topmenu

 

ამამლო

<უკან დაბრუნება...<<<ეკლესია - მონასტრები // დმანისის რ-ონის ძეგლები>>>

ამამლოს ეკლესია - //ჟღერს ქვის ჰარმონია, ტ.13, გვ.45-47, გამ. ციცინათელა, თბილისი, 2006 წ

ამამლო სოფელია დმანისის რაიონში, მდ. ამამლოსწყლის (მაშავრის აუზი), მარცხენა ნაპირზე, დმანისიდან 9 კმ-ზე, ზღვის დონიდან 1160 მ-ზე.

სოფლის სამხრეთით, 1 კმ-ზე, ძველი ნამოსახლარია, სადაც არის გალავანშემორტყმული XII საუკუნის ეკლესია და მცირე სასაფლაო. ეკლესია, როგორც კედლის წყობით, ისე მორთულობით, ადგილობრივი სამშენებლო ტრადიციებიოს გამომხატველია. იგი წარმოადგენს ერთნავიან დარბაზულ ნაგებობას, აღმოსავლეთ მხრიდან აქვს სწორკუთხედში მოქცეული ნალისებრი აფსიდი, რომლის კედელში სარკმლის ორივე მხარეს თითო ნიშია (წალო). შესასვლელი სამხრეთიდანაა. თითო სარკმელია და დასავლეთ და სამხრეთ კედლებშიც. საკურთხეველში შემორჩენილია ქვის ტრაპეზი, რომელსაც ამკობს დიდი, კვარცხლბეკზე შემდგარი ჯვრის რელიეფური გამოსახულება.

ეკლესიის მორთულობა სადაა. დასავლეთ ფასადზე წვრილი მთავრულით ამოკვეთილ სამშენებლო წარწერაში მოხსენიებული არიან მეფეთმეფე თამარი და ერისთავი კახა, მისი დედა კრავაი და ძეგლის აღმშენებელი ბეღელას ძე ოქროპირი. წარწერიანი ქვა დაცულია საქართველოს სახემწიფო მუზეუმში.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

ძველ სასაფლაოზე შემონახული იყო დიდი ქვაჯვარი კვარცხლბეკზე ამოკვეთილი ვრცელი ქართული წარწერით, იგი ამ ტიპის ძეგლთა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენდა. 1964-მდე ჯვარი ჯერ კიდევ იდგა. ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ ფოტოსურათი. ჯვარი და მოჩუქურთმებული ქვედა ნაწილი VIII-IX საუკუნეებს მიეკუთვნება. კვარცხლბეკის წარწერა XIII-XIV საუკუნეებით თარიღდება. ამამლოს მახლობლად დგას შუა საუკუნეების მოხატული ეკლესია.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

 





 


 

ამამლო (დმანისის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ამამლო //საქართველო: ენციკლოპედია. - თბ., 1997. - გვ.117-118. - სოფ.ამამლოს XII საუკუნის ერთნავიანი ეკლესიის აღწერილობა.

2. ამამლოს ეკლესია//ჟღერს ქვის ჰარმონია, ტ.13, გვ 45-47, გამ. ციცინათელა, თბ., 2006 წ.

3. ამამლო // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.1 , გვ. 348, თბილისი, 1975