topmenu

 

რკონი - მის შესახებ სტატიები
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

რკონი (კასპის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ბაგრატიონი გ. რკონის ხუროთმოძღვრული ანსამბლი //მეცნიერება და ტექნიკა. - 1982. - N3. - გვ.16-21. - ლეგენდები სამონასტრო კომპლექსის შესახებ, მოკლე ისტორია. აღწერილია ანსამბლში შემავალი ღვთისმშობლის სახელობის სამეკლესიანი ბაზილიკა, სამრეკლო, ბერთა საცხოვრებელი, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია.

2. ქართული ციხე - ქალაქები და ციხესიმაგრეები XVI - XVIII საუკუნეებში ციხეები: რკონი //ზაქარაია პ. ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე. - თბ., 2002. - გვ.275-276. - ციხის (კოშკი, დარბაზული ტიპის ეკლესია, გალავანი)მოკლე დახასიათება. ტექსტს ახლავს ფოტომასალა (ტაბ.90-92).

3. ოთხმეზური გ. რკონის წარწერები //არტანუჯი. - 1997. - გვ.9-19. - მონასტრის ძველი და ახალაღმოჩენილი წარწერების ანალიზი.

4. რკონი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.5. - თბ.,1990.-გვ.184-190. - სამონასტრო კომპლექსის (გალავნის, წმინდა გიორგის, ღვთისმშობლისა და იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიების, კოშკის, სადაზვერვო კოშკისა და სასახლის) ხუროთმოძღვრების დახასიათება, შემორჩენილი მოხატულობის (XII ს.) ნაშთების აღწერილობა.

5. რკონი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.VIII. - თბ., 1984. - გვ.410. - მოკლე ცნობები სამონასტრო კომპლექსისა და ციხის შესახებ.

6. რკონი //ნაკაშიძე ლ. საქართველოს საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები. - თბ., 2003. -გვ.127. - მოკლე ცნობები ქართულ და ინგლისურ ენებზე.

7. არაგუმბათიანი ხუროთმოძღვრების ძეგლები აყვავების ხანაში: რკონი //ჩუბინაშვილი გ. ქართული ხელოვნების ისტორია. ტ.I. - თბ., 1936. - გვ.199-202. - VII საუკუნის რკონის მონასტრის ხუროთმოძღვრული ანალიზი (არქიტექტურის ტავისებურებანი), შედარება სირიისა და მცირე აზიის ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ძეგლებთან. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (სურ.160,161).

8. ჯავახიშვილი ივ. თხზ. ტ.III. - თბ., 1982. - გვ.204. - რკონის მონასტრის ისტორია, წარწერების ანალიზი.

9. რკონი //საქართველოს სულიერი საგანძური, წ.I. - თბ., 2005. - გვ.68. - სოფ.ჩაჩუბეთის მიდამოებში მდებარე, ნასოფლარ რკონის VII საუკუნეში აგებული, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მოკლე დახასიათება. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. დართული აქვს საერთო ხედის ფოტო.

10. მატერიალური კულტურის ძეგლები //მაკალათია ს. თეძმის ხეობა. - თბ., 1959. - გვ.28-33. - VIII საუკუნის სამონასტრო ანსმბლის (მონასტერი, ღვთისმშობლის სახ. ეკლესია, იოანე ნათლისმცემლის სახ.ტაძარი, კოშკისებური ნაგებობა, სამრეკლო, ხიდი - "ქვახიდა", წმ.სვიმონის სახ. ეკლესია, წმ.გიორგის სახ. ნიში) მხატვრულ - ხუროთმოძღვრული მიმოხილვა. ტექსტს ახლავს ორი ფოტო.

11. რკონი//ჟღერს ქვის ჰარმონია, საკითხავნი ყმაწვილთათვის,  ნაკვეთი მესამე, ტ.14,  გამ "ციცინათელა", თბ., 2007 წ., გვ.291-292

12. ზურაბ ღავთაძე - წმ.სვიმეონ მესვეტის სავანე რკონში და მისი ფრესკები (რკონის სამონასტრო კომპლექსის შესწავლისათვის) //გრიგოლ ფერაძის სახელობის ქრისტიანობის კვლევების სამეცნიერო ცენტრი  ქრისტიანობის კვლევები V, გამომცემლობა "უნივერსალი", გვ.127-143, თბილისი, 2010