topmenu

 

იდლეთი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<ეკლესია მონასტრები//კასპის რაიონის ძეგლები>>>

ლ. გაბელიას ფოტო

იდლეთი - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში, (კავთისხევის საკრებულო). მდინარე კავთურის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 680 მეტრი, კასპიდან 10 კილომეტრი. სოფელი იდლეთი ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII საუკუნეში.

სოფელში დგას რამდენიმე ეკლესია:

  • იოანე ნათლისმცემლის ეკლესია (VI საუკუნის)
  • კვირაცხოვლის ეკლესია (გვიანდელი ფეოდ. ხანა)
  • მიქელ - გაბრიელის ეკლესია (გვ. ფეოდალური  ხანის)

მათ შორის განსაკუთრებით საყურადღებოა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, რომელიც "თავისუფალი ჯვრის ტიპის" ნაგებობათა ჯგუფს მიეკუთვნება, მსგავსად სამწევრისისა. შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები.

 

 

 

***********************************************************************************

იდლეთი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.V. - თბ., 1990. - გვ.165-166.

იდლეთის ნათლისმცემლის ეკლესია, არქიტექტურულ მონუმენტური ხელოვნების ძეგლი, დგას სოფლის განაპირას, აღმოსავლეთით გავაკებულ ფერდობზე. თარიღდება VI საუკუნის I ნახევრით. ეკლესია ჯვარ - გუმბათოვანია (7,5X7 მ.), ნაგებია ქვიშაქვის დიდი ლოდებით. ნაგებობის გეგმა თანაბარმკლავიან ჯვარს წარმოადგენს. შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთ მკლავში ნახევარწრიული აფსიდია.... <<ტექსტი სრულად აქ <<

***********************************************************************************

იდლეთი // საქართველოს სულიერი საგანძური, წიგნი  I, გამომცემლობა "ხელოვნება", თბილისი, 2005 წ., გვ.34
VI საუკუნის ქართული ხურომოძღვრების ძეგლი - იოანე ნათლსიმცემლის ეკლესია მდებარეობს კასპის რაიონში, სოფელ იდლეთის განაპირას. გეგმით თავისუფალი ჯვრის ტიპის შენობის კედლები ნაგებია სხვადასხვა ზომის ტლანქად დამუშავებული ქვით....<< ტექსტი სრულად აქ <<

***********************************************************************************
იდლეთი - "ჟღერს ქვის ჰარმონია", ტ.14.  " ციცინათელა", თბილისი, 2007 წ., გვ.93 – 97
იდლეთის ნათლისმცემლის ეკლესია. სოფელის იდლეთი კასპის რაიონში, მდინარე კავთურის მარჯვენა მხარეს, კასპიდან 10 კმ-ზე, კავთისხევიდან 5 კმ.-ზე, ზღვის დონიდან 680 მ-ზე მდებარეობს. სოფლის განაპირას დგას VI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - იოანე ნათლისმცემლის ეკლესია. ეკლესია მოცულობით მცირეა .... << ტექსტი სრულად აქ <<
***********************************************************************************
იდლეთის "ნათლისმცემელი" - ბერიძე ვ. //ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.101.
სოფ.იდლეთი ქართლის შუაგულშია, კასპის რაიონში, მდ.კავთურის ნაპირას. პატარა ეკლესია სოფლის განაპირას დგას. ესეც ერთი ადრინდელი ნიმუშთაგანია ქართული გუმბათოვანი არქიტექტურისა....<<ტექსტი სრულად აქ...<<