topmenu

 

თეთრიწყაროს რაიონის ისტორიული ძეგლები
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

 

თეთრიწყაროს რაიონის (ქვემო ქართლი) ისტორიული ძეგლები:

  1. სოფელი აბელიანი (ისტ.სოფელი აბელი, ნამოსახლარები, ანტიკური ხანის სამაროვანი, დარბაზული ეკლესია)
  2. მანგლისის სიონი
  3. ბირთვისის ციხე (V-VII სს.), გოდოლი - (XI-XIII სს), გოდოლი წყაროსთან (V-VII სს.)
  4. სამშვილდის ნაქალაქარი (ქალაქი ჩაისახა ძვ.წ. I ათასწლ. შუა საუკუნეში და იარსება XVIII ს-მდე)
  5. დიდი თონეთის სამების ეკლესია (X-XIსს.)
  6. ავლევის (ტბისის) კომპლექსი: ავლევის ციხე (XV-XVI სს.), კოშკი (XIV-XVIII სს.), ამლევის ეკლესია (XIV-XVIII სს., ქტიტორი: პაპუნა გოსტატიშვილი, ფასადის ფრონტონებში დიდი რელიეფური ჯვრები და სამ-სამი კოპია. დასავლეთ ფასადზე ქტიტორების რელიეფია. ამავე მხარის კარის ტიმპანზე მხედრული წარწერაა. ეკლესიას სამხრეთ-დასავლეთიდან გალავანი შემოუყვება. გალავნის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში ორსართულიანი ეკლესია-სამრეკლო დგას.
  7. ალექსეევკა - დრანეთის (დრიანეთის) ეკლესია (წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძარი, X-XI სს)
  8. არხოტის ეკლესია
  9. ახალსოფლის ძეგლები: წმ.ბარბარეს, წმ.გიორგის, ღვთისმშობლის, კვირაცხოვლობის, პეტრე - პავლეს ეკლესიები. ახალსოფელს აქვს ისტორიული გალავანი, რომელიც მხოლოდ ნანგრევებადღაა შემორჩენილი. სოფლის ბოლოზე, მდინარე ბზის წყალის მარცხენა მხარეს გადის ისტორიული აბრეშუმის ქვაფენილის გზა, რომელიც ადგილობრივ წყაროზე დაყრდნობით ევროპისა და აზიის დამაკავშირებელს გზასაც წარმოადგენდა
  10. ახალი ზირბითი - წვერის წმ.გიორგის ეკლესია. (ეკლესია დგას კლდოვან კონცხზე, საიდანაც ლამაზი პანორამა იშლება, ეკლესიაში შემორჩენილია ფრესკა, ლაპიდარული წარწერა)
  11. გოხნარის ეკლესიები და მეგალითური ნაგებობანი (ლიპარიტების, წმ.გიორგის და ლოდოვანის ორი კომპლექსი)
  12. დაღეთის ეკლესია გამოქვაბულში, (VI-VII სს.)
  13. დიდი კლდეისის ეკლესიები - სოფელში და მის ირგვლივ ძველი ნამოსახლარები და ეკლესიების ნანგრევებია, (სოფლის ცენტრში - ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევები (X-XI სს, შემორჩენილია ასომთავრული წარწერების ფრაგმენტები).
  14. დურნუკი - (დიდი დურნუკი და პატარა დურნუკი), წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVII საუკუნეში, როგორც სამეფო სოფელი დურნუკი. სოფლის ტერიტორია დასახლებული ყოფილა წინაფეოდალური ხანიდან. აღმოჩენილია ციკლოპური ტიპის ლოდოვანი და გვიანდელი ანტიკური ხანის სამაროვანი ქვაყუთები, ფეოდალური ხანის ქვაჯვარები, გვიანდელი ფეოდალური ხანის ეკლესია, კერამიკული ნაწარმი. მოგვიანებით დურნუკი ორად გაიყო – დიდი დურნუკად და პატარა დურნუკად
  15. დრეს ეკლესია და მინის საწარმოს ნაშთები.
  16. ენაგეთის წმ.გიორგის ეკლესია. სოფლის გვერდით - ძველი ენაგეთის ნასოფლარი, სადაც 8 დანგრეული საყდარია შემორჩენილი.
  17. ერტისი - სოფელი XVI საუკუნიდან იხსენიება. სოფლის დასავლეთით ერთი ეკლესიაა, რომელიც XIX საუკუნის II ნახევარით თარიღდება
  18. ვაკის ღვთისმშობლის ეკლესია
  19. ირაგას "წმ.გიორგი" (XIV-XVIII სს.), ირაგას ”ელია” (1900 წ.)
  20. კოდა - სოფელი წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVII ს-ში. შემორჩენილია დარბაზული ეკლესია (XIX ს.). სოფელში გაითხარა ბრინჯაოს ხანის (ძვ.წ. IV ათასწლ.) ნამოსახლარი და სამაროვანი
  21. ლიპის ეკლესიები - დმანისის ”ღვთისმშობელი”, დმანისის ”კლდისჯვარა”, დმანისის ”მთავარანგელოზი”
  22. მუხისის (მოხისის) სამების ეკლესია (VIII-X სს., აღმ. ფასადის სარკმელს თავსართი აქვს, რომლის თავზეც ასომთავრული წარწერაა. ინტერიერში დასავლეთ კედელში საფლავის ქვაა წყობაში ჩატანაებული, საიდანაც ირკვევა, რომ ეკლესია 1895 წ. განუახლებია იოსებ ყავრიშვილს)
  23. ნავთიანი. ”ღვმთისმშობლის” ეკლესია (XIV-XVIII სს).
  24. ორბეთის ეკლესია - "ღვთიშობელი" (XIX ს.)
  25. ფიტარეთის მონასტერი (1213-22 წწ.)
  26. წინწყაროს დედაღვთისა (VIII-IX სს.), მამუკაანთ საყდარი
  27. ნადარბაზევის სასახლე (X-XI სს.)
  28. მანგლისის ციკლოპური ტიპის მოედანი “გულდამაანთ მამიდა” (უძველესი ხანა და ადრინდელი შუა სს.), სასახლე ტბის მიდამოებში (გვიანი შუა სს.), მანგლისის "მამუკას სვეტი"
  29. მაწევანის ”კვირაცხოველი” (XI-XIII სს. სამხრეთ ფასადზე ასომთავრული წარწერაა. წარწერაა კარის დასავლეთითაც, საპირე ქვაზე. ეკლესიაში ბევრი საფლავის ქვაა)
  30. ფარცხისის ციხე-დარბაზი (X-XI სს.)
  31. ხულუტის (ფიტარეთის) ციხე (შუა სს.)
  32. დრიანეთის ძეგლები
  33. გუდარეხის სამონასტრო ანსამბლი (XIII ს.)
  34. გუდარეხის ქვაჯვარი
  35. ვაშლოვანის კოშკი სალხინო
  36. სამღერეთის სამონასტრო კომპლექსი
  37. პირღებულის მონასტერი
  38. ანდრიას ნასახლარი ორი ეკლესიით
  39. ღოუბნის ორმოცმოწამის ეკლესია
  40. ჩხიკვთას სამების და წმ.გიორგის ეკლესიები
  41. ჭივჭავას მენჰირი
  42. ეკლესია წყნარი

 

 

 

სულ თეთრიწყაროში არის 475 ისტორიული ძეგლი