ზესტაფონის რაიონის ისტორიული ძეგლები
1. ალავერდი (წმ.გიორგის ეკლესია 17 ს., მწყერიციხე, მე-8 ს. )
2. არგვეთა (წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია 17-18 საუკუნე )
3. ბოსლევი (სამეთვალყურეო კოშკის ნანგრევები 7 სს., ციხე ყვირილის ხეობაში 12 ს.,)
4. დილიკაური (ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია 6 ს., ციხის ნანგრევები 5 ს., დ
ამწვარი ციხე )
5. დიდი განთიადი (წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია 18 ს.)
6. ზედა საქარა (წმ.გიორგის სახ. ეკლესია 9 ს., წმ.გიორგის ეკლესია 11 ს.,ჯვარცმის ეკლესიის ნანგრევები, მაცხოვრის ეკლესია 16-17 სს. - გულბანდიანის ,,კონწოლია" ეკლესია - ასე მოიხსენიებს მოსახლეობა სოფ. ზედა საქარაში თავაძეების უბნის წმინდა გიორგის სახელობის მე-9-10 საუკუნეების ძეგლს. გუმბატიანი ჯვრის ტიპის ბაზილიკა თლილი ქვისა და კირისაგანაა ნაშენი. გუმბათი შიგნიდან მრგვალია, გარეთ - წახნაგოვანი, აქვს რვა სარკმელი. ჯვარცმის სახელობის ეკლესია, აგებულია მე-19 საუკუნეში. მაცხოვრის სახელობის ეკლესია ფუტკარაძეების უბანში, აგებულია მე-8 საუკუნეში. მაცხოვრის სახელობის ეკლესია, აგებულია მე-16-17 საუკუნეებში.)
7. ზედა შროშა (წმ.გიორგის ეკლესია 14 ს.)
8. ზორვეთი (წმ.გიორგის ეკლესია 8 ს., სამეთვალყურეო კოშკი ადრე ფეოდალური ხანის 12 ს.)
9. თვრინი (თვრინის ციხე-დარბაზი და ჯვართამაღლების ეკლესია, მე-12 ს.)
10. ილემი (შემოქმედის ეკლესია 11-12 სს; წმ.გიორგის სახელობის ეკლესია გორგაძეების უბანში, აგებულია მე-19 საუკუნეში.; ვაჭევში - დედოფლის მამული..)
11. კვალითი (წმ.ბარბარეს ეკლესიის ნანგრევები. წმ.გიორგის ეკლესია 19 ს.)
12. მეორე სვირი (ნაპურადევის ციხე, თომა მოციქულის ეკლესია, მთავარანგელოზის სახ.ეკლესია 19 ს. - თომა მოციქულის სახელობის ეკლესია.მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ეკლესია გაბეხაძეების უბანში, აგებულია მე-19 საუკუნეში.წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, აგებულია მე-8 საუკუნეში.; ნაპურადევის ციხე.)
13. პირველი სვირი (წმ.გიორგის სახ. ეკლესია, ვირსაყდარა ხოხოულა ტერიტორიაზე, აგებულია მე - 8 საუკუნეში.; სამეთვალყურეო კოშკი.)
14. როდინაული (ციხიათას გორა, აჯამეთის მაცხოვრის სახელობის ეკლესია მე-19 ს.)
15. საზანო (კვინციხის გორა 1 საუკუნე, მთავარანგელოზის სახ. ეკლესია, მაცხოვრის ეკლესია, მთავარანგელოზის სახ. ეკლესია 19 ს., შიმშილაქეთის ციხე, ღვთისმშობლის შობის ეკლესია 8 ს. - საგელათოს ეკლესია კვინწიხის გორაზე, აგებულია I საუკუნეში. ბუჯის ციხე, უნდა ეკუთვნოდეს მე-12 აუკუნის ძეგლს, სამების ეკლესია. მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია. საკვირაოს ეკლესია. ბაგი-ბუგის ეკლესია - სამწუხაროს დღეს ეკლესიის შენობა საგრძნობლად დაზიანებულია. მაცხოვრის სახელობის ეკლესია.საჯვარე (ისტორიული ადგილი სოფლის ცენტრის ბოლოს). ეკლესია და ციხის კოშკები, რომლებიც დანგრეულია სიძველის გამო. სასახლის მაცხოვრის სახელობის ეკლესია სოფელ საზანოში, მდინარე ძუსის მარცხენა მხარეს არის ადგილი, რომელსაც სასახლეს ეძახიან. ამ ადგილებში მდგარა სასახლე, რომელიც იმერეთის მეფეთა საზაფხულო დასასვენებელ-სანადირო ადგილს წარმოადგენდა. შიმშილაქედის ციხე. ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. დედაღვთისას სახელობის ეკლესია. ქალაქი ბალიასტომი - გადმოცემით, სოფელ საზანოში მდინარე ძუსის სანაპიროზე ყოფილა ქალაქი ბალიასტომი გაშენებული, ქალაქი იწყებოდა ,,თამარ მეფის ხიდი"-დან და მთავრდებოდა ზედა საზანოში.
16. საღვინე (წმ.გიორგის ეკლესია )
17. ტაბაკინი (წმ.გიორგის სახელობის მონასტერი 7 - 8 საუკუნე. წმ.მოციქულთა სახელობის ეკლესია. ტაბაკინის მონასტერი, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ეს შესანიშნავი ძეგლი სოფელ ტაბაკინის ტერიტორიაზე ზესტაფონის სამხრეთით 10 კმ-ის მოშორებით მყუდრო და იშვიათი სილამაზის ადგილზე მდებარეობს.; წმინდა მოციქულის სახელობის ეკლესია ტაბაკინში; კლდეეთი - წმ.გიორგის ეკლესია )
18. ფუთი (ციხე დარბაზი 12 საუკუნე, წმ.გიორგის ეკლესია 8 ს. კვართაბელას უბანში)
19. ქვედა საქარა (სამების ეკლესია, ბეჯუაშვილების კოშკი 8 ს., თამარ მეფის ხიდი 12 ს.)
20. შორაპანი (შორაპნის ციხე-ქალაქი მდინარეების ყვირილასა და ძირულის ხეობაში მდებარეობს, აქ შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ეს ძეგლი. აგებულია I საუკუნეში ჩვ.წ. აღ-მდე.; საღვინის წმინდა გიორგის ეკლესია.).
21. შროშა (წმ.გიორგის ეკლესია 11-12 სს. - შროშის ეკლესია, წმ.გიორგის სახელობის ეკლესია სოფ. დიდ განთიადში, აგებულია მე-18 საუკუნეში. ზედა შროშის წმ.გიორგის სახელობის ეკლესია, აგებულია მე-14 საუკუნეში. ქედის წმ.გიორგის სახელობის ეკლესია, აგებულია მე-10-12 საუკუნეში.)
22. წევა (წმ.გიორგის ეკლესია 11-12 სს - ზესტაფონის აღმოსავლეთით 10 კილომეტრის მოშორებით ზღვის დონიდან 547 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს თლილი ქვისა და კირისაგან ნაგები ბაზილიკის ტიპის, წევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, აგებულია მე-11-12 საუკუნეში.)
23. ხოხოულა (წმ.გიორგის ეკლესიის ნანგრევები 8 ს.)
http://www.zestafoni.org.ge/ge/a5bdxqupqm97uc6ne/won0hd-anpzmwmw-b
http://zestafoni.ge/zestafoni.html
|