|
There are no translations available.
<უკან დაბრუნება
წალენჯიხის რაიონის ისტორიული ძეგლები
1. წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი // X-XIV სს., ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი ოდიშის სამთავროს უმნიშვნელოვანეს საეკლესიო ცენტრი და დადიანთა საგვარეულო საძვალე. დაკრძალულია მეგრელი დიდგვაროვანი ლევან II დადიანი და მისი მეუღლე ნესტან-დარეჯანი. ტაძარი ცნობილია კონსტანტინოპოლის სკოლის პალეოლოგოსთა ხანის რენესანსული ფრესკებით, XIV ს., ვამეყ I დადიანის დაკვეთით, ბიზანტიელმა მხატვარმა კირ მანუელ ევგენიკოსმა შეასრულა. სამონასტრო კომპლექსი მოიცავს ორსართულიან სამრეკლოს, დადიანთა სასახლის ნანგრევებსა და კლდეში გაყვანილ უნიკალურ 40-45 მეტრიან მიწისქვეშა საიდუმლო გვირაბს
2. სქურის ფერისცვალების ეკლესია (ლეშამგე) // ადრეული ფეოდალური ხანის, თლილი ქვით ნაგები დარბაზული ტიპის ტაძარი
3. ჯვარის წმინდა გიორგის ეკლესია
4. ობუჯის მონასტერი (ლეშამგე)
5. გამაჯისციხე // სოფელ ფოცხო-ეწერის მახლობლად, სტრატეგიულ ბორცვზე შემორჩენილი შუა საუკუნეების მძლავრი ციხესიმაგრის ნანგრევები. იგი კონტროლს უწევდა ენგურის ხეობაში მიმავალ ისტორიულ გზებს
6. ციხე „კაცხარა“ // წალენჯიხის ტერიტორიაზე არსებული გვიანი შუა საუკუნეების სათვალთვალო და თავდაცვითი სიმაგრე
7. „დიდა ქირსას“ ბორცვი და ნაქალაქარი // სოფელ ჯგალში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ადრებიზანტიური ხანის (II-IV სს) ციხე-სიმაგრე, რომაული პერიოდის სამარხები, უძველესი ეკლესიის აფსიდი, კერამიკა და ოქრომჭედლობის ნივთები
წალენჯიხის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი
ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმი
ლეო ქიაჩელის სახლ-მუზეუმი
|