topmenu

 

საჩხერის რაიონის ისტორიული ძეგლები

<უკან დაბრუნება

საჩხერის რაიონის ისტორიული ძეგლები

  1. აბაშიძეების ეკლესია
  2. არგვეთის ანტ. ხანის ნამოსახლარი (არქეოლოგ.ძეგლი)
  3. ბაჯითის სამების ეკლესია (ლაპიდ. წარწ. - მე-11-12 ს)
  4. გორაძირის სამარხი და ნამოსახლარი (არქეოლოგიური ძეგლი, ანტიკ. ხანის)
  5. გორისას ეკლესია
  6. დარყის ეკლესიები (დარყას მთავარანგელოზისა და "ჭაბუკმთის" ბერთეკლესიები)
  7. დუნთას მთავარანგელოზის და გორიჯვრის ეკლესიები, (ლაპიდ წარწ.), სამარხი (გვ,ბრინჯ)
  8. ეხვევის ღვთისმშობლის ეკლესია, ეხვევის ეკლესია (ბარელიეფ, მე-11 ს., ლაპიდ წარწ.)
  9. კარბოულის სამარხები (ელინისტ.ხანის,  არქეოლოგიური ძეგლი)
  10. მახათაურის ეკლესია
  11. მერჯევის წმ.სამების ეკლესია
  12. მოდინახეს ციხე, ნასახლარები
  13. ნაჩერქეზევი (არქეოლოგიური ძეგლი, ძვ.წ. III ათასწლ)
  14. ორღულის წმ.გიორგის ეკლესი
  15. პასიეთის გორასამარხი (არქეოლოგიუეი ძეგლი)
  16. პერევის სამარხი (განძი, გვ.ბრინჯ ხანის, არქეოლოგიური ძეგლი)
  17. რგანის ეკლესია (ლაპიდ წარწ.)
  18. საირხის წმ.ნიკოლოზის ეკლესია, საირხეს სამარხი (არქეოლოგიური ძეგლი)
  19. საჩხერის ეკლესიები (საჩხერის ღვთისმშობლის მიძინების და წმ.ნინოს ეკლესიები)
  20. სავანის წმ.გიორგის ეკლესია
  21. სპეთის ეკლესიები (XI ს)
  22. სხვიტორის მაცხოვრის ამაღლების ეკლესია
  23. ტბეთის ნაეკლესიარი ბზები
  24. ქორეთის მაცხოვრის ეკლესია (XI საუკუნე, ლაპიდ წარწ)
  25. ღვთაების ეკლესია (ზედა მაცხოვარი)
  26. ჩიხის ეკლესიები - ღვთისმშობლის (მე-12 ს - ლაპიდ. ჩუქურთმ), სამების ეკლესია და ციხე, სამარხი (ანტ.ხანის)
  27. ცხამის ეკლესია, ცხამის წმ.გიორგის ეკლესია
  28. ჭალის ეკლესიები (XVI-XVIII საუკუნეების, წმ.გიორგის და დრბოს მთაზე მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ნანგრევები, (ფრესკ, წარწ.)
  29. ჭორვილის (ჭორვილა) წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია, ციხე (ფრესკის ფრაგმენტები)
  30. ხახეთის ნაეკლესიარი
  31. ჯალაბეთის ეკლესია
  32. ჯალაურთას ეკლესია, სამარხი (ელინისტ ხანის)
  33. ჯრიის კოშკის ნანგრევი და შვერილაბსიდიანი დარბაზული ტიპის ეკლესია
  34. ჯრუჭის მონასტერი (სოფელ ცხომარეთთან, XI ს)

 

 

 

საჩხერის არქეოლოგიური ძეგლები - სხვადასხვა დროის არქეოლოგიური ძეგლები ქ.საჩხერის ტერიტორიაზე და მის მიდამოებში. XIX საუკუნის 70-იან წლებში შემთხვევით აღმოჩენებს ყურადღება მიაქცია დ.წერეთელმა. არქეოლოგიური კვლევა ჩატარდა 1910 წელს (ექვთიმე თაყაიშვილი, 1939), 1945-1946 (ბ.კუფტინი), 1955 (ო.ჯაფარიძე), 1957 (ნ.ღამბაშიძე), 1966-1968 (ჯ.ნადირაძე). შესწავლილია ძვ.წ. III ათასწლეულის ძეგლები ადგილ ნაჩერქეზევში. საჩხერის ჩრდილოეთით გათხარეს მოდინახეს ციხე. მნიშვნელოვანი აღმოჩენებია სოფელ საირხეში. სხვადასხვა დროის არქეოლოგიური ძეგლები მიკვლეულია საჩხერის მიდამოებში: დუნთაში და ადგილ ჟალიეთში - გვიანდელი ბრინჯაოს ხანის განძები; სოფელ ჩიხაში - ადრინდელი ანტიკური ხანის ნამოსახლარი; გორაძირში - წინა ანტიკური და ანდრინდელი ანტიკური ხანის სამაროვანი და ნამოსახლარი; სოფლებში ჯალაურთასა და კორბოულში ელინისტური ხანის სამარხები. სოფელ პერევში - გვიანდელი ბრინჯაოს ხანის განძი და ადრინდელი ფეოდალური ხანის რკინის საწარმოო უბნები; სოფელ კალვათაში - რკინის ხანის სამეურნეო იარაღი; სოფელ არგვეთში - ადრინდელი ანტიკური ხანის ნამოსახლარი. აღმოჩენები ადასტურებენ, რომ ძვ.წ. III ათასწლეულიდან საჩხერის "ქვეყანა" მჭიდროდ იყო დასახლებული და კულტურულ - ეკონომიკური კავშირი ჰქონდა აღმოსავლეთსა და დასავლეთის უძველეს ცივილიზაციებთან.

წყარო: საჩხერის არქეოლოგიური ძეგლები