topmenu

 

ლაგოდეხის რაიონის ისტორიული ძეგლები

<უკან დაბრუნება

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე

ლაგოდეხის რაიონის ისტორიული ძეგლები

  1. აბაშის წილის იოანე ნათლისმცემელი (სოფ. ლელიანში)
  2. თელას "წმ. გიორგის" ბაზილიკის ნანგრევები (V-VII სს) და "ღვთიშობლის" ეკლესია (V-VII სს.), თელა-მთის მთავარანგელოზთა ეკლესია (მდებ.ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალში, მთაზე, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა თელა-მთას უწოდებს)
  3. კაბალის ციხე-გალავანი სოფ.კაბალში
  4. ლაკუასტი (ციხის შემორჩენილი ნანგრევი ლაგოდეხში, ყაზარმის მიმდებარე ტერიტორიაზე)
  5. მაწიმის ეკლესია - მდებარეობს მაჭის ციხე-დარბაზის ნანგრევებში, ცენტრში, (ისტორიული გაღმა მხარში, ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორია, ლაგოდეხიდან 8 კმ).
  6. მაჭის (თოღის) ციხე-დარბაზი და ეკლესია (მდებ. ისტორიულ გაღმა მხარში, ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტ-ზე, ლაგოდეხიდან 8 კმ)
  7. მონასტერი ”დიდთა ძალითა ლაგოდეხი” (სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე, ქოჩალოს მთის დავაკებულ ადგილზე) მე-9 ს.
  8. უზუნთალა (მცირე ეკლესია სოფლიდან 8-9 კმ-ში)
  9. ქალ-ქვა (სოფ. ლელიანში)
  10. სოფ.ვარდისუბნის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია (ადრე ერქვა ვორონცოვკა, მე-19 საუკუნეში აგებული გერმანული ”კირხა“)
  11. სოფ.ცოდნის კარის წმ.გიორგი (ნანგრევები ფუნდამენტის დონეზე)
  12. სოფ.ლელიანის წმ.თეოდორე ტირონის ეკლესია, სოფლის სასაფლაოზე, მე-11-12 სს.
  13. წმ.ილია მართლის ეკლესია სოფლებს კართუბანსა და მუხიანს შორის
  14. სოფ.ფონას წმ.სამების ეკლესია მე-11 ს.
  15. ონანაურის ”ჭრელი საყდარი” მე-11-მე-12 (ფრესკის ფრაგმენტები)
  16. ხოშატიანის ღვთისმშობელი - მე-11-13 სს.  (ფრესკ) სოფ.არეშფერანიდან 3,5 კმ-ზე სასაფლაოსთან)
  17. ქოჩალოს ორნავიანი ბაზილიკა