topmenu

 

აკვანება

<უკან დაბრუნება... (ბოლნისის რაიონის ძეგლები)...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

აკვანება - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.1. - თბ., 1975. - გვ.248.

აკვანება - VI - VII  სს. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ქვემო ქართლში, ბოლნისის რაიონში; დარბაზული ეკლესია, რასაც სამხრეთიდან ეგვტერი აქვს მიშენებული. ნაგებია თლილი ქვის ზუსტი წყობით შემკულია რელიეფებითა და ჩუქურთმებით. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია. აკვანებას სახელი სავარაუდოდ დაკავშირებულია ძველ ტრადიციასთან - უშვილო ქალები ეკლესიას აკვანს სწირავდნენ ხოლმე.

 

 

 

***********************************************************************************

აკაურთა, აკვანება - ბერიძე  ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.96-97.

ეს ადრინდელი ფეოდალური ხანის ერთნავიანი ეკლესიების ნიმუშებია. ორივე ბოლნისის რაიონში მდებარეობს...აკვანება აკაურთას სულ სამიოდე კმ-ით შორავს - ბოლნის-დმანისის გზის პირას დგას დაახლოებით მეხუთე კილომეტრთან. იგი აკაურთაზე ბევრად მცირე ზომისაა, შიგნიდანაც და გარედანაც თლილი ქვის წყობითაა მოპირკეთებული...<<ტექსტი სრულად აქ...<<

***********************************************************************************

თ.საყვარელიძე - მივხედოთ ბოლნისის რაიონის ძეგლებს//ძეგლის მეგობარი,1969, კრ.18., გვ.38-43

უკვე დიდი ხანია ჩვენში ფართო მუშაობაა გაჩაღებული ხუროთმოძღვრული ძეგლების დაცვისა და რესტავრაციის ხაზით. არა ერთ ძეგლს უკვე დაუბრუნდა თავისი პირვანდელი სახე, ბევრიც აღდგენა-გამაგრების პროცესშია...<<ტექსტი სრულად აქ...<<

***********************************************************************************

აკვანებას ეკლესია - ლ.რჩეულიშვილი. ჟღერს ქვის ჰარმონია, ტ.13, გვ.28, თბ., 2006 წ.

VI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ქვემო ქართლში, ბოლნისის რაიონში (ბოლნისის ეპარქია). მდებარეობს ბოლნის დმანისის გზის მე-5 კილომეტრზე, გზიდან დაახლოებით 200 მეტრზე.ძეგლი ძლიერ დაზიანებულია. აფსიდიანი დარბაზული ეკლესია და სამხრეთ მდებარე ასევე აფსიდიანი ეგვტერი გარედან სწორკუთხედშია ჩაწერილი... <<ტექსტი სრულად აქ..<<