topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

უბისი-საქართველოს სულიერი საგანძური
There are no translations available.

< უკან დაბრუნება...<< დაბრუნება მთავარ  გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

უბისი - საქართველოს სულიერი საგანძური - წიგნი  I, გამომცემლობა „ხელოვნება“, თბილისი, 2005 წ., გვ. 89 - 95

უბისი - სოფელ უბისის განაპირას, მდინარე ძირულის ნაპირზე მდებარეობს შუა საუკუნეების ძველი სამონასტრო კომპლექსი წმიდა გიორგის ეკლესია (IX ს.). მისი დაარსება გრიგოლ ხანძთელის სახელთანაა დაკავშირებული. ოთხსართულიანი კოშკი - მესვეტის სამყოფელი (1141 წ.) ძველი გალავნის ნაშთი (XII ს.), გვიანდელი მინაშენები (XVI ს.), სამრეკლო და სხვადასხვა სამეურნეო ნაგებობა. ეკლესია და „სვეტი“ (კოშკი) ნაგებია მოყვითალო ფერის ნასვრეტებიანი შირიმის ქვით. ფასადებს თითქმის არ აქვს ორნამენტული დეკორი. უბისი განსაკუთრებით ცნობილია  ფრესკებით, რომლებიც XIV საუკუნეში მოუხატავთ. ანსამბლის უმთავრესი ღირშესანიშნაობაა ეკლესიის მოხატულობა, რომელიც შესრულებულია (წარწერის მიხედვით) დამიანეს თაოსნობით - „ხელითა დამიანეს გაზრდილისა გერასიმესისა“. აშკარად შეინიშნება მხატვრის მანერისა და ბიზანტიური ფერწერის თავისებურებები. შეიმჩნევა სხვა ოსტატის ხელიც. მოხატულობა, რომელიც მთლიანად ფარავს კამარას, კედლებს, პილასტრებს და თითწმის იატაკამდე ჩამოდის, საკმაოდ კარგადაა დაცული. იგი,ერთის მხრივ, აგრძელებს ქართული მონუმენტური მხატვრობის ტრადიციებს (კოლორიტი, ზოგიერთი იკონოგრაფიული დეტალი), მეორეს მხრივ კი, პალეოლოგოსთა ხელოვნების ძეგლებთანაც ავლენს მჭიდრო კავშირს. უბისის ეკლესიაში თაღისა და კედლების უმეტესი ფართობი ფერწერას უკავია, რაც ქართული კედლის მხატვრობის ტრადიციებიდან გამომდინარეობს. უბისის მოხატულობა ჰგავს სორის ეკლესიის მოხატულობას რაჭაში.