topmenu

 

დმანისის რაიონის ისტორიული ძეგლები

<უკან დაბრუნება

დმანისის რაიონი თავისი ისტორიული წარსულით ქვემო ქართლის ერთერთი უმნიშვნელოვანესი რეგიონია, სადაც გამოვლენილია ისტორიისა და წინარე ისტორიის ყველა პერიოდი. ამაზე მეტყველებს როგორც ისტორიული წყაროები (ქართული და უცხოური), ისე მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა. ამ მხრივ დმანისის რეგიონი უნიკალურია. მიუხედავად იმისა, რომ დმანისის რეგიონი მთელ ქვემო ქართლთან ერთად ხანგრძლივი დროით სხვადასხვა დამპყრობლების (არაბები, თურქ-სელჩუკები, მონღოლები, ირანელები, ოსმალები და სხვ.) ბატონობის ქვეშ იყო, მაინც შეინარჩუნა ქართული ფესვები და მტრისგან განთავისუფლების შემდეგ სწრაფად ხდებოდა ქართული ეკონომიკის, კულტურის აღდგენა-აღორძინება. მეცნიერების, სპეციალისტების მიერ დადგენილია, რომ ქართული კულტურის აკვანი ქვემო ქართლში დაირწა. უძველესი ქართული ქრიტიანული (მათ შორის უძველესი წარწერიანი) ძეგლების სიუხვით და მრავალფეროვნებით განსაკუთრებით გამოირჩევა დმანისის რაიონი. დმანისის რეგიონის (მთელ ქვემო ქართლთან ერთად) სიძლიერეს ბოლო მოუღო თემურ-ლენგის მრავალჯერადმა ამაოხრებელმა შემოსევებმა. ამიტომ XV საუკუნიდან იგი თითქმის მთლიანად განადგურდა. XVI საუკუნიდან მოყოლებული ამ მხარის აღორძინებას შეეცადა ბარათაშვილთა საგვარეულო, მაგრამ XVII-XVIII საუკუნეებში ირანელთა და თურქთა განუწყვეტელმა შემოსევებმა (ამას ლეკთა თარეშიც თან ერთვოდა), უამრავი აქაური მცხოვრები იმსხვერპლა და XVIII საუკუნის ბოლოს დმანისი ფაქტიურად დაცარიელდა. ოდესღაც მჭიდროდ დასახლებული და ეკონომიურად ძლიერი რეგიონი და მისი ცენტრი ქალაქი დმანისი გაპარტახებულ მხარედ იქცა და დაცარიელდა.

http://www.boom.ge/cached.php?id=438930&idx=0&q=დღეისათვის


დმანისის რაიონის ისტორიული ძეგლები (ქვემო ქართლი)

  1. ამამლოს ეკლესია  (XIIს.)
  2. ამაღლების (VII-VIIIსს.)
  3. ამბარლოს (1032წ.)
  4. ახას წმინდა ღვთისმშობელი
  5. ბახჩალარის (XIს.)
  6. ბოსლების წმ.სამების ეკლესია(XII-XIII სს.)
  7. ბრმასოფლის წმინდა გიორგი და მეორე ეკლესიის ნანგრევები
  8. ბუჩქების ღვთისმშობლის საყდარი
  9. განახლების ამაღლების ეკლესია, განახლების წმინდა ელიას ეკლესია
  10. განთიადის (ყალამშა X-XIსს.), განთიადის ეკლესია, სასაფლაოს სტელები, განთიადის ჯვართამაღლება
  11. გორას წმინდა მარიამი, მეორე ეკლესია
  12. დიდი გომარეთის ეკლესიები (შუა საუკ.) - გომარეთის ამაღლების ეკლესია, დიდი გომარეთის სეიფაანთ საყდარი (ჭოჭიანში, ”თამარის სამწირველი”), შავსაყდრების სამი ეკლესია (ნათლისმცემელი, ღვთისმშობელი და წმ.ნიკოლოზი), დიდი გომარეთის დანგრეული ეკლესია - სიხუაანთ სამება, დიდი გომარეთის ხიზაანთ საყდარი, დიდი გომარეთის ურმაანთ ეკლესია - მარიამი, დიდი გომარეთის ფირაანთ ეკლესია (კუხის წმინდა ღვთისმშობლის ეკლესია), დიდი გომარეთის სამადაანთ ეკლესია წმ.გიორგი, დიდი გომარეთის გაბრიელანთ ეკლესია - წმ.გიორგი, დიდი გომარეთის შიბააშიანთ სტელები - ”კვირაცხოველი”, დიდი გომარეთის ყიფიანთ საყდარი, დიდი გომარეთის წმ.გიორგის (კვირიკე), გომარეთის საკრებულოს ტერიტორიაზე ჩათახის ხეობაში ლიპარიტისუბნაის - ”ოქროს საყდრები”, გომარეთის ღვთისმშობლის ეკლესია, გომარეთის წმ.ნიკოლოზის ეკლესია, ეკლესია სამალავი
  13. დიდი დმანისის ეკლესია
  14. დმანისის (ბაშკიჩეთის) შუა საუკუნეების ქარვასლა და ეკლესიები
  15. დმანისის ნაქალაქარი (VII-XIIIსს.), სიონი და სხვ ეკლესიები, ციხე და სხვ.
  16. დმანისის წმინდა მარინე, დმანისის წმინდა ღვთისმშობელი
  17. ეგრისის კომპლექსი
  18. ვარდისუბნის ეკლესია
  19. ველისპირის წმინდა გიორგი და წმინდა დემეტრეს ეკლესიები
  20. ზემო ოროზმანის (XII-XIIსს.)
  21. ზემო ყარაბულახის (X-XIსს). ეკლესია, ისტორიული ხიდი და საყდარი
  22. კაკლიანის ღვთის. (XIს.) ეკლესიები, კაკლიანის ერთნავიანი ეკლესია
  23. მაშავერას წმინდა გიორგი
  24. მონასტერი "ლამაზი საყდარი" (XIIIს.) დიდი გომარეთის მიდამოებში)
  25. მსხალნარის ღვთისმშობელი
  26. ოროზმანის ეკლესია
  27. პანტიანის ნამოსახლარი
  28. პატარა გომარეთის ღვთისმშობლის ეკლესია,
  29. პატარა დმანისის წმინდა ბარბარე
  30. პეტრიანთ საყდარი (კუხის ეკლესია)
  31. რევაზაშენის ეკლესიები, (ზურტაკეტის ველი)
  32. საკირეს ბერძნული ეკლესია, ფერიცვალების ეკლესია, წმ.გიორგი, საკირეს ხიდი, საკირეს ყიზილკილისა (წითელი საყდარი)
  33. სარკინეთის წმ.ბასილის, ამაღლების ეკლესია, წმ.ბარბარეს ეკლესიები, (ლაპიდ.წარწ), ეკლესია - ”შვიდი ძმა”.
  34. სარკის წმინდა გიორგი
  35. საფუტკრის კლდეები
  36. საჯას ორი ეკლესია
  37. უკანგორის ეკლესია
  38. ქვემო ყარაბულახის ეკლესია
  39. წვერის წმინდა გიორგი, ქვაჯვარი
  40. წმინდა დემეტრეს ეკლესია (X-XIსს.)
  41. ქვაჯვარი წვერის წმინდა გიორგის და ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტერი
  42. ჯავახის სტელები, ჯავახის წმინდა გიორგი