topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ლეგენდა წმინდა მაქსიმე აღმსარებლზე

<უკან დაბრუნება

Free Image Hosting at www.ImageShack.us

ლეგენდა  წმინდა მაქსიმე აღმსარებლზე

ნატო დავითაშვილი

კონსტანტინე მესამეს მიერ სამშობლოდან დევნილმა მარჯვენამოკვეთილმა და ენაწაჭრილმა წმინდანმა მაქსიმე აღმსარებელმა (VII ს) გაიარა ეგრისი, ლაზიკა და ბინა საქართველოში, კერძოდ ლეჩხუმში, სოფ.დეხვირში, დაიდო. თურმე დიდი ცაცხვის ღრუში ცხოვრობდა წმინდანი. რამდენიმე ლეგენდა არსებობს მის შესახებ, ყველა ლეგენდა ღვთაებრივ სამოსელში წარმოგვიდგენს მას - იგი ამინდის გამგებელია და ხალხის დამრიგებელ-მოძღვარი. განსაკუთრებით მფარველობს ჭირნახულს. წმნინდანი განსაკუთრებით კრძალავდა ნათესებსა და ყანებში საქონლის ძოვებას და სათიბების გაფუჭებას. სოფელ დეხვირში ცხოვრობდა ერთი კაცი გვარად ჭაბუკიანი (ქარეიშვილი). ერთობ ავი ზნისა და მეზობლებთან დიდი მაჩხუბარი. ერთი ცუდი ჩვევა ჰქონია, რომ დაღამდებოდა, საქონელს სხვის ყანაში ჩადენიდა საბალახოდ, წმინდა მაქსიმე კი გამორეკავდა ხოლმე და დაამწყვევდა საჩიხეში. ჭაბუკიანს დილას მშიერ საქონელი რომ ხვდებოდა, ძალიან ბრაზობდა. წმ.მაქსიმე სხვაგვარადაც ცდილობდა მის დასჯას. კალოობისას ნისლად ჩადგებოდა მის ყანაში და უცვარავდა. ისიც პურს ვეღარ ლეწავდა. ერთ ღამესაც ჭაბუკიანმა კვლავ გადენა საქონელი სხვის ყანაში და თოფით დაუდარაჯდა უხილავ მტერს. მაქსიმემ კვლავ გამორეკა ყანიდან საქონელი.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

ჭაბუკიანს გული მოუვიდა და შეჰყვირა: ვინ შვება ამასო. წმ.მაქსიმე ნისლიდან გამოელაპარაკა და ურჩია წაეყვანა სხვისი ყანიდან საქონელი. ჭაბუკიანმა ნისლს თოფი ესროლა. გასროლისთანავე ნისლი გადაიყარა და ჭაბუკიანი მიხვდა, რომ წმინდა ადამიანი მოეკლა და მისი ცხედრის გადამალვა განიზრახა. ისეთ ადგილას გაუთხარა სამარე, სადაც ვერავინ ნახავდა, მაგრამ მიწამ არ მიიღო ცხედარი. მაშინ სხვა ადგილას გათხარა საფლავი, მაგრამ წმ.მაქსიმემ მაინც არ ინება მიწაში გაჩერება და ცხედარი მაღლა ამოდიოდა. მაშინ ჭაბუკიანმა სოფელ ცხეთის ეკლესიასთან მიიყვანა. ერთ ქალს ჩვენება ჰქონდა, მას გამოეცხადა წმ. მაქსიმე და უთხრა: მოეყვანათ  უხედარი და დაუწმენდელი ხარები, მარხილში შეებათ და ზედ მისი ცხედარი დაესვენებინათ, სადაც ხარები გაჩერდებოდნენ, იქ დაესაფლავებინათ. ხარები კი დაეკლათ, მოეხარშათ და ხორცი ხალხისთვის დაერიგებინათ. თანაც მოსახარშად ცეცხლისთვის მხოლოდ მარხილი გამოეყენებინათ. ასეც მოიქცნენ. მარხილი სოფ. მურში გაჩერდა. სადაც ახლა ეკლესიაა. მას შემდეგ ჩაეყარა ტრადიცია მურობის აღნიშვნას. დღესასწაული გალობით იწყება ”წმ.მაქსიმე შეგვეწიე...” გალობას ორი გუნდი ასრულებს და დამწყები აუცილებლად ქარეიშვილების გვარიდან უნდა იყოს. წმ.მაქსიმე აღმსარებლის საფლავი დღესაც მდებარეობს მურის ციხესთან. წმ.მაქსიმე აღმსარებლის მონასტერში აგებული ეკლესიის მცირე სატრაპეზოს ქვეშ.

ფოტოების წყარო:

http://www.st-maximus.org/clb.html