topmenu

 

უბისა - მის შესახებ სტატიები

< უკან დაბრუნება

 

უბისის ტაძარი (ხარაგაულის რ-ნი) ბიბლიოგრაფია:

1. აბაშიძე ქ. უბისის ტაძარი //ლენინის დროშით (ორჯონიკიძე).-1966.-28 მაისი. - სოფელ უბისის წმ. გიორგის სახ. ტაძრისა და სამსართულიანი კოშკის აღწერილობა.

2. ამირანაშვილი შ. უბისი. მასალები ქართული კედლის მხატვრობის ისტორიისათვის.-თბ.,1930. - ტაძრის მხატვრობის ალბომი. ერთვის განმარტებითი ტექსტი - მოხატულობის ვრცელი აღწერილობა ისტორიულ-მხატვრული და იკონოგრაფიული ანალიზით.

3. ამირანაშვილი შ. ქართველი მხატვარი დამიანე.- თბ.,1974. - ზემო იმერეთის სოფელ უბისის ძველი დარბაზული ეკლესიის მოხატულობის თავისებურება. წარმოდგენილია 64 ფერადი ილუსტრაცია და ტექსტი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. აღნიშნულია, რომ მხატვარი ეროვნულ ტრადიციებს ეყრდნობა და შორს დგას ბიზანტიური სკოლისაგან.

4. ბერიძე ვ. გერასიმე და არა დამიანე. აუცილებელი შესწორება //ლიტერატურული საქართველო.-1979.-14 სექტემბერი. - ავტორის მოსაზრება თაღზე მოთავსებული წარწერის არასწორი წაკითხვის გამო.

5. ლორთქიფანიძე ი. უბისი //ფრესკა.-1976.-N8.-გვ.16-20. - უბისის წმინდა გიორგის ტაძრის აღწერილობა და მხატვრობის განსაკუთრებული ეროვნული ხასიათის წარმოჩენა.

6. სახვაძე ბ. გარდასულ დღეთა უტყვი მოწმე //ლენინის დროშით (ორჯონიკიძე).-1968.- 28 სექტემბერი. - უბისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრისა და მის პირდაპირ, მდინარე ძირულასთან, გორაკზე აღმართულ ციხის ნანგრევების აღწერილობა.

7. შმერლინგი რ. უბისის ტაძრის დათარიღების საკითხისათვის //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე.ტ.XVI.-N2.-გვ.169-174. - უბისის ტაძრის არქიტექტურის თავისებურებათა და დეპოზიტარული ელემენტების ანალიზი. წარმოდგენილია შ.ამირანაშვილის მოსაზრება ამასთან დაკავშირებით.

8. ჩხეიძე გ. უბისს ავაგე საყდარი //დროშა.- 1970.- N8.-გვ.6. - უბისის ტაძრის მხატვრული აღწერა და ცნობები ძეგლის რესტავრაციის შესახებ.

9. ცინცაძე ვ. უბისის სვეტი //ძეგლის მეგობარი. - 1969. - N18. - გვ. 34 - 37. - ოთხსართულიანი ნაგებობა - უბისის "სვეტის" ხუროთმოძღვრულ-ისტორიული დახასიათება და შენობის დანიშნულების განსაზღვრა.

10. დასავლეთი საქართველო //ბერიძე ვ. XVI-XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება. - თბ., 1994. - გვ. 167-178. - უბისის ძველ ეკლესიაზე, აბაშიძეთა მიერ აგებული-ევსტრატი აბაშიძისა და მისის მეუღლის, ნარიობის - საძვალის აღწერილობა. ტექსტს ერთვის ფოტომასალა (ტაბ.241-242.

11. უბისი //საქართველოს სულიერი საგანძური. წ . I. - თბ., 2005. - გვ. 89 - 95. - წმ. გიორგის სახ. ეკლესიის (IX ს.) მხატვრობის განსაკუთრებული მანერის შესახებ. მოხსენიებულია მხატვარი დამიანე,მისი მოწაფე გერასიმე. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. დართულია ფრესკული ფერწერის ნიმუშების ფოტოები.

12. უბისის ეკლესია //საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო პროგრამა.-თბ.,2004-2005.-გვ.76-79. - ეკლესიის მოხატულობის ტექნიკური კვლევა, საკონსერვაციო პროექტის შემუშავება და ჩატარებული სამუშაოების შედეგები. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. ახლავს უბისის საერთო ხედისა და მოხატულობის ფრაგმენტების ფოტოები.

13. უბისი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.X. - თბ., 1986. - გვ.97. - სამონასტრო კომპლექსის ნაშთის: წმ.გიორგის სახელობის ეკლესიის, ოთხსართულიანი კოშკის, გალავნისა და სამრეკლოს მოკლე ხუროთმოძღვრულ-მხატვრული აღწერილობა.

14. მარგვეთისა და უბისის ეპარქია: უბისის წმ.გიორგის მონასტერი (მამათა) //გუნია ირ. საქართველოს მონასტრები:ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ.,2005.-გვ.55-56. - ტაძრის აგების ისტორია, ამგებთა ვინაობა, სამონასტრო ცხოვრების აღდგენა - ზოგადი მიმოხილვა. მოხსენიებულნი არიან; აფხაზეთის მეფე დემეტრე (IX ს.), ევსტაფი აბაშიძე და მისი მეუღლე ნარიობი, ტაძრის მომხატავი დამიანე (XIV ს.); მარგველი მიტროპოლიტი კონსტანტინე (მელიქიძე), დეკანოზი ვახტანგ ქსეულიძე, მღვდელმონაზონი მათე (ბუაჩიძე).

15. გვიანფეოდალური ხანის ხელოვნება: უბისის ტაძარი //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. - გვ.134. - ტაძრის კედლის მხატვრობის ანალიზი. მოხსენიებულია მხატვარი დამიანე.

16. რჩეულიშვილი ლ., ცინცაძე ვ. სვეტი უბისსა და მარტვილში. უბისის სვეტი //რჩეულიშვილი ლ. ქართული ხელოვნების ნარკვევები.-თბ.,1994.-გვ.176-192. - უბისის სამონასტრო კომპლექსის აღმოსავლეთ ნაწილში აღმართული სვეტის ვრცელი არქიტექტურული აღწერილობა.

17. უბისი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.-თბ.,1974.-გვ.167. - მშენებლობის მოკლე ისტორია, კომპლექსში შემავალ საკულტო და საერო ნაგებობათა ჩამონათვალი. უბისა, როგორც მონუმენტური მხატვრობის ნიმუში. ტექსტს ახლავს ფოტო (ტაბ.187).

18. უბისა, წმ. გიორგის ეკლესია //ქართული ლაპიდარული წარწერების კორპუსი.II.: დასავლეთ საქართველოს წარწერები.ნაკვ.I (IX-XIII). - თბ., 1980.- გვ. 28-30; გვ.140-141; გვ.148-149; გვ.172-173. - წმ.გიორგის სახ. ეკლესიის სტეფანეს სააღაპე წარწერის (სურ.1), მავრიკის (სურ.2) და სამოელის წარწერების(სურ.3) აღწერილობა, მათი შესრულების თარიღის განსაზღვრა ეკლესიის ხუროთმოძღვრული ფორმების მხატვრულ-სტილისტური ანალიზის საფუძველზე. მოხსენიებულნი არიან: შ.ამირანაშვილი, რ.შმერლინგი.

19. უბისა //ვეფხვაძე ი. ხარაგაული.-ქუთაისი, 2002.-გვ.119-121. - სამონასტრო კომპლექსის შესახებ არსებული სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა. მოხსენიებულნი არიან: გრიგოლ ხანძთელი; ს.გორგაძე, ექვ.თაყაიშვილი, შ.ამირანაშვილი, ვ.ბერიძე. ტექსტს დართული აქვს ძეგლის ფოტო.

20. საოცარი ტაძარი //დონ კრისტოფორო დე კასტელი ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ. - თბ., 1976. - გვ.177. - მოკლე ცნობა ტაძრის შესახებ.