There are no translations available.
<უკან დაბრუნება
საჩხერის რაიონის ისტორიული ძეგლები
- აბაშიძეების ეკლესია
- არგვეთის ანტ. ხანის ნამოსახლარი (არქეოლოგ.ძეგლი)
- ბაჯითის სამების ეკლესია (ლაპიდ. წარწ. - მე-11-12 ს)
- გორაძირის სამარხი და ნამოსახლარი (არქეოლოგიური ძეგლი, ანტიკ. ხანის)
- გორისას ეკლესია
- დარყის ეკლესიები (დარყას მთავარანგელოზისა და "ჭაბუკმთის" ბერთეკლესიები)
- დუნთას მთავარანგელოზის და გორიჯვრის ეკლესიები, (ლაპიდ წარწ.), სამარხი (გვ,ბრინჯ)
- ეხვევის ღვთისმშობლის ეკლესია, ეხვევის ეკლესია (ბარელიეფ, მე-11 ს., ლაპიდ წარწ.)
- კარბოულის სამარხები (ელინისტ.ხანის, არქეოლოგიური ძეგლი)
- მახათაურის ეკლესია
- მერჯევის წმ.სამების ეკლესია
- მოდინახეს ციხე, ნასახლარები
- ნაჩერქეზევი (არქეოლოგიური ძეგლი, ძვ.წ. III ათასწლ)
- ორღულის წმ.გიორგის ეკლესია
- პასიეთის გორასამარხი (არქეოლოგიუეი ძეგლი)
- პერევის სამარხი (განძი, გვ.ბრინჯ ხანის, არქეოლოგიური ძეგლი)
- რგანის ეკლესია (ლაპიდ წარწ.)
- საირხის წმ.ნიკოლოზის ეკლესია, საირხეს სამარხი (არქეოლოგიური ძეგლი)
- საჩხერის ეკლესიები (საჩხერის ღვთისმშობლის მიძინების და წმ.ნინოს ეკლესიები)
- სავანის წმ.გიორგის ეკლესია
- სპეთის ეკლესიები (XI ს)
- სხვიტორის მაცხოვრის ამაღლების ეკლესია
- ტბეთის ნაეკლესიარი ბზები
- ქორეთის მაცხოვრის ეკლესია (XI საუკუნე, ლაპიდ წარწ)
- ღვთაების ეკლესია (ზედა მაცხოვარი)
- ჩიხის ეკლესიები - ღვთისმშობლის (მე-12 ს - ლაპიდ. ჩუქურთმ), სამების ეკლესია და ციხე, სამარხი (ანტ.ხანის)
- ცხამის ეკლესია, ცხამის წმ.გიორგის ეკლესია
- ჭალის ეკლესიები (XVI-XVIII საუკუნეების, წმ.გიორგის და დრბოს მთაზე მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ნანგრევები, (ფრესკ, წარწ.)
- ჭორვილის (ჭორვილა) წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია, ციხე (ფრესკის ფრაგმენტები)
- ხახეთის ნაეკლესიარი
- ჯალაბეთის ეკლესია
- ჯალაურთას ეკლესია, სამარხი (ელინისტ ხანის)
- ჯრიის კოშკის ნანგრევი და შვერილაბსიდიანი დარბაზული ტიპის ეკლესია
- ჯრუჭის მონასტერი (სოფელ ცხომარეთთან, XI ს)
საჩხერის არქეოლოგიური ძეგლები - სხვადასხვა დროის არქეოლოგიური ძეგლები ქ.საჩხერის ტერიტორიაზე და მის მიდამოებში. XIX საუკუნის 70-იან წლებში შემთხვევით აღმოჩენებს ყურადღება მიაქცია დ.წერეთელმა. არქეოლოგიური კვლევა ჩატარდა 1910 წელს (ექვთიმე თაყაიშვილი, 1939), 1945-1946 (ბ.კუფტინი), 1955 (ო.ჯაფარიძე), 1957 (ნ.ღამბაშიძე), 1966-1968 (ჯ.ნადირაძე). შესწავლილია ძვ.წ. III ათასწლეულის ძეგლები ადგილ ნაჩერქეზევში. საჩხერის ჩრდილოეთით გათხარეს მოდინახეს ციხე. მნიშვნელოვანი აღმოჩენებია სოფელ საირხეში. სხვადასხვა დროის არქეოლოგიური ძეგლები მიკვლეულია საჩხერის მიდამოებში: დუნთაში და ადგილ ჟალიეთში - გვიანდელი ბრინჯაოს ხანის განძები; სოფელ ჩიხაში - ადრინდელი ანტიკური ხანის ნამოსახლარი; გორაძირში - წინა ანტიკური და ანდრინდელი ანტიკური ხანის სამაროვანი და ნამოსახლარი; სოფლებში ჯალაურთასა და კორბოულში ელინისტური ხანის სამარხები. სოფელ პერევში - გვიანდელი ბრინჯაოს ხანის განძი და ადრინდელი ფეოდალური ხანის რკინის საწარმოო უბნები; სოფელ კალვათაში - რკინის ხანის სამეურნეო იარაღი; სოფელ არგვეთში - ადრინდელი ანტიკური ხანის ნამოსახლარი. აღმოჩენები ადასტურებენ, რომ ძვ.წ. III ათასწლეულიდან საჩხერის "ქვეყანა" მჭიდროდ იყო დასახლებული და კულტურულ - ეკონომიკური კავშირი ჰქონდა აღმოსავლეთსა და დასავლეთის უძველეს ცივილიზაციებთან.
წყარო: საჩხერის არქეოლოგიური ძეგლები
|