There are no translations available.
<უკან დაბრუნება...<<<საქართველოს უძველესი ციხე - ქალაქები>>>
მცხეთა ქალაქი (1956 წლიდან) საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის და მცხეთის რაიონის (1930 წლიდან) ადმინისტრაციული ცენტრი. მცხეთა გამოცხადებულია ქალაქ-მუზეუმად და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.მცხეთისა და "დიდი მცხეთის" ტერიტორია დასახლებული იყო ადრინდელი და შუა ბრინჯაოს ხანაში (ძვ.წ. III-II ათასწლეული). გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანაში (ძვ.წ. II-I ათასწლეული) იგი მჭიდროდაა დასახლებული (სამთავროს, ზემო ავჭალის, წიწამურის, ნარეკვავის, წეროვნის, ნაბაღრევის სამაროვანი და ნამოსახლარები). ბრინჯაო - რკინის ხანაში მოსახლობათა ურთიერთობა კავკასიის ცივილიზაციის სინქრონულ კერებთან სამთავროს მეშვეობით ხორციელდებოდა. ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისიდან მცხეთის ისტორიაში აისახა ახლო აღმოსავლთის უძველეს პოლიტიკური წარმონაქმნთა ცხოვრებისათვის დამახასიათებელი დიდი ძვრები - ძველ მცხეთაში შემოიჭრა ძლიერი კულტურული ნაკადი, რომელმაც მნიშვნელოვნად განაპირობა ქალაქის ცხოვრება III - IV საუკუნეებამდე, ძველი სამოსახლოების განვითარება, მათი ერთ დიდ ქალაქად, დიდ მცხეთად გაერთიანება, რომლის ერთ-ერთი თავისებურება იყო მოსახლეობის ეთნოგრაფიული სიჭრელი, მისი სოციალური და პროფესიული დიფერენციაცია. ლეგენდის თანახმად, ქალაქი დააარსა ეთნარქმა მცხეთოსმა. არსებობს მოსაზრება, რომ სახელწოდება "მცხეთა" წარმოდგება მესხთა (მოსხები-მუშქები) ტომის სახელიდან. ამ ტომის სამოსახლო მცხეთის ტერიტორიაზე ძვ.წ. VIII საუკუნის შემდეგ უნდა გაჩენილიყო. ძვ.წ. IV საუკუნის ბოლოდან მცხეთა ახლად წარმოქმნილი ქართლის (იბერიის) სამეფოს პოლიტიკური ცენტრია.
http://www.youtube.com/watch?v=VSlqbiE4FAI
თომა ჩაგელიშვილის ფილმი - "მცხეთა"
მცხეთის ისტორიული ძეგლები:
მცხეთის აკლდამა
"ანტიოქიის" ეკლესია
არმაზის ღვთისმშობლი ეკლესია
არმაზის ციხე
არმაზისხევი
არმაზციხე
ახალი არმაზის სამაროვანი (არმაზ-მარტაზის ხევებს შორის)
ბაგინეთი - არმაზციხე
ბარბარეთის ეკლესია
ბებრისციხე
გეთსამანია
ეკლესია ღვთისმშობელი
კალოუბნის წმ.გიორგის ეკლესია
კარიბჭე "არაგვის კარი", ნამოსახლარი და სამაროვანი
კოდმანი
მარტაზისხევი (სამების ეკლესია და სამაროვანი)
მგალობიანთკარის ეკლესია
მოგვთაკარის სამაროვანი
მცხეთის გორა (მცხეთისგორის სამაროვანი)
მცხეთის ნაქალაქარის სვეტიცხოვლის უბანი
მცხეთის ჯვარი
ნამოსახლარი (სათხიების ქედის ფერდზე)
ნასოფლარი (კოდმანში)
პომპეუსის ხიდი
სამაროვანი (ფიქრისგორაზე)
სამთავროს ველი, სამთავროს სამაროვანი და ნამოსახლარი
სამთავროს კომლექსი
საფორტიფიკაციო ნაგებობანი (ღარითკარის ხევში)
სვეტიცხოვლის კომპლექსი
ტუიაქოჩორას სამაროვანი
ქვაყუთი
ღვთისმშობლის ეკლესია (კოდმანში)
წმ.დემეტრეს ეკლესია
ოლღას მონასტერი (მცხეთა)
***********************************************************************************
ბაგინეთი, მცხეთის აკლდამა, ნეკროპოლის კომპლექსი //ვ.ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ.13-14
ოცდაათიანი წლების დასასრულისა და ორმოციანი წლების დასაწყისის გათხრებმა ძველ დედაქალაქ მცხეთაში (გათხრები ომის შემდეგაც გაგრძელდა) ბრწყინვალედ დაადასტურა მოსაზრებებიც და ანტიკური დროის ავტორთა ცნობებიც: აქ აღმოჩენილი იქნა ანტიკური ხანის - ძველი წელთაღრიცხვის ბოლო საუკუნეთა და ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეთა უმნიშვნელოვანესი ძეგლები. უზარმაზარი აკროპოლისი, ქართლის (წინანდელი იბერიის) მმართველთა რეზიდენციის ნაშთი, სასახლის ნანგრევები, მცირე მავზოლეუმი და სხვ....<<ტექსტი სრულად აქ...<<
***********************************************************************************
მცხეთის ჯვარი - ციციშვილი ირ. // ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995, გვ.57-61; 69-70.
VI საუკუნის დასასრულისათვის ქართულმა ხუროთმოღვრებამ მიაღწია ტაძრის შიგა სივრცისა და გარეგანი მასების სრულ ჰარმონიას. ასეთ ძეგლად, რომელიც მოასწავებდა ქართული ხუროთმოძღვრების განვითარების უმაღლეს საფეხურს, წარმოგვიდგება მცხეთის ჯვარი აგებული 585/86 – 604/605 წლებს შორის. იგი აგებულია მთაზე მდინარე არაგვისა და მტკვრის შესართავთან ძველი ქალაქის მცხეთის პირდაპირ. მატიანეს ცნობით IV საუკუნის 30-იან წლებში ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად აღიარებასთან დაკავშირებით წარმართული სალოცავის ადგილას, ქვის კვარცხლბეკზე ხის დიდი ჯვარი აღმართეს. ეს ჯვარი სულ მალე ქართველთა და მთელ კავკასიის ქრისტიანთა თაყვანისცემის საგნად იქცა. ...<<ტექსტი სრულად აქ...<<
***********************************************************************************
ი.ციციშვილი - ადრეკლასობრივი საზოგადოების პერიოდის ხელოვნება: მცხეთის აკლდამა // ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995, გვ.34
უცილობლად მნიშვნელოვანი ძეგლია სადგურ მცხეთასთან აღმოჩენილი აკლდამა. აგებულია საგანგებოდ ამოჭრილ ოთხკუთხა ქვაბულში, რომლის კედლები ამოყვანილია ნატეხი ქვით. თვით აკლდამა სწორკუთხოვანი ფორმისაა, შესასვლელით აღმოსავლეთის ფასადურ კედელში....<<ტექსტი სრულად აქ...<<
***********************************************************************************
ზ.მაისურაძე - მცხეთის ჯვარის რელიეფების რესტავრაციისათვის // ძეგლის მეგობარი, 1969, კრ.18, გვ.5 - 8
საუკუნეების განმავლობაში მცხეთას გადმოჰყურებს ქართლის ბედისა და ავბედობის უტყვი მემატიანე, ქართული ხურთთმოძღვრების სიამაყე - ჯვარის ტაძარი. იგი აგებულია 585 – 606/7 წლებში ქართლის ერისთავის სტეფანოზ პატრიკიოსის დროს, მისი უშუალო ინიციატივით და ერისთავთა ოჯახის სხვა წევრების ხელისშეწყობითა და მატერიალური შემწეობით...<<ტექსტი სრულად აქ..<<
***********************************************************************************
გ.მასხარაშვილი - მცხეთის სვეტიცხოვლის ახლად გახსნილი მხატვრობის ფრაგმენტი// ძეგლის მეგობარი, 1969 წ., კრ.18, გვ.3- 4
მცხეთის სვეტიცხოველში ამჟამად სამეცნიერო-სარესტავრაციო სამუშაოები ტარდება. ამ საინტერესო და რთულ არქიტექტურულ სამუშაოებთან ერთად, ტაძრის შიდა კედლებს გვიანდელ ბათქაშს აცილებენ და ძველ, პირვანდელ კედელს ავლენენ. ამ სამუშაოების შესრულების დროს გამოჩნდა კედლის მხატვრობის ადრინდელი ფრაგმენტები. წინასწარი ვარაუდით და სამეცნიერო სამუშაოების ხელმძღვანელების მოსაზრებით, ეს მხატვრობა ნაგებობის იმ კედლებზეა, რომლებიც XI საუკუნის დასაწყისს მიეკუთვნება და ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ მხატვრობაც იმ დროს უნდა იყოს შესრულებული, თუმცა წინასწარ, სანამ სამუშაოები მთლიანად არ დამთავრდება, ამის მტკიცება ძნელია...<<ტექსტი სრულად აქ...<<
***********************************************************************************
მცხეთის ჯვარი - ზაქარაია პ. //არაგვისა და თერგის ხეობა, თბილისი, 1972, გვ.13-16.
არაგვს გაღმიდან მცხეთას დაჰყურებს ჯვრის მონასტერი. იგი მოხდენილადაა შერწყმული არაგვისა და მტკვრის ხეობების პეიზაჟთან. ქართველმა ხუროთმოძღვარმა არა მარტო მთის დამამთავრებელი კომპოზიცია მოძებნა, არამედ მან შეკრა ამ მიდამოების მთელი ლანდშაფტი. ამასთან, არ იკმარა მთის მოხდენილი ბუნებრივი სილუეტი და შენობა მთის წვერიდან დასავლეთით გადასწია, რისთვისაც ხელოვნური საყრდენის აგება დასჭირდა...<<ტექსტი სრულად აქ...<<
***********************************************************************************
მცხეთის აკლდამა - ქ.დიღმელაშვილი (სპეციალურად საუნჯესთვის)
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მდებარეობს მცხეთის რკინიგზის სადგურის სამხრეთით 300 მ-ზე, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ქართლის მთის ჩრდილოეთი კალთის ძირში. ძეგლი აღმოჩნდა შემთხვევით 1951 წ. ამავე წელს ის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ იქნა შესწავლილი. აკლდამა ჩადგმულია ფერდობზე საგანგებოდ ამოჭრილ, სწორკუთხა ქვაბულში, რომელიც ნატეხი ქვითა და თიხით ნაგები, შიგნიდან თიხითვე შელესილი კედლითაა შემოზღუდული (კედლის სიმაღლე 1.6-2.1 მეტრამდე მერყეობს)...<<ტექსტი სრულად აქ...<<<
***********************************************************************************
ვ.ნიკოლაიშვილი, ა.სიხარულიძე, ქ.დიღმელაშვილი, ი.პაპიძე, მ.პაპიძე - ბელტისციხე - ბებრისციხე // თბილისი, 2009
ქართლის (იბერიის) ძველი დედაქალაქი მცხეთა (ძვ.წ. IV-ახ.წ. IV-Vსს.) ცნობილია ისტორიულ-არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლებით. მათ შესახებ მოგვითხრობენ როგორც ისტორიული წერილობითი წყაროები, ისე არქეოლოგიური მონაპოვრები. დედაქალაქობის პერიოდის "ქალაქი დიდი მცხეთა" ნახსენები აქვს XIს. ქართველ ისტორიკოსს ლეონტი მროველს თავის თხზულებაში "ცხოვრება ქართველთა მეფეთა", რომელიც შესულია საისტორიო ქრონიკაში "ქართლის ცხოვრება", ე.ი საქართველოს ისტორია: "ქალაქი დიდი მცხეთა და უბანნი მისნი, სარკინე, ციხე დიდი და ზანავი, უბანი ურიათა"... [იხ.ქართლის ცხოვრება I, 1955: 17-18]...<<ტექსტი სრულად აქ...<<
************************************************************************************
არმაზციხე (ბაგინეთი) - ქეთევან დიღმელაშვილი
რა არის არმაზციხე ქართული და უცხოური წყაროების მიხედვით? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, შეუძლებელია თუ ორიოდე სიტყვით არ შევეხეთ თავად მცხეთის რაობის საკითხსაც. ძველი წყაროების გადმოცემით ქალაქი მცხეთა, რომელიც მესხთა მიერ დაარსებულ ქალაქად მოიაზრება, წარმოადგენდა დიდ ქალაქს, რომელსაც ჰქონდა უბანნი მისნი. ანტიკურ სამყაროში დიდი არ გულისხმობდა მხოლოდ ტერიტორიულად დიდ ქალაქს. დიდში უპირველესად მოიაზრებოდა რანგით და მნიშვნელობით უპირველესი ქალაქი, რომელსაც ჰქონდა საკუთარი სათავდაცვო გალავანი რამოდენიმე კარით, შიდა ციხე, აკროპოლისი და საქალაქო დასახლებები, ყველა თავისი ატრიბუტით...<<ტექსტი სრულად აქ...<<
|