<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე
ფოტოს ავტორი გ.ჩანადირი
რკონი // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.VIII. - თბ., 1984. - გვ.410.
რკონი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი კასპის რაიონში, სოფელ ჩაჩუბეთის მიდამოებში, ნასოფლარ რკონის მახლობლად. გაირჩევა მშენებლობის 3 ძირითადი ფენა, რომლებიც სამონასტრო ცხოვრების პერიოდებს უნდა შეესაბამებოდეს. I ფენას მიეკუთვნება VII საუკუნის ღვთისმშობლის ეკლესია, რომლის თავდაპირველი ფორმების დადგენა ახლა ძნელია. შედარებით უკეთ არის შემონახული აღმოსავლეთი ფასადი. ინტერიერში მოხატულობის ნაშთია (ძველი და განვითარებული შუა საუკუნე). II ფენა - XIII-XIV საუკუნეების მიჯნა - ღვთისმშობლის ეკლესიის კარიბჭე და სამლოცველო, ნათლისმცემლის ერთნავიანი ეკლესია და სატრაპეზო. III ფენა - XVI-XVIII საუკუნეები - სამრეკლო, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობანი. კომპლექსის ტერიტორია 2 მონაკვეთად იყოფა. ერთში განლაგებულია საკულტო ნაგებობანი, მეორეში - საცხოვრებელი და სამეურნეო შენობები სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა 1939-1940. თითქმის პირვანდელი სახით არის ჩვენამდე მოღწეული რომლის ერთმალიანი ხიდი (სიგრძე 12,5 მ, სიგანე 2,2 მ), შუა საუკუნის ხიდების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში საქართველოში. რკონის სამონასტრო კომპლექსსა და ნასოფლარს შორის მდებარეობს რკონის ციხე (XVII ს. შუა წლები), როგორც ჩანს, ფეოდალის რეზიდენცია. მის ტერიტორიაზე გალავნის, კოშკის, სასახლის, ერთნავიანი ეკლესიისა და სხვა ნაგებობათა ნანგრევებია.
ჩუბინაშვილი გ., ქართული ხელოვნების ისტორია, ტ.I, ტფ., 1936,
ქ. კინწურაშვილი
ფოტოს ავტორი ი.ნაზღაიძე
რკონი //საქართველოს სულიერი საგანძური. წ.I. - თბ., 2005. - გვ.68
სამონასტრო კომპლექსი რკონი კასპის რაიონის სოფელს ჩაჩუბეთის მიდამოებში, ნასოფლარ რკონის მახლობლად მდებარეობს. კომპლექსში შედის: ღვთისმშობლის ეკლესია, კარიბჭე, ეგვტერი, სამლოცველო, სატრაპეზო, კოშკი, სამრეკლო, ნათლისმცემლის ეკლესია კარიბჭით და ხიდი. VII საუკუნის ღვთისმშობლის ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა, რომელსაც შესასვლელი სამი მხრიდან აქვს. ეკლესიის ნავები ორი წყვილი სვეტითაა გაყოფილი. ტაძრის კედლები მოგვიანებით შეულესავთ და მოუხატავთ. მოხატულობა სხვადასხვა დროსაა შესრულებული, საკურთხევლის კონქში გამოირჩვა ტახტზე მჯდომი მაცხოვარი გაშლილი სახარებით ხელში. XIII საუკუნის მეორე ნახევარში ეკლესიისათვის მიუშენებიათ კარიბჭე, რომლის ცენტრალური ნაწილი ინტერიერში უკავია გეგმით კვადრატულ, ცილინდრული კამარით გადახურულ ეგვტერს. ამავე პერიოდშია მიშენებული მცირე ზომის სამლოცველო, დარბაზული ეკლესია, რომელშიც მოხატულობის ძლიერ დაზიანებული ფრაგმენტებია შემონახული (XIII-XIV საუკუნეები). სატრაპეზო ღვთისმშობლის ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთით დგას, რომლის ძირითადი ნაწილები XIII-XIV საუკუნეების მიჯნით თარიღდება. სატრაპეზოს სამხრეთით კოშკია, სადაც შემორჩენილია მხოლოდ სამი სართულის კედლები. ღვთისმშობლის ეკლესიის ჩრდილო დასავლეთით სამრეკლოს ორი სართული ჩანს (XIII-XIV საუკუნეები). კედლები და სახურავი დაზიანებულია. მოგვიანებით ეკლესიისათვის დასავლეთიდან კარიბჭე მიუშენებიათ.
ფოტოს ავტორი ლ. პავლიაშვილი
რკონი//ჟღერს ქვის ჰარმონია, საკითხავნი ყმაწვილთათვის, ნაკვეთი მესამე, ტ.14, გამ "ციცინათელა", თბ., 2007 წ., გვ. 291-292
რკონი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს კასპის რაიონში, სოფელ ჩაჩუბეთის მიდამოებში (სოფელი ჩაჩუბეთი კასპიდან 29 კმ-ზეა, ზღვის დონიდან 850 მ-ზე, მდ.თეძმის მარჯვენა მხარეს) ნასოფლარ რკონის მახლობლად. გაირჩევა მშენებლობის 3 ძირითადი ფენა, რომლებიც სამონასტრო ცხოვრების აღორძინების პერიოდებს უნდა შეესაბამებოდეს. I ფენას მიეკუთვნება VII საუკუნის ღვთისმშობლის ეკლესია, რომლის თავდაპირველი ფორმების დადგენა ახლა ძნელია. შედარებით უკეთ არის შემონახული მისი აღმოსავლეთი ფასადი. ინტერიერში მოხატულობის ნაშთია (ძველი და განვითარებული შუა საუკუნე). II ფენაა - XIII-XIV საუკუნეების მიჯნა - ღვთისმშობლის ეკლესიის კარიბჭე და სამლოცველო, ნათლისმცემლის ერთნავიანი ეკლესია და სატრაპეზო. III ფენა - XVI-XVIII საუკუნეები - სამრეკლო, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობანი. კომპლექსის ტერიტორია 2 მონაკვეთად იყოფა. ერთში განლაგებულია საკულტო ნაგებობანი, მეორეში - საცხოვრებელი და სამეურნეო შენობები. თითქმის პირვანდელი სახით არის ჩვენამდე მოღწეული რკონის ერთმალიანი ხიდი (სიგრძე 12,5 მ., სიგანე 2,3 მ.), შუა საუკუნეების ხიდების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში საქართველოში. რკონის სამონასტრო კომპლექსსა და ნასოფლარს შორის მდებარეობს რკონის ციხე (XVII ს. შუა წლები), როგორც ჩანს, ფეოდალის რეზიდენცია. მის ტერიტორიაზე გალავნის, კოშკის, სასახლის, ერთნავიანი ეკლესიისა და სხვა ნაგებობათა ნანგრევებია.
ქეთევან კინწურაშვილი.
|