topmenu

 

ვანთა - სულიერი საგანძური

<უკან დაბრუნება...<< დაბრუნება მთავარ  გვერდზე

Free Image Hosting at www.ImageShack.us

საქართველოს სულიერი საგანძური - წიგნი  I, გამომცემლობა "ხელოვნება", თბილისი, 2005 წ. გვ.88

ვანთა - სოფელი თელავის მუნიციპალიტეტში. თელავიდან დაშორებულია 11 კილომეტრით, თბილისიდან - 60 კმ-ით. VIII-IX საუკუნეების ვანთის ხუროთმოძღვრების კომპლექსი თელავის რაიონში, გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთით კალთის ძირში, მდინარე ვანთისხევის ნაპირზე, სოფელ ვანთის მახლობლად გორაკზეა გაშენებული. ამ კომპლექსიდან შემორჩენილია ფეოდალთა დიდი სასახლის ნანგრევები და დარბაზული ეკლესია. რიყის ქვით ნაგები ორსართულიანი სასახლის ყოველ სართულზე თითო - თითო დიდი და პატარა დარბაზი ყოფილა. ვიწრო პატარა სარკმლებიანი პირველი სართული დამხმარე და სამეურნეო დანიშნულებას ასრულებდა. სასახლის მეორე სართული კი საცხოვრებელი იყო, რომელიც ნალისებრთაღებიანი, მაღალი და ფართო სარკმლებით ნათდებოდა. გარედან შენობას მიშენებული ჰქონდა ფართო ასასვლელი კიბე, სართულშუა გადახურვა ხის კოჭებს ეყრდნობოდა.