topmenu

 

ამბარას სამეკლესიიანი ბაზილიკა

ამბარა  - სოფელია გუდაუთის რაიონში, შავი ზღვის ნაპირას, მიუსერის კონცხზე, გუდაუთიდან 13 კმ-ზე, ზღვის დონიდან 80 კმ.ზე.

ამბარაში შემონახულია ადრინდელი შუა საუკუნეების ხანის ქართული ხუროთმოძღვრების კომპლექსი - ეკლესია (VII –VIII სს.), ზღუდე (შუა საუკუნეები) და სამოქალაქო შენობათა ნანგრევები (X ს.). ტლანქად დამუშვებული ქვის კვადრებით შემოსილი ეკლესია, რომელმაც ჩვენამდე თითქმის პირვანდელი სახით მოაღწია, ე.წ. სამეკლესიიანი ბაზილიკის ტიპის ნაგებობაა. დასავლეთ მხარეს ორსართულიანი ნართექსი და პატრონიკეები აქვს. მთავარი ნავის გადამხურავი კამარა გვიანდელ შუა საუკუნეებშია აღდგენილი (კვლავ დაზიანებულია). ამბარის ამეკლესიიანი ბაზილიკა მნიშვნელოვანი  ნიმუშია ამ ტიპის  არქიტექტურულ ძეგლთა შორის.

ლევან რჩეულიშვილი, "ჟღერს ქვის ჰარმონია", ტ. 13, გვ. 47, გამ. ციცინათელა, თბილისი, 2006 წ.

 

 

 

 

 

ამბარა (გუდაუთის რ-ნი), ბიბლიოგრაფია

1. ამბარა //საქართველო: ენციკლოპედია.-თბ.,1997.-გვ.120. - გუდაუთის რაიონში შემორჩენილი ხუროთმოძღვრული კომპლექსის (VII-VIII სს.ეკლესია, შუა საუკუნეების ზღუდე და X ს. სამოქალაქო შენობათა ნანგრევები) მოკლე დახასიათება.

2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.I.-თბ.,1975.-გვ.351. -  ამბარა - სოფელი  აფხაზეთის ასსრ გუდაუთის რაიონში (მუგუძირხვის სოფსაბჭო), შავი ზღვის ნაპირას, მიუსერის კონცხზე. ადგილობრივი კურორტი, ზღვის დონიდან 80 მ -ზე, გუდაუთიდან 13 კმ. ....შემონახულია ადრინდელი ფეოდალური ხანის არქიტექტურული კომპლექსი - ეკლესია (VIII - IX ს ), ზღუდე (შუა საუკ) და სამოქალაქო შენობათა ნანგრევები (X ს.).  თითქმის პირვანდელი სახითაა მოღწეული ტლანქად დამუშავებული ქვის კვადრებით მოპირკეთებული ეკლესია,  ე.წ. სამეკლესიიანი ბაზილიკის ტიპის ნაგებობა, რომელსაც დასავლეთ მხარეს ორსართულიანი ნართექსი და პატრონიკეები აქვს. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში აღუდგენიათ მთავარი ნავის კამარა. ამბარის სამეკლესიიანი ბაზილიკა მნიშვნლოვანი ნიმუშია ამ ტიპის არქიტექტურულ ძეგლთა შორის.

3. ამბარას სამეკლესიანი ბაზილიკა//"ჟღერს ქვის ჰარმონია", ტ. 13, გვ. 47, გამ. ციცინათელა, თბილისი, 2006 წ.