topmenu

 

არმაზის ციხე

<უკან დაბრუნება...<<<მცხეთა//ციხე - ქალაქები>>>

არქიტექტურული ძეგლი მცხეთაში - დგას არმაზისხევის სათავესთან, რკინიგზის ხაზის სამხრეთით, 3 კმ-ზე, ორ ხევს შორის აღმართულ ძნელად მისადგომ მაღალ კლდოვან მთაზე. თარიღდება XIII-XV სს. ციხე შედგება გალავნისა და კოშკისაგან ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია. ციხეს შესასვლელი სამხრეთ - აღმოსავლეთით ჰქონია (შემორჩენილია კვალი). გალავანი გეგმით ტრაპეციის მაგვარია (26X27,5 მ), კოშკი გალავნის სამხრეთ ნაწილში დგას. იგი წიბოებმომრგვალებულ სამკუთხა პრიზმს წარმოადგენს (გვერდების სიგრ. 13,5 მ). პირველი სართული ყრუა. შიგნით მისი ერთი კუთხე ცერადაა გადატიხრულ (სამეურნეო დანიშნულებისათვის) შესასვლელი მეორე სართულზეა, ჩრდილოეთით. ამ სართულზე მოზრდილი სარკმლებია. მესამე სართულის კედლების მხოლოდ ქვედა ნაწილია შემორჩენილი.

არმაზის ციხე (მცხეთა) ბიბლიოგრაფია:

1. არმაზციხე //საქართველო: ენციკლოპედია. - თბ., 1997. - გვ.2-3. - არმაზციხე-ბაგინეთი-ძველი მცხეთის შიდაციხის მდებარეობისა(მტკვრის მარჯვენა მხარე) და ისტორიის შესახებ. ციხის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების მიმოხილვა და ხუროთმოძღვრული დახასიათება.

2. არმაზის ციხე //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.5. - თბ., 1990. - გვ.239-241. მცხეთაში, რკინიგზის სამხ.-აღმ.-ით, 2 კმ-ზე მდებარე ციხის სახელწოდების ეტიმოლოგია, მოკლე ისტორია, XIX საუკუნის 90-იანი წლებისა და 1937, 1975 წლებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგები, მშენებლობის პერიოდები. შიდაციხისა და ნაქალაქარის, სვეტებიანი დარბაზის, მარნის, აბანოსა და სხვა ნაგებობების ნაშთების აღწერილობა. მოხსენიებულნი არიან: ექვ.თაყაიშვილი, დ.ბაქარაძე, ი.ოქრომჭედლიშვილი, ს.ჯანაშია, ა.აფაქიძე. ტექსტს ახლავს ნაქალაქარის ცენტრალური უბნის გეგმა.

3. არმაზციხე //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.I. - თბ., 1975. - გვ.576-577. - ძველი მცხეთის შიდა ციხის ხუროთმოძღვრული დახასიათება და აქ წარმოებული არქეოლოგიური გათხრების მასალები.

4. არჯევანიძე ი. თბილისის უახლოესი მიდამოები. - თბ., 1940. - გვ.46-50. - ცნობები არმაზის ციხისა და აქ დაცული სიძველეების შესახებ.

5. აფაქიძე ა. არმაზციხის ლოკალიზაციის საკითხისათვის //ისტორიის ინსტიტუტის შრომები.- ტ.IV. - ნაკ.I. - თბ., 1958. - გვ.71-96. - არმაზციხის ლოკალიზაციის საკითხის გარკვევა ქართულ და უცხოურ ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით.

6. დიონ კარიოსის ცნობები საქართველოს შესახებ. - თბ., 1966. - გვ.102-104. - მოკლე ცნობები არმაზის ციხის შესახებ.

7. ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები. - თბ., 1973. - გვ.9-10. - მცხეთაში მდებარე არმაზციხის (ბაგინეთის) მოკლე აღწერილობა.

8. ადრეკლასობრივი საზოგადოების პერიოდის ხელოვნება: არმაზციხე //ი. ციციშვილი -  ქართული ხელოვნების ისტორია //ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების გამომცემლობა, თბილისი, 1995 წ., გვ.23-24 - აღწერილია იბერიის მეფეთა ძველი რეზიდენცია-არმაზციხე (ბაგინეთი). ტექსტს ახლავს სვეტებიანი დარბაზისა და გალავნის გეგმები.

9. მონათმფლობელური საზოგადოების არქიტექტურა: არმაზის ციხე //ციციშვილი ირ. ქართული არქიტექტურის ისტორია. - თბ., 1955. - გვ.25-26. - არმაზციხის ხუროთმოძღვრული დახასიათება. ციხის თავდაცვითი კედლების სისტემის მშენებლობის პერიოდები. განხილულია ციხის ქვედა ტერასაზე გათხრილ შენობათა კომპლექსი.

10. როსტომაშვილი ი. ფუძე ქართლისა, ციხე ქართლოსისა, არმაზისა //მოგზაური. - 1901. - N1. - გვ.12-19. - არმაზის მონასტრისა და ციხის მოკლე აღწერილობა. შემორჩენილი წარწერის მიმოხილვა.ძეგლის შესახებ არსებული წერილობითი ცნობების მიხედვით მოთხრობილია ძეგლის ისტორია.

11. ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.84-85. - ცნობები ბაგინეთ-არმაზციხეში აღმოჩენილი ნაგებობების შესახებ.

13. ციციშვილი ირ. ბაგინეთზე განახლებული გათხრების შედეგები //ძეგლის მეგობარი. - 1997. - N2 (97). - გვ.9-12. - ბაგინეთის ბორცვზე (მცხეთა), არმაზციხის გათხრების დროს აღმოჩენილი წარმართული ტაძრის ხუროთმოძღვრული დახასიათება, ძეგლის დათარიღება.

14. ზაქარაია პ.სამშობლოს გუშაგები. - თბ., 1965. - გვ.9. - ცნობები არმაზციხის შესახებ.

15. არმაზ-ციხე. ბაგინეთი//ყაუხჩიშვილი თ. საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი. - თბ., 2004. - გვ.216-230. - არმაზციხის ტერიტორიაზე მოპოვებული ბერძნული წარწერების მიმოხილვა.

16. მცხეთა //ზაქარაია პ. საქართველოს ციხესიმაგრეები. - თბ., 1988. - გვ.7-9. - მცხეთის თავდაცვითი სისტემის დახასიათება.

არმაზის ციხე, ბიბლიოგრაფია:

1. არმაზის ციხე //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.5, თბ., 1990. - გვ.235.. - XIII-XV საუკუნეებით დათარიღებული, გალავნისა და კოშკისაგან შემდგარი ციხის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს ახლავს ძეგლის გენგეგმა.