topmenu

 

იდლეთი - მის შესახებ სტატიები
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

იდლეთის ეკლესია (კასპის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ვირსალაძე თ. იდლეთის ნათლისმცემლის ეკლესიის მხატვრული ფრაგმენტები // ქართული ხელოვნება. - 1950.- N3.- გვ.11-13. - იდლეთის ეკლესიაში შემორჩენილი ფრესკული მხატვრობის მცირე ფრაგმენტების განხილვა, მოხატულობის სქემისა და შესრულების თარიღის დადგენა.

2. იდლეთი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.V. - თბ., 1990. - გვ.165-166. - სოფ.იდლეთის იოანე ნათლისმცემლის (თარიღდება VI საუკუნით, ნაგებია ქვიშაქვის დიდი ლოდებით, შემორჩენილია შელესილობისა და XII საუკუნის მოხატულობის დაზიანებული ფრაგმენტები), კვირაცხოვლისა (თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით, სამშენებლო მასალად გამოყენებულია რიყის ქვა, შემორჩენილია რელიეფური ქვაჯვარი)და მიქელ-გაბრიელის (დარბაზული ტიპის, გვიანდელი ფეოდალური ხანის, ნატეხი ქვით ნაგები)სახელობის ეკლესიების ხუროთმოძღვრული დახასიათება, მხატვრული ფორმების ანალიზი. ტექტს დართული აქვს კვირაცხოვლის ეკლესიის ფოტო.

3. იდლეთი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. - ტ.V. - თბ.,1980. - გვ.79. - სოფ.იდლეთში შემორჩენილი VI საუკუნის ძეგლის-იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის მოკლე დახასიათება.

4. მაკალათია ს. კავთურას ხეობა. - 1960. - გვ.14-15. - იდლეთის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის, კავთის წმინდა გიორგის სახელობის (ონოფრიანთ ეკლესია),სოფ. თვალადის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია (როსტომ მეფის საყდარი) და ექვსსართულიანი კოშკის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება.

5. მაკალათია ს. ქართული ძეგლის სტრუქტურა. - თბ., 1983.- გვ.30-32 ძეგლის გეგმის, შიდა სივრცისა და გარე მოცულობის ანალიზი.

6. ცინცაძე ვ. იდლეთის ნათლისმცემლის ეკლესია //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა XXII სამეცნიერო სესია 1946 წლის 30 და 31 მაისი. მუშაობის გეგმა და მოხსენებათა თეზისები. - თბ., 1946. - გვ.5-6. - ტაძრის ხუროთმოძღვრული და მხატვრული ანალიზი, შედარება ამ ეპოქის სხვა ძეგლებთან, ტაძრის აგების თარიღი. ტექსტს დართული აქვს ეკლესიის ფოტო

7. ცინცაძე ვ. იდლეთის ნათლისმცემლის გუმბათოვანი ეკლესია // ქართული ხელოვნება. - 1950. - N3. - გვ.1-10. - ძეგლის გეოგრაფიული მდებარეობის დახასიათება, ხუროთმოძღვრული ანალიზი, აგების თარიღი.

8. იდლეთი // საქართველოს სასულიერო საგანძური. წიგნი I. - თბ., 2005. - გვ.34-35. - იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის მოკლე დახასიათება. ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე. დართული აქვს ტაძრის ფოტოები.

9. იდლეთის "ნათლისმცემელი" //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974.- გვ.101. - სოფ.იდლეთის "თავისუფალი ჯვრის" ტიპის ეკლესიის არქიტექტურული აღწერილობა. ტექსტს დართული აქვს ძეგლის განაკვეთი ვ.ცინცაძის ანაზომის მიხედვით.

10. იდლეთის ეკლესია //მოსულიშვილი ჰ. ქართული ძეგლის სტრუქტურა: IV - XII სს. გუმბათოვანი არქიტექტურა. - თბ., 1983. - გვ. 29-30; 132. - ძეგლის კომპოზიციური სტრუქტურის ფორმირების კანონზომიერებათა შესახებ. მოცემულია ეკლესიის გეგმის, შიდა სივრცისა და გარე მოცულობის სქემატური ჩანახატი (ანაზომები: ვ.ცინცაძე).

11. იდლეთის ნათლისმცემლის ეკლესია // „ჟღერს ქვის  ჰარმონია“ - ტ.14, საკითხავნი ყმაწვილთათვის, „ციცინათელა“, თბილისი, 2007, გვ.93-97