topmenu

 

გურჯაანის ყველაწმინდა-საქართველოს სულიერი საგანძური
There are no translations available.

< უკან დაბრუნება....<< დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია-მონასტრები>>>

გურჯაანის ყველაწმინდა - საქართველოს სულიერი საგანძური, //წიგნი  I, გამომცემლობა „ხელოვნება“, თბილისი, 2005 წ. გვ.76

გურჯაანის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია „ყველაწმინდა“ VIII – IX საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების გარდამავალ ხანის უმნიშვნელოვანესი ტაძარია. იგი ქალაქ გურჯაანიდან 2 კმ-ზე მდებარეობს. "ყველაწმინდა" ერთადერთი ორგუმბათიანი ეკლესიაა საქართველოში, რომელიც აგებულია რიყის ქვის სწორი რიგებით, ხოლო კუთხეები და დეკორატიული ნაწილები შირიმის თლილი კვადრებით. თაღები, კამარები და საყრდენი ბოძები კვადრატული აგურითაა ამოყვანილი. ეკლესია რთული გეგმის ნაგებობას წარმოადგენს, რომლის ზოგი ნაწილი ორ სართულადაა განლაგებული. ნავები ერთმანეთისაგან ბოძების ორი წყვილითაა გამოყოფილი. ორფერდა სახურავით გადახურული შუა მაღალი ნავი აღმოსავლეთით ნალისებრი აფსიდით ბოლოვდება და დაყოფილია სამ კვადრატად. განაპირა კვადრატებზე შეკრული კამარებით დაგვირგვინებული ორი დაბალი, რვაწახნაგა გუმბათის ყელია აღმართული. მთავარ ნავს სამხრეთსა და ჩრდილოეთიდან ეკვრის კამარებით გადახურული გვერდის ნავები, რომელთა თავზე მოთავსებული ფართო გარშემოსასვლელი სამი მხრიდან ერტყმის ცენტრალურ ნავს. გარედან ეკლესია მარტივადაა დამუშავებული, თუმცა იგრძნობა დეკორაციული ტენდენციების გაძლიერება, სხვაგვარია შენობის  პროპორციები, იგი უფრო აზიდულია.