topmenu

 

ადიშის ეკლესიები-ჟღერს ქვის ჰარმონია

< უკან დაბრუნება... << დაბრუნება მთავარ გვერდზე

 

ადიშის ეკლესიები. //ჟღერს ქვის ჰარმონია;  ნაკვეთი პირველი, ა-დ, საკითხავნი ყმაწვილთათვის, "ციცინათელა", თბილისი 2006 წ., გვ. 15

ადიში სოფელია მესტიის რაიონში (იფარის სოფლის  საკრებულო), უღვირის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდ. ადიშჭალის ნაპირზე, მესტიიდან 30 კმ -ზე, ზღვის დონიდან 2040 მეტრზე.

ადიში სვანეთის ერთ - ერთი უძველესი სოფელია. წერილობით წყაროებში პირვლად იხსენიება  საუკუნეში. მასში შედიოდა სოფელი ზაგარიც, რომელიც 1811- 12 წლების ჟამიანობამ მოსპო.

ადიშის მიდამოებში შუა საუკუნეები ქართული ხელოვნების მრავალი ძეგლაი შემონახული: კედლსი მხატვრობით შემკული ეკლესიები, სახლები, კოშკები, ჭედური ხელოვნების ნიმუშები. თვით სოფელში დგას დარბაზული ტიპის 3 ეკლესია: მათგან მაცხოვრის ეკლესიის ( X-XII  საუკუნეები) მოხატულობა ( XI საუკუნის დასარული - XII საუკუნის დასაწყისი)  ასახავს წმ. გიორგის  ცხოვრების ეპიზოდებ, მთავარანგელოზის ეკლესიის  მხატვრობა (XII  საუკუნის) ყურადღებოა   ნახატის გამომსახველობით. სოფლის დასავლეთით 3 კმ-ზე, ხევის პირას, ბორცვზე დგას  წმ. გიორგის  მცირე ზომის დარბაზული ეკლესია. მიწისძვრის დროს ძლიერ დაზიანებულ ნაგებობას ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ქვის ბუდე ამოუშენეს. მოხატულობა ამკობს ეკლესიის შიგა კედლებს და გარედან ჩრდილოეთ ფასადს. ადიშის ეკლესიების კედლის მხატვრობაში ჩანს შუა საუკუნეების ქართული მონუმენტური ფერწერის  ე.წ. სვანური სკოლია სპეციფიკური ნიშნები. იგი ისევე, როგორც  XI საუკუნის დასარულისა და  XII საუკუნის დამდეგის მხატვრობის სხვა ძეგლები - იკვი, ფავნისი, ბოჭორმა - წმ. გიორგისა და მსის ცხოვრების სცენების გამსახვის ერთ-ერთი ყველაზე ადრინდელი იკონოგრაფიული ნიმუშია, რომელიც საერთოდ შემორჩა შუა საუკუნეების ხელოვნებიდან.

ადიშშია აღმოჩენილი ქართული მწერლობისა და ლიტერატურის ერთ ერთი უძველესი ძეგლი, ე.წ. "ადიშის ოთხთავი" (სახელი სოფლის  მიხედვით უწოდეს), რომელიც 897 წელსაა გადაწერილი შატბერდის მონასტერში.

ანელი ვოლსკაია, გერონტი გასვიანი.