topmenu

 

ტაბაკინი - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ჟღერს ქვის ჰარმონია
There are no translations available.

< უკან დაბრუნება . << დაბრუნება მთავარ გვერდზე

Free Image Hosting at www.ImageShack.us

ტაბაკინი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.-IX. -თბ., 1985. -გვ.633.

ტაბაკინი - სოფელი ზესტაფონის რაიონში, (კლდეეთის სოფსაბჭო),  მდინარე აჯამურის (ყვირილის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 380 მეტრი, ზესტაფონიდან 7 კილომეტრი.....

სოფელის მახლობლად  დგას  VI-VII  საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი  - ძლევის წმ. გიორგის  მონასტრის ეკლესია, რომლის ჩრდილოეთ ნავი დარბაზთან დაკავშირებულია მასიურ ოთკუთხა ბოძზე დაყრდნობილი განიერი ორთაღედით. ნავის აღმოსავლეთ ნაწილში აფსიდიანი სათავსია, ხოლო სამხრეთით მდებარე სტოა დამოუკიდებელ სათავსს წარმოადგენს. სტოის  სამხრეთ ფასადი  გაფორმებულია სამი თაღითა და ორი მონუმენტური მრგვალი სვეტით,  ხოლო  დასავლეთის კედელი ფართო თაღითაა გახსნილი. ეკლესიის ქვეშ საძვალეა, ინტერიერი მთლიანად მოხატულია; გამოსახულია ქრისტეს, ღვთისმშობლის, წმ. გიორის ცხოვრების ამსახველი ციკლები, ქტიტორთა  პორტრეტები და სხვ. ქტიტორული წარწერებიდან ირკვევა, რომ ეკლესია რამდენჯერმეა  შეკეთებული. XVI საუკუნის 20-იან წლებში ტაბაკინის დანგრეული მონასტერი განაახლა და ეკლესია  მოახატვინა ქუთათელმა ეპისკოპოსმა გერასიმე ჩხეტიძემ;  ეკლესიაში შემონახულია ქტიტორის - იმერეთის მეფე ბაგრატ III-ის (1510-1565) გამოსახულება; ყველა შემდგომი შეკეთება 1529 წლის მერეა ჩატარებული.  სამრეკლო უფრო გვიანდელი  ხანისაა.

ლიტ.:

გაფრინდაშვილი გ. ჩუბინაშვილი ნ. ძლევის წმინდა გიორგის მონასტერი სოფ. ტაბაკინში //ძეგლის მეგობარი.-1969.-კრ.18.-გვ.28-33.

 

 

 

 

"ჟღერს ქვის ჰარმონია", ნაკვეთი მესამე, საკითხავნი ყმაწვილთათვის, ტ.15, ტბ., ციცინათელა, 2007 წ.   გვ. 58-59

ტაბაკინის მონასტერი.  ტაბაკინი - სოფელია  ზესტაფონის რაიონში, მდინარე აჯამურის (ყვირილის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 380 მეტრი, ზესტაფონიდან 7 კილომეტრი.

სოფლის მახლობლად დგას  VI-VII სს-ის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი  ძლევის წმ. გიორგის მონასტრის ეკლესია, რომლის ჩრდილოეთ ნავი დარბაზთან დაკავშირებულია  მასიური ოთკუთხა ბოძზე დაყრდნობილი განიერი ორთაღედით. ნავის აღმოსავლეთ ნაწილში აფსიდიანი  სათავსია, ხოლო სამხრეთ მდებარე სტოა დამოუკიდებელი სათავსია. სტოას სამხრეთი ფასადი გაფორმებულია სამი თაღითა და ორი მონუმენტური მრგვალი სვეტით, ხოლო აღმოსავლეთი კედელი ფართო  თაღითაა გახსნილი. ეკლესიის ქვეშ საძვალეა. ინტერიერი მთლიანად მოხატულია; გამოსახულია ქრისტეს, ღვთისმშობლის, წმ. გიორგის ცხოვრების ამსახველი ციკლები, ქტიტორთა პორტრეტები და სხვ. ქტიტორული წარწერებიდან ირკვევა, რომ ეკლესია რამდენჯერმეა შეკეთებული.

XVI საუკუნის 20-იან წლებში დანგრეული მონასტერი განაახლა და ტაძარი მოახატვინა ქუთათელმა ეპისკოპოსმა გერასიმე ჩხეტიძემ.. ეკლესიაში შემონახულია ქტიტორის - იმერეთის მეფე ბაგრატ III-ის (1510-1565) გამოსახულება. ყველა შემდგომი შეკეთება 1829 წლის შემდეგ დროინდელია. სამრეკლო უფრო გვიანდელი ხანისაა.