ფეოდალური ეპოქის არქიტექტურა: ნეკრესი // ციციშვილი ირ. ქართული არქიტექტურის ისტორია. - თბ., 1955. - გვ.42. - ტაძრის კომპოზიციური წყობის შესახებ. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (ტაბ. XVI. ნახ.9,10).

29. ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.22, გვ.87. - მოკლე ცნობები ნეკრესისი ხუროთმოძღვრულ ანსამბლში შემავალი საკულტო და საერო ნაგებობების (IV საუკუნის მინიატურული ბაზილიკა, დიდი სამეკლესიანი ბაზილიკა, საეპისკოპოსო სასახლე, კოშკი, საცხოვრებელი და სამეურნეო შენობების ნაშთები,მცირე სამლოცველო) შესახებ. მოხსენიებული არიან: გ.ჩუბინასვილი, ნ.სევეროვი. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (ტაბ.16,17).

30. ნეკრესი: სამონასტრო კომპლექსი // ი.ჯანდიერი, "ჟღერს ქვის ჰარმონია", ნაკვეთი მესამე, ტ.14, გამ."ციცინათელა", თბილისი, 2007 წ., გვ.244-247

31. წმ. აბიბოს ნეკრესელი // "ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

32. ნეკრესის მონასტერი - ე.წ. "საფლავს ზედა ეკლესიის" რეაბილიტაცია - ხელოვნებათმცოდნე: გია ჭანიშვილი; არქეოლოგი: ნოდარ ბახტაძე; არქიტექტორ-რესტავრატორი: მიხეილ გელაშვილი // "ძველი ხელოვნება დღეს", 01/2010, გვ.31-39

33. რ.გვეტაძე - ნეკრესის წარმართული სამლოცველოები და ქართული ისტორიოგრაფია //გაზ.”საქართველოს და მსოფლიო” // 16.11.2012

34. გურამ ყიფიანი - ნეკრესის "დიდი კვადრატი" // ”კადმოსი”, No.1 (2009)

 

ინტერნეტ რესურსები:

1. “აბიბოს ბრძენსა... ნათლისა ძესა” // ნანა-ციალა გაგნიძე - http://samtavro.ge/index.php?m=404

2. http://www.orthodoxy.ge/tveni/maisi/07-13asureli.htm

3. ნეკრესიhttp://kakheti.net/nekresi/nekresi_geo.html

4. ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქია http://cross.ge/forum/ipb2.1.7/upload/lofiversion/index.php/t95.html

5. გურამ ყიფიანი - ნეკრესის "დიდი კვადრატი" // ”კადმოსი”, No.1 (2009) - http://kadmos.iliauni.edu.ge/index.php/kadmos/article/view/26/18