topmenu

 

აფხაზეთის ისტორიული ძეგლები
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

აფხაზეთის ისტორიული ძეგლები

  • 1. აბაათა
  • 2. ილორის წმ. გიორგის ეკლესია

ქალაქი სოხუმი

  • 1. ბესლეთის ხიდი
  • 2. დიოსკურიას ციხე

ოჩამჩირის რაიონი

  • 1. ბედიის მონასტერი
  • 2. ილორის წმ. გიორგის ეკლესია
  • 3. მოქვის მონასტერი

გუდაუთის რაიონი

  • 1. ახალი ათონის სვიმონ კანანელის ეკლესია
  • 2. ახალი ათონის (ივერიის მთის) მონასტერი
  • 3. დოლმენები
  • 4. ბზიფის ციხე
  • 5. ლიხნის კომპლექსი
  • 6. ლიხნის ეკლესია აბა-ათა
  • 7. ამბარას სამეკლესიიანი ბაზილიკა

გაგრის რაიონი

გულრიფშის რაიონი

  • 1. დრანდის გუმბათიანი ტაძარი


გალის რაიონი


ნ.ფიფია - მთიელთა მიგრაციის დასაწყისი დასავლეთ საქართველოში წელთაღრიცხვების მიჯნაზე

ბარონი დე ბაი - აფხაზეთში. ერთი მივლინების მოგონებანი

 

მე-19 საუკუნეში  აღბეჭდილი  აფხაზეთი

(მადლობას ვუხდით ქეთევან პავლიაშვილს და სოსო აბრალავას მოწოდებული ფოტომასალისათვის)

აფხაზეთი და მასში ახალი ათონის სიმონ კანანელის სახელობის მონასტერი

ავტორი: არქიმანდრიტი ლეონიდე

წიგნის პირველი გამოცემა 1885 წელს ყოფილა. სურათები მეორე, შევსებული გამოცემიდანაა – სადაც ორი თარიღია მითითებული – 1898 და 1899. პირველ გვერდზე ეს უკანასკნელი თარიღია მითითებული. ეტყობა მეორე თარიღი ცენზურის გავლისაა – "от московскаго духовно-цензурнаго комитета печатать дозваляетця"-ო , რის შემდეგაც დაბეჭდეს ალბათ ეს წიგნი...

 

ილორი (აფხ.Елыр), სოფელი ოჩამჩირის რაიონში, აფხაზეთი. მდებარეობს შავი ზღვის პირას, ოჩამჩირესთან სიახლოვეს. სოფლის მოსახლეობა 1989 წელს შეადგენდა 2099 ადამიანს და ძირითადად ქართველებით იყო დასახლებული. ეს მიდამო პირველად ისტორიული წყაროებში ნახსენებია XI საუკუნეში. შუა საუკუნეებში ილორი სამეგრელოს სამთავროს ნაწილი იყო. ამ სოფელში მდებარეობს დასავლეთ საქართველოს შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქიტექტურული ძეგლი - ილორის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც XI საუკუნის პირველ მეოთხედშია აგებული.1886 წელს მეფის რუსეთის მიერ ჩატარებული აღწერის მონაცემებით ილორში ცხოვრობდა 1120 მართლმადიდებელი ქრისტიანი და 6 სუნიტი მაჰმადიანი. ილორში ორი თავადი, 136 აზნაური, 6 სასულიერო პირი და 982 გლეხი სახლობდა. XIX საუკუნის აღწერებში ილორის მოსახლეობა მიკუთვნებულია ეთნიკურ სამურზაყანოელებს, თუმცა ტერიტორიულად ეს ადგილი სამურზაყანოს არ ეკუთვნოდა. 1926 წლის აღწერით მოსახლეობის ნახევარი აფხაზად ჩაეწერა, დანარჩენი ქართველად. ამავე დროს მცხოვრებთა მხოლოდ 5,6%-მა დაასახელა მშობლიურ ენად აფხაზური, 91,1% მთავარ ენად მეგრული აღნიშნა. შემდგომში ილორის თითქმის მთელი მოსახლეობა ქართველად მოიხსენებს თავს. 1992-93 წლების კონფლიქტის შედეგად სოფელი ილორი თითქმის მთლიანად განადგურდა (განადგურებულია 350 საცხოვრებელი სახლი) და გაუკაცრიელდა.

ილორის წმ.გიორგის ეკლესია - XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, რომელიც აგებულია სოფ.ილორის (ოჩამჩირის რაიონი) შუაგულში, დასავლეთ საქართველოს უმნიშვნელოვანეს სალოცავს წარმოადგენდა. პროპორციათა მოხდენილობითა და შესრულების ტექნიკური დონით იგი ექცევა ნაგებობათა იმ წრეში, რომელშიც ჩანს შუა საუკუნეების საქართველოს წამყვანი რეგიონების მხატვრული მისწრაფებანი. ილორის ეკლესია აფსიდით დასრულებული ერთნავიანი ნაგებობაა, რომელსაც ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან და დასავლეთიდან სხვადასხვა ხანის მინაშენები აქვს. აღმოსავლეთ ფასადზე შემონახულია ძველი ქართული წარწერებიანი 5 ქვა, რომლებიც ასევე XI საუკუნის I მეოთხედით თარიღდება. XVII საუკუნეში ილორის ეკლესია ლევან II დადიანმა შეაკეთა. 1736 წელს დაწვეს თურქებმა. აღადგინეს ოდიშის მთავრებმა. ძეგლი საფუძვლიანად შეაკეთეს XIX საუკუნის 40-იან წლებში.

წყარო:  http://ilori.ge/ilori

კოდორის ხეობაში სტაციონარული გათხრებისა და ზედაპირული დაზვერვის შედეგად 150-ზე მეტი არქეოლოგიური ძეგლია დაფიქსირებული, რომლებიც ქვის ხანიდან გვიანი შუა საუკუნეების ჩათვლით ხეობის ისტორიას ასახავენ. ძეგლები წარმოდგენილია სხვადასხვა პერიოდის ღია სადგომებითა და ნამოსახლარებით, საწარმოო უბნებით, საკულტო ნაგებობებით, რომელთა მეშვეობით ირკვევა, რომ ძვ.წ. აღ.-ის მეოთხე ათასწლეულის მეორე ნახევრიდან აფხაზეთის მთელი ტერიტორია, მათ შორის კოდორის ხეობა, ყველა ისტორიულ პერიოდში, ერთიანი დასავლურ-კოლხური ცივილიზაციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. მეცნიერთა აზრით, აღნიშნული ტერიტორია ოდითგანვე დასახლებული ყოფილა ქართული /სვანები, მეგრელ-ლაზები, შესაძლოა ქართებიც/ და აფხაზური ტომებით.

http://www.abkhazia.gov.ge/index.php?lng=geo&page=up_his