| There are no translations available. 
 ალვანი, ალონი, ქართული საისტორიო წყაროების მიხედვით - ველი კახეთში (ახლანდელი ახმეტის რაიონში). XVI საუკუნის შუა წლებში კახეთის მეფე ლევანმა ალვანის ველი თუშებს უწყალობა საზამთრო საძოვრებად. თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის მიერ თუშებისათვის 1757 ნაბოძები სიგელიდან ირკვევა, რომ იმხანად ველს მხოლოდ საძოვრებად იყენებდნენ. თუშების მუდმივ საცხოვრებელ ადგილად იგი XIX საუკუნის დასაწყისიდან გადაიქცა. იმ დროს გაჩნდა სოფ. ალვანიც  -  - ახლანდელი ზემო ალვანი  და     ქვემო ალვანი.   ზემო ალვანი - სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ვაკეზე, მდინარე ალაზნის მარცხენა მხარეს. საკრებულოს ცენტრი (სოფელი: ხორბალო). ზღვის დონიდან 420 მეტრი, ახმეტიდან 8 კილომეტრი. სოფელში არის კახეთის მეფე ლევანის (1520-1574 წწ.) აგურით ნაშენი სასახლე „ცხრაკარა“. ზემო ალვანის ისტორიული ძეგლებია: 
ბზიანის საყდარი ეფროსის ეკლესია იახსარის ეკლესია კვირაცხოვლის ეკლესიანათლისმცემლის  ეკლესია სამარხი სამების  ეკლესია ღვთაების ეკლესია ღვთისმშობლის ეკლესია ცხრაკარა - სასახლე წმ გიორგის ეკლესია წმ მარიამის ეკლესია     ქვემო ალვანი - სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ვაკეზე, მდინარე ალაზნის მარცხენა მხარეს. საკრებულოს ცენტრი (სოფელი:ბაბანეური). ზღვის დონიდან 460 მეტრი, ახმეტიდან 15 კილომეტრი. ქვემო ალვანის ისტორიული ძეგლებია:         |