ალვანი, ალონი, ქართული საისტორიო წყაროების მიხედვით - ველი კახეთში (ახლანდელი ახმეტის რაიონში). XVI საუკუნის შუა წლებში კახეთის მეფე ლევანმა ალვანის ველი თუშებს უწყალობა საზამთრო საძოვრებად. თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის მიერ თუშებისათვის 1757 ნაბოძები სიგელიდან ირკვევა, რომ იმხანად ველს მხოლოდ საძოვრებად იყენებდნენ. თუშების მუდმივ საცხოვრებელ ადგილად იგი XIX საუკუნის დასაწყისიდან გადაიქცა. იმ დროს გაჩნდა სოფ. ალვანიც - - ახლანდელი ზემო ალვანი და ქვემო ალვანი.
ზემო ალვანი - სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ვაკეზე, მდინარე ალაზნის მარცხენა მხარეს. საკრებულოს ცენტრი (სოფელი: ხორბალო). ზღვის დონიდან 420 მეტრი, ახმეტიდან 8 კილომეტრი. სოფელში არის კახეთის მეფე ლევანის (1520-1574 წწ.) აგურით ნაშენი სასახლე „ცხრაკარა“.
ზემო ალვანის ისტორიული ძეგლებია:
- ბზიანის საყდარი
- ეფროსის ეკლესია
- იახსარის ეკლესია
- კვირაცხოვლის ეკლესია
- ნათლისმცემლის ეკლესია
- სამარხი
- სამების ეკლესია
- ღვთაების ეკლესია
- ღვთისმშობლის ეკლესია
- ცხრაკარა - სასახლე
- წმ გიორგის ეკლესია
- წმ მარიამის ეკლესია
ქვემო ალვანი - სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ვაკეზე, მდინარე ალაზნის მარცხენა მხარეს. საკრებულოს ცენტრი (სოფელი:ბაბანეური). ზღვის დონიდან 460 მეტრი, ახმეტიდან 15 კილომეტრი.
ქვემო ალვანის ისტორიული ძეგლებია:
|