topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ალბი - იერდი, ალბიერდი

<უკან დაბრუნება...<<<ეკლესია - მონასტრები //ჩრდ. კავკასია>>>


ალბი - იერდის ეკლესია, (ინგუშეთი) - "ჟღერს ქვის ჰარმონია", ტ.13, "ციცინათელა", თბილისი, 2006, გვ.41-42

იგი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ქრისტიანული ეკლესიაა ინგუშეთში, თარგმის ქვაბულში, მდ.ასის მარცხენა ნაპირზე. ჩვენამდე ეკლესიის ნანგრევებმაღა მოაღწია. გეგმით წაგრძელებული სწორკუთხა ერთნავიანი ნაგებობა ყოფილა. ღრმა, ნალისებრი მოხაზულობის აფსიდი კედლის სიბრტყეშია მოქცეული. აღმოსავლეთით და დასავლეთით მინაშენები ჰქონია: ნაგებია ფიქლითა და კირის ხსნარით. ინტერიერი შელესილია. შესასვლელი სამხრეთიდა და დასავლეთიდან აქვს. სამხრეთ კედლის სარკმელთაგან შემორჩენილია ერთი -  შუა სარკმელი, რომელიც ნალისებრი მოხაზულობის სათურითაა დაგვირგვნებული. სამხრეთ კედლის ფასადზე ამოყვანილია ორი მასიური პილასტრი, მათ ზედა ნასილში გამომწვარი ქართული აგურით გამოყვანილი თაღის საყრდენი ქუსლებია, რომლებიც, როგორც სჩანს, ამ მხარეს არსებული მინაშენის ცილინდრული კამარის თაღების საყრდენები იყო. ეკლესიის ინტერიერში შემორჩნილია მხატვრობის მკრთალი კვალი, გამოირჩება შარავანდის მოხაზულობა და ფიგურების დეტალები. ნახატი შესრულებულია ლურჯი და მოყავისფრო საღებავებით

ი. ქალდანი



ბიბლიოგრაფია:

1. ალბიერ - იერდის ეკლესია // "ჟღერს ქვის ჰარმონია", ნაკვეთი პირველი, ტ.13, "თბ., "ციცინათელა", 2006, გვ.41-42

2. ალბი - იერდი //საქართველო: ენციკლოპედია. - თბ., 1997. - გვ.93-94. - ქართული წარმოშობის ქრისტიანული ეკლესიის აღწერილობა.

ალბი - იერდი. ქართული წარმომავლობის ხუროთმოძღვრების ძეგლი, ქრისტიანული ეკლესია ინგუშეთში, თარგიმის ქვაბულში. მდ.ასის მარცხენა ნაპირზე. ჩვენამდე ეკლესიის ნანგრევებმაღა მოაღწია. გეგმით წაგრძელებული სწორკუთხა ერთნავიანი ნაგებობა ყოფილა. ღრმა ნალისებრი მოხაზულობის აფსიდი კედლის სიბრტყეშია მოქცეული...<<ტექსტი სრულად აქ...<<

******************************************************

3. ქალდანი ა. ხუციშვილი გ. ალბი - ერდი ქრისტიანული ეკლესია ინგუშეთში // საბჭოთა ხელოვნება. - 1983. - N7. - გვ.107-112. -

ვეინახ და ქართველ ხალხებს შორის კულტურულ ურთიერთობას დიდი ხნის ისტორია და ღრმა ფესვები აქვს.1 საქართველოს პოლიტიკური მესვეურნი ხშირად უმოყვრდებოდნენ ჩრდილო კავკასიის მცხოვრებთ, მათ შორის ვეინახებს. ასე მაგალითად, ლეონტი მროველის ცნობით, ქართლის მეფე საურმაგი ერისთავთა შეთქმულებას „ურძუკეთში“ გარიდებია დედის ძმებთან და მათივე დახმარებით დაუმორჩილებია ისინი...<<ტექსტი სრულად აქ...<<

******************************************************

4. ანზორ ქალდანი - ქართული წარმომავლობის ქრისტიანული ძეგლები ინგუშეთში // ჟურნალი „ძეგლის მეგობარი“ №79; 1988 წ.

ქართველ და ვეინახ ხალხებს შორის პოლიტიკური, კულტურული თუ ეკონომიკური ხასიათის ურიერთობანი საკმაოდ ადრიდან იწყება და მას ხანგრძლივი ისტორია გააჩნია.1 განსაკუთრებული, მჭიდრო კავშირი ჩანს VIII-XII სს–ში, როდესაც საქართველოს საერო და საეკლესიო ხელისუფალნი ძალზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ კავკასიონის ჩრდილოეთის კალთებზე მცხოვრებ მთიელთა ქრისტიანიზაციას. ასეთი მიმართულება ნაკარნახევი იყო იმ გარემოებით, რომ ამ დროს მხოლოდ ეს მხარე რჩებოდა მისიონერთა სამოქმედო ასპარეზად, სადაც ჯერ კიდევ არსებობდა პროზელიტების მოპოვების საშუალება, რომელთა ხარჯზე შესაძლებელი და აუცილებელიც იყო მრევლის შევსება...<<ტექსტი სრულად აქ...<<

До исламизации чеченцы находились под влиянием соседней православной Грузии. Оттуда начиная с VIII в. к ним проникает христианство. Христианство наиболее укрепилось в Аргунском ущелье (здесь сохранились развалины храмов, найдены остатки предметов православного культа). В Ассиновском ущелье находятся три древнейших христианских храма - Тхаба-Ерда, Алби-Ерда и Таргимский. Согласно преданиям, схожие храмы были и в других местах горной части Чечни. Самым большой храм - Тхаба-Ерда (его площадь превышает 100 квадратных метров). В храме обнаружены богатые христианские захоронения.

Специалисты датируют этот памятник X веком н.э. Историк М.Б. Мужухоев в своей работе "Проникновение христианства к вайнахам" высказывает предположение, что Тхаба-Ерда был возведен на месте языческого капища, посвященного божеству Тхаба. Это имя по этимологии сопоставимо с древним языческим божеством вайнахов Тхьа. Процесс христианизации чеченцев и ингушей продолжился в период правления грузинской царицы Тамары (1184-1207). В частности, на это указывает появление вблизи от храма Тхаба-Ерда новых церквей, а также многочисленные находки крестов. Грузинско-чеченские связи периода христианизации подтверждены находками на территории Чечено-Ингушетии рукописных псалтырей, в которых использовался грузинский алфавит. Один из них, хранившийся в храме Тхаба-Ерда, был обнаружен в конце XIX в. Другой - был найден в начале XX в. в святилище Маго-Ерда в горной Ингушетии. В период христианизации на территории современной Чечни были сооружены святилища, посвященные местным святым, схожим с известными христианскими. Таков храм Тамышь-Ерда, в честь святого, воплотившего в себе черты святого Георгия. Архитектура этих храмов носит характер христианского зодчества. Период христианизации был в исторической перспективе весьма недолгим. В XIII в. монголы нанесли сокрушительный удар по Грузии - и миссионерская деятельность грузинской церкви прекратилась. Татаро-монгольское нашествие пагубно сказалось на жизни чеченцев - христианские храмы были брошены на произвол судьбы, а существование в горах вернуло чеченцев к дохристианским верованиям.

www.chechnya.ru