topmenu

 

რკონის კომპლექსი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება


რკონი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი კასპის რაიონში, სოფელ ჩაჩუბეთის მიდამოებში, ნასოფლარ რკონის მახლობლად. გაირჩევა მშენებლობის 3 ძირითადი ფენა, რომლებიც სამონასტრო ცხოვრების პერიოდებს უნდა შეესაბამებოდეს. I ფენას მიეკუთვნება VII საუკუნის ღვთისმშობლის ეკლესია, რომლის თავდაპირველი ფორმების დადგენა ახლა ძნელია. შედარებით უკეთ არის შემონახული აღმოსავლეთი ფასადი. ინტერიერში მოხატულობის ნაშთია (ძველი და განვითარებული შუა საუკუნე). II ფენა - XIII-XIV საუკუნეების მიჯნა - ღვთისმშობლის ეკლესიის კარიბჭე და სამლოცველო, ნათლისმცემლის ერთნავიანი ეკლესია და სატრაპეზო. III ფენა - XVI-XVIII საუკუნეები - სამრეკლო, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობანი. კომპლექსის ტერიტორია 2 მონაკვეთად იყოფა. ერთში განლაგებულია საკულტო ნაგებობანი, მეორეში - საცხოვრებელი და სამეურნეო შენობები სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა 1939-1940. თითქმის პირვანდელი სახით არის ჩვენამდე მოღწეული რომლის ერთმალიანი ხიდი (სიგრძე 12,5 მ, სიგანე 2,2 მ), შუა საუკუნის ხიდების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში საქართველოში. რკონის სამონასტრო კომპლექსსა და ნასოფლარს შორის მდებარეობს რკონის ციხე (XVII ს. შუა წლები), როგორც ჩანს, ფეოდალის რეზიდენცია. მის ტერიტორიაზე გალავნის, კოშკის, სასახლის, ერთნავიანი ეკლესიისა და სხვა ნაგებობათა ნანგრევებია.

 

 

 

 

***********************************************************************************

რკონი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.5. - თბ., 1990. - გვ.184-190
რკონი, კრკონი, -  ნასოფლარი, ისტორიული ძეგლი, მდებარეობს ტეძმის ზედა წელზე, მის მარცხენა ნაპირზე, სოფელ ჩაჩუბეთის მიდამოებში. გადმოცემის თანახმად, რკონში იყო "სალოცავი ხე" დიდი ცაცხვის ხე, რომელზედაც მლოცველები ჰკიდებდნენ შეწირულობას. საქართველოს სხვა კუთხეებშიც საკმაოდ გავრცელებული ეს რიტუალი წარმართობის დროინდელია. ფეოდალიზმის პერიოდში XII-XIII საუკუნეებში რკონზე გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო და სამხედრო-სტრატეგიული გზა, რომელიც აკავშირებდა შიდა ქართლს საქართველოს სამხრეთ პროვინციებთან - ჯავახეთთან, თრიალეთთან და შემდეგ, სომხითის გავლით, ახლო აღმოსავლეთთან.....<<ტექსტი სრულად აქ<<

**********************************************************************************
ჯავახიშვილი ივ. თხზ. ტ.III.-თბ., 1982.- გვ.204. -
..თემურ-ლენგის ამ გამანადგურებელი შემოსევის შესახებ (მონგოლთა მეხუთე შემოსევა საქართველოში, 1400 წ.)  პატარა იმდროინდელი თარიღიანი ცნობა ჯერ კიდევ ამ საუკუნის დამდეგს თეძმის ხეობაში მდებარე რკონის მონასტრის პატარა ეკლესიის შესავალი კარების მარჯვენა ქვაზე ამოჭრილ წარწერაშიც იყო დაცული, რომელშიც ნათქვამია: "ქ. აქა მოვიდა ლ [ა] ნგდემორდა და [ა] ქცივნ [ა] ეკლეს [ი] ან [ი] და რკონიცა და [ა] ქცია, ქ [ორონი] კ [ო] ნი იყო პჱ”(88).... <<ტექსტი სრულად  აქ <<
**********************************************************************************
რკონი // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ. VIII.-თბ., 1984.-გვ. 410.
რკონი //საქართველოს სულიერი საგანძური. წ.I.- თბ., 2005.- გვ.68
რკონი//ჟღერს ქვის ჰარმონია, საკითხავნი ყმაწვილთათვის, ნაკვეთი მესამე, ტ.14,  გამ "ციცინათელა", თბ., 2007 წ., გვ. 291-292
რკონი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი კასპის რაიონში, სოფელ ჩაჩუბეთის მიდამოებში, ნასოფლარ რკონის მახლობლად. გაირჩევა მშენებლობის 3 ძირითადი ფენა, რომლებიც სამონასტრო ცხოვრების პერიოდებს უნდა შეესაბამებოდეს....<<ტექსტი სრულად აქ <<
**********************************************************************************
მატერიალური კულტურის ძეგლები //მაკალათია ს. თეძმის ხეობა. - თბ., 1959. - გვ.28-33.
VIII საუკუნის სამონასტრო ანსმბლის (მონასტერი, ღვთისმშობლის სახ. ეკლესია, იოანე ნათლისმცემლის სახ.ტაძარი, კოშკისებური ნაგებობა, სამრეკლო, ხიდი - "ქვახიდა",წმ. სვიმონის სახ. ეკლესია, წმ. გიორგის სახ. ნიში) მხატვრულ-ხუროთმოძღვრული მიმოხილვა. ტექსტს ახლავს ორი ფოტო......   << ტექსტი სრულად აქ <<
**********************************************************************************
ბაგრატიონი გ. რკონის ხუროთმოძღვრული ანსამბლი // მეცნიერება და ტექნიკა.- 1982. - N 3. - გვ.16 - 21
რკონის სამონასტრო კომპლექსი, ანუ  კრკონი, როგორც მას ვახუშტი ბაგრატიონი უწოდებს, მდებარეობს შუა ქართლში, კასპის რაიონში, მდინარე თეძმის ზემო წელში, მის მარცხენა ნაპირას. "...ზემოთ, თეძმის მდინარესა ზედა, არს კრკონს მონასტერი გუმბათიანი, ფრიად მაგარსა და შეუალს ადგილს. აქა არს  ლითონი ბრპენისა მრავალი, იტყვან ვეცხლსაცა. ზის წინამძღუარი“ - ამბობს ვახუშტი. უახლოესი დასახლებული პუნქტი, სოფელი ჩარუბეთი, მისგან 8 კმ-ზე მდებარეობს. კომპლექსთან ახლოს მდებარეობდა სოფელი რკონი... <<ტექსტი სრულად აქ...<<
**********************************************************************************
ზურაბ ღავთაძე - წმ.სვიმეონ მესვეტის სავანე რკონში და მისი ფრესკები (რკონის სამონასტრო კომპლექსის შესწავლისათვის)/
გრიგოლ ფერაძის სახელობის ქრისტიანობის კვლევების სამეცნიერო ცენტრი, ქრისტიანობის კვლევები V,
გამომცემლობა "უნივერსალი", გვ.127-143, თბილისი, 2010
რკონის სამონასტრო კომპლექსის სამხრეთ-დასავლეთით, მისგან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით, ტყით შეფენილი მთის კალთაზე მდებარე წმ. სვიმეონ მესვეტის სავანე სამ სართულიანი ნაგებობაა1. სვეტი ნაგებია რიყის და ტეხილი ქვისგან. ნაგებობა გარედან და შიგნიდან სრულად იყო შელესილი (ფასადებზე ნალესობის კვალი ახლაცაა შემორჩენილი)...<<ტექსტი სრულად აქ...<<