topmenu

 

ვანთა
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<ეკლესია მონასტრები//თელავის რაიონის ძეგლები>>>

ვანთა //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. - ტ.IV. - თბ., 1979. -  გვ. 291.

ვანთა - სოფელი თელავის რაიონში, (აკურის სოფსაბჭო), გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთით კალთის ძირას, მდინარე ვანთისხევის ნაპირზე, ზღვის დონიდან 600მ., თელავიდან 13 კმ, წინანდლიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 4 კმ.... ვანთა წყაროებში პირველად XIV საუკუნიდან იხსენიება, თუმცა უკვე ადრინდელ ფეოდალურ ხანაში აქ დიდი დასახლება ყოფილა. სოფლის მახლობლად მაღალ გორკაზე გაშენებული იყო VIII-IX საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი. შემორჩენილია ფეოდალის დიდი სასახლის ნანგრევები, დარბაზული ეკლესია, იქვე ახლოს აბანოსა და სხვადასხვა დანიშნულების გვიანდელ ნაგებობათა ნაშთია. რიყის ქვით ნაგები ორსართულიანი სასახლის ყოველ სართულზე თითო - თითო დიდი და პატარა დარბაზი ყოფილა. ვიწრო პატარა სარკმლებიანი პირველი სართული დამხმარე და სამეურნეო დანიშნულებას ასრულებდა (შემორჩენილია დიდი ბუხარი). მეორე სართული საცხოვრებელი იყო. ნათდებოდა ნალისებრთაღებიანი, მაღალი და ფართო სარკმლებით. ასასვლელად შენობას გარედან მიშენებული ჰქონდა ფართო კიბე, სართულშუა გადახურვა ხის კოჭებს ეყრდნობოდა. ვანის სასახლე ადრინდელი ფეოდალური ხანის საერო ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლია.

დ. მუსხელიშვილი., პ. ზაქარაია.

 





***********************************************************************************

ვანთა//საქართველოს სულიერი საგანძური - წიგნი  I, გამ. „ხელოვნება“, თბილისი, 2005 წ. გვ.88

ვანთა - სოფელი თელავის მუნიციპალიტეტში. თელავიდან დაშორებულია 11 კილომეტრით, თბილისიდან - 60  კმ-ით. VIII-IX საუკუნეების ვანთის ხუროთმოძღვრების კომპლექსი თელავის რაიონში, გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთით კალთის ძირში, მდინარე ვანთისხევის ნაპირზე, სოფელ ვანთის მახლობლად გორაკზეა გაშენებული. ....<<ტექსტი სრულად აქ <<

************************************************************************************

ვანთის სასახლე // ჟღერს ქვის ჰარმონია, ნაკვეთი მესამე, საკითხავნი ყმაწვილთათვის, ტ.14, გამ. "ციცინათელა", თბილისი 2007 წ., გვ.14-15 -

ვანთა სოფელია თელავის რაიონში. მდებარეობს მდ. ვანთისხევის (ალაზნის მარჯვენა შენაკადი) ნაპირზე, ზღვია დონიდან 600 მ-ზე, თელავიდან 13 კმ-ზე, წინანდლიდან 4 კმ-ზე. სოფლის მახლობლად მაღალ გორაკზე აშენებული იყო VIII-IX სს-ის ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი. შემორჩენილია ფეოდალის დიდი სასახლის ნანგრევები, დარბაზული ეკლესია, იქვე ახლოს აბანოსა და სხვადასხვა დანიშნულების გვიანდელ ნაგებობათა ნაშთები...<< ტექსტი სრულად აქ ....<<