topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ბზიანის კომპლექსი

<უკან დაბრუნება

ბზიანის კომპლექსი

მცხეთის რაიონში, სოფელ ახალსოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით შემორჩენილია ორი ეკლესია და ზღუდის ნაშთი. მნიშვნელოვანი ნაგებობაა წმინდა გიორგის ორნავიანი ეკლესია, რომლის აფსიდით დასრულებული აღმოსავლეთ მთავარი ნავი განიერია და მაღალი, ჩრდილოეთ ნავი კი დაბალი და ვიწრო. ჩრდილოეთი ნავის აღმოსავლეთ ნაწილში გამოყოფილია დამოუკიდებელი სათავსი, რომელიც კარით უშუალოდ საკურთხევლისწინა ბემასთან არის დაკავშირებული. ეკლესია გარედან შემოსილია ყვითელი ფერის თლილი ქვაქვიშის კვადრებით. კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ნაწილები შირიმითაა ამოყვანილი. ფასადების დეკორატიული ელემენტებია სარკმლის სათაურები. ინტერიერში სვეტისა და პილასტრების კაპიტელები შემკულია ჩუქურთმებით. დეკორატიული ელემენტებისა და არქიტექტურულ ფორმათა ანალიზით - VII–VIII საუკუნეებით თარიღდება. მეორე, ერთნავიანი ეკლესია უფრო გვიანაა აგებული აგურისა და ქვის შერეული წყობით. ინტერიერში ფერწერის ნაშთია შემორჩენილი.