topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

წირქოლი-საქართველოს სულიერი საგანძური
There are no translations available.

< უკან დაბრუნება....<< დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია-მონასტრები>>>

წირქოლი //საქართველოს სულიერი საგანძური. წ.I. -თბ., 2005. -გვ. 74-75.

წირქოლის  VIII საუკუნის  ეკლესია ქართული ხუროთმოძღვრების გარდამავალ ხანას (VII - Xსს.) მიეკუთვნება. იგი შიდა ქართლში, სოფელ წირქოლში მდებარობს. ნასვრეტებიანი ტუფით ნაგები წირქოლის ეკლესია სხვა ქართულ ტაძრებთან შედარებით უჩვეულოდ გამოიყურება. გეგმით წაგრძელებული ფორმის, ორკალთიანი სახურავით გადახურული ნაგებობა მარტივი მასებით გარედან სამლოცველოს წააგავს. შიდა კონსტრუქცია ბევრად უფრო რთულია და მოულოდნელი. აღმოსავლეთით ნახევარწიული აფსიდა აქვს, მის ორივე მხარეს კი თითო სათავსი. რაც შეეხება ცენტრალურ სივრცეს, იგი სფერული გუბათითაა გადახურული. ორ სართულად გაყოფილი დასავლეთი ნაწილი გუმბათქვეშა ნაწილთან თაღოვანი მალებითაა დაკავშირებული. თვით გუმბათი უყელოა, უშუალოდ ეყრდნობა კვადრატულ საფუძველს (ტრომპების საშალებით) და გარედანაა გამოვლენილი. ამგვარად, დარღვეულია ჯვრისა და წრომისდროინდელი ქართული ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი შიდა სივრცისა და გარე მასის შესაბამისობა. მიუხედავად ამისა, შენობის მშვენიერი პროპორციები, გარე მასის კომპაქტურობა და ლაკონურობა მხატვრულად მთლიან შთაბეჭდილებას ტოვებს და ხუროთმოძღვრის უეჭველ ნიჭსა და ალღოს მოწმობს. აღმოსავლეთი ფასადი სიმეტრიულია. აქ ჰორიზონტალური სარტყლით გამოყოფილი, მარტივი კარნიზი დაგვირგვინებული ფრონტონია. შუაში მოთვსებულია ორმაგი თაღოვანი სარკმელი, მის ორივე მხარეს კი თითო ვიწრო. უმთავრეს მახვილს ფრონტონის ქვეშა ფასადის მთელ სიგანეზე დიდი სწორკუთხა ჩაღრმავება წარმოადგენს. იგი მკვეთრად გამოიყოფა კედლის ყვითელ ფონზე, რადგან აქ ჩასმულია რუხ-მოშავო ფერის ორი დიდი ფილა. ასევე სიმეტრიულია სამხრეთი ფასადიც, სადაც შუაში ერთმანეთზე წაბმული სამთაღოვანი ბრტყელი ნიშაა. შუა თაღში უბრალო სწორკუთხა შესასვლელია, მის ზემოთ კი ორმაგი სარკმელი. სათაური დამუშავებულია წვრილი დეკორაციული თაღებითა და ცხოველთა გამოსახულებებით. გარკვეულ დეკორაციულ ეფექტს ქმნის ფასადთა პერანგის წყობაც - აქ ერთმანეთს ენაცვლება ქვებით გამოყვანილი მაღალი და დაბალი რიგები. მიწისძვრის შედეგად დანგრეული ეკლესია მთლიანად რესტავრირებულია.