topmenu

 

არმაზი - ქსნისა

ქსნის არმაზის წმიდა გიორგის ეკლესია ისტორიული ქსნის ხეობაში, სოფელ არმაზის მახლობლად მდებარეობს. ქართული ხუროთმოძღვრების გარდამავალი ეპოქის (VII - X საუკუნის I ნახ.)

ეს ღირშესანიშნავი ნიმუში აგებულია 864 წელს, ქსნის არმაზი, წირქოლის ეკლესიის მსგავსად, უჩვეულო კომპოზიციისაა. ძირითადი სივრცე გადახურულია ოთხ თავისუფლად მდგომ ბურჯზე დაყრდნობილი გუმბათით, რომელსაც ყელი არ აქვს და გარედან ორფერდა სახურავის ქვეშაა მოქცეული. ეკლესიის კედლები და კამარები ქვაყორისაა, კონქი თაღი, გუმბათი, ბურჯები და სხვა დეტალები კი შირიმისა. არმაზს ამშვენებს IX საუკუნის მოხატულობა, კანკელი და ლაპიდარული წარწერა. არმაზის ეკლესიის კულტურულ - საგანმანათლებლო საქმიანობის მაჩვენებელია ჩვენამდე მოღწეული ქსნის სახარება.

 

 

 

 

*************************************************************************************

არმაზი ქსნის //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.I.- თბ., 1975.- გვ.575. -

არმაზი ქსნისა - ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი; წმიდა გიორგის ეკლესია, ისტორიულ ქსნის ხეობაში, სოფელ არმაზის მახლობლად. აგებულია 864 წელს. ქართული ხუროთმოძღვრების გარდამავალი ეპოქის (VII  ს. – Xს.   I ნახევარი) ღირშესანიშნავი ძეგლი...<< ტექსტი სრულად აქ <<

************************************************************************************

საქართველოს სულიერი საგანძური - წიგნი  I, გამ. "ხელოვნება", თბილისი, 2005 წ.გვ.96

ქსნის არმაზის წმიდა გიორგის ეკლესია ისტორიული ქსნის ხეობაში, სოფელ არმაზის მახლობლად მდებარეობს. ქართული ხუროთმოძღვრების გარდამავალი ეპოქის (VII - X საუკუნის I ნახ.) ეს ღირშესანიშნავი ნიმუში აგებულია 864 წელს...<< ტექსტი სრულად აქ <<

************************************************************************************

ამირანაშვილი შ. ქართული ხელოვნების ისტორია.-თბ.,1981.-გვ.163-164. -

საქართველოში არაბთა ბატონობის დამთავრებისა და საქართველოს სამეფოებად და სამთავროებად დაყოფის შემდეგ, ქართული ხელოვნება ვითარდება გასაოცარი შინაგანი ძლიერებითა და წარმატებით. საქართველოს მთლიანობისათვის ბრძოლის პერიოდში ქართული სახვითი ხელოვნება ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეში თითქმის ერთდროულად, როგორც ეს დასტურდება დათარიღებული ძეგლებით, ვითარდება მზარდი წარმატებით...<< ტექსტი სრულად აქ <<

***********************************************************************************

"ჟღერს ქვის ჰარმონია", ნაკვეთი პირველი, ტ 13. "ციცინათელა", თბილისი, 2006 წ. გვ.74- 75

არმაზი ქსნისა.  - არმაზი სოფელია  ახალგორის რაიონში, მდ.მტკვრის მარცხენა შენაკადის მდ.ლეხურის მარცხენა მხარეს. ახალგორიდან 14 კმ-ზე,. ზღვის დონიდან 1320 მ-ზე., სოფლის სახელწოდება ქართველთა წარმართულ ღვთაებას არმაზს უნდა უკავშირდებოდეს. ამ სოფლის მახლობლად მდ.ლეხურას სათავეში, ისტორიულ შიდა ქართლში მდებარეობს არმაზი ქსნისა, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, წმიდა გიორგის ეკლესია... << ტექსტი სრულად აქ <<

***********************************************************************************

ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.41

წირქოლის ტაძარი VIII საუკუნით თარიღდება მისი ხუროთმოძღვრებისა და მორთულობის ანალიზით. რაიმე წერილობითი საბუთები მისი აშენების შესახებ არ დარჩენილა. სამაგიეროდ მეორე ძეგლს - არმაზს ზედვე აწერია ზუსტი თარიღი 864 წელი. ეს პირველი ქართული ეკლესიაა, რომლის თარიღიც პირდაპირ არის მითითებულა წარწერაში...<<ტექსტი სრულად აქ...<<