topmenu

 

ტაბაკინი

Free Image Hosting at www.ImageShack.us

ტაბაკინი - სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, კლდეეთის საკრებულო. მდებარეობს მდინარე აჯამურის (ყვირილის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 380 მეტრი, ზესტაფონიდან 7 კილომეტრი.  სოფელში დგას ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ტაბაკინის მონასტერი.

ტაბაკინის წმინდა გიორგის მონასტერი — მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, ზემო იმერეთის ლამაზ ხეობაში, ქ. ზესტაფონიდან 7-8 კილომეტრის დაშორებით. VII-VIII საუკუნეების ტაბაკინის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტერი გამოირჩევა არქიტექტურით, XVI საუკუნის მოხატულობით და მდიდარი ისტორიით.

მონასტერს, სადაც ერთ დროს 70 ბერი აღავლენდა წირვა-ლოცვას, ქვეყნის ისტორიაში დიდი წვლილი მიუძღვის. აქ გაატარა ბავშვობის გარკვეული პერიოდი XIX საუკუნის გამოჩენილმა მოღვაწემ, სოლომონ II-ის (იმერეთის მეფე) მოძღვარმა წმ. ილარიონ ქართველმა. კომუნისტური ათეიზმის პერიოდში მონასტერი გაპარტახდა.

ძველ ნაწილში შედის VII-VIII საუკუნეების ორნავიანი ტაძარი, კრიპტითა და მინაშენით, რომელსაც XI საუკუნის, შემდგომ კი XVI საუკუნის აღდგენის კვალი ემჩნევა. XVI საუკუნის 20-იან წლებში დანგრეული მონასტერი განაახლა და ტაძარი მოახატვინა ქუთათელმა ეპისკოპოსმა გერასიმე ჩხეტიძემ.. ეკლესიაში შემონახულია ქტიტორის - იმერეთის მეფე ბაგრატ III-ის (1510-1565) გამოსახულება; მასთან ახლოს დგას უფრო გვიანი პერიოდის სამრეკლო.

XX საუკუნეში, კომუნისტური ათეიზმის პერიოდში, ტაძარი და მოხატულობა დაზიანდა. 1980-1986 წლებში ტაძარი გადაიხურა და ჩაუტარდა რესტავრაცია.

ახალი ნაწილი - XX საუკუნის 90-იან წლებში აიგო ბერების საცხოვრებელი სახლი ეზოთი, ამ ეზოში 2000 წელს აიგო თორმეტი მოციქულის სახელობის ერთნავიანი ტაძარი და მოიხატა.

XX საუკუნის 90-იან წლებში ტაბაკინში აღდგა სამონასტრო ცხოვრება; აქ მოღვაწე ბერების შრომით სამონასტრო კომპლექსს თორმეტი მოციქულის სახელობის ტაძარი (2000 წ.) შეემატა, გამოსაცემად მომზადდა მრავალი წიგნი.

ამ მონასტერში დაბინავდა ბერი იაკობი (ჭოხონელიძე); მისი თაოსნობით, მრევლის და გულისხმიერი ადამიანების შეწევნით აიგო სენაკები ბერებისათვის, მოხდა მონასტრის წყლითა და ელექტროენერგიით მომარაგება. საძმო თანდათან გაიზარდა, მამა იაკობს გვერდში ამოუდგნენ მღვდელ-მონაზვნები ვარაქიელი და მათე; ბოლო წლებში ისინი სხვა მონასტრებში გადაიყვანეს სამოღვაწეოდ.

მონასტერში მრავალი ახალგაზრდა აღიზარდა მაცხოვნებელი სწავლებითა და აქაურ მოძღვართა რჩევა-დარიგებებით.

დღეს მონასტერში მოღვაწეობს წინამძღვარი იღუმენი იაკობი (ჭოხონელიძე), ბერი პავლე (მაჩიტაძე), მორჩილები: მამუკა კიკნაველიძე, გიორგი ბერაძე, ალექსანდრე ბუსკივაძე და ილია ფორჩხიძე.

http://ka.wikipedia.org/wiki/ტაბაკინი_(ძეგლი)

 

 

 

 

 

************************************************************************************

ბოჭორიძე გ. იმერეთის ისტორიული ძეგლები.-თბ.,1995.-გვ.163-169. -
ტაბაკინის მონასტერი დგას სოფლის სამხრეთით, 1,5 ვერსის დაშორებით, აჯამურის პირას, პატარა გორაკზე. ტაბაკინის  მონასტრის წმ. გიორგის ეკლესია, ორნავიანი ბაზილიკაა, რომელაც სამხრეთით აქვს სამწირველო, სიგრძით არის 17 არშინი, სიგანით ორი ნავი 11,5 არშინი სამწიტველოთივე 16 არშინი; მთავარ ნავს ქვეშ არის საძვალე (აკლდამა), რომელსაც შესავალი აქვს აღმოსავლეთის მხრივ. სამწირველო (?) ორგანიულად დაკავშირებული არის მთავარ ნავთან, იგი (სამწირველო) შეკეთებულია შემდეგ ხანში, მისი სამხრეთი კედლის გარეთა პირი ახლად ამოუშენებიათ, ალბათ ამავე დროს ამოაგეს მისი დასავლეთი კარი..... << ტექსტი სრულად აქ <<

 

***********************************************************************************

ტაბაკინი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.-IX. -თბ., 1985. -გვ.633.
ტაბაკინი - სოფელი ზესტაფონის რაიონში, (კლდეეთის სოფსაბჭო),  მდინარე აჯამურის (ყვირილის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 380 მეტრი, ზესტაფონიდან 7 კილომეტრი.....
<< ტექსტი სრულად აქ ... <<

 

**************************************************************************************

გაფრინდაშვილი გ. ჩუბინაშვილი ნ. ძლევის წმინდა გიორგის მონასტერი სოფ. ტაბაკინში //ძეგლის მეგობარი.-1969.-კრ.18.-გვ. 28-33
ტაბაკინის ეკლესია ორიგინალურად  გადაწყვეტილი ძეგლია. ეკლესია დარბაზულია, მაგრმა თაღებით გახსნილია ჩრდილოეთ ნავში. ამასთანავე აქვს   ჩრდილო-აღმსოავლეთის სადგომი და დამოუკიდებელი სამხრეთ სტოა. საინტერესოა აღვნიშნოთ კიდევ სხვა  თავისებურებანი....<< ტექსტი სრულად აქ <<