|
There are no translations available.
< უკან დაბრუნება

ადიში, ვიტორიო სელას ფოტოკოლექცია, საქართველოს ეროვნული არქივი
ადიში (მესტიის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:
1. ადიში //საქართველო: ენციკლოპედია.- თბ., 1997.- გვ.55. - მოკლე ცნობები ადიშის მატერიალურ-კულტურულ ძეგლებზე (დარბაზული ეკლესია (X-XI ს.), წმინდა გიორგის (მოხატულობა XI- XII სს.), მთავარანგელოზის ეკლესია (მხატვრობა XII ს.), წმინდა გიორგის სახელობის მცირე ეკლესიები (მხატვრობა XI-XII სს.).
2. ვოლსკაია ა. კედლის მხატვრობა სოფ. ადიშის წმ.გიორგის ეკლესიაში //ძეგლის მეგობარი.- კრ.XVIII. -თბ., 1969. -გვ.53-58. - ძეგლის მხატვრობის ანალიზი.
3. შევიაკოვა ტ. სოფ.ადიშის (ზემო სვანეთი) გარეთ მდებარე ეკლესიის "ჯგრაგ" მხატვრობის საკითხისათვის //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. ტ.XXVII.- 1961.- N3.- გვ.377-384. - ეკლესიის მოხატულობისა და მისი შინაარსის, აგრეთვე, იკონოგრაფიისა და სტილის ანალიზის საფუძველზე დადგენილია მოხატულობის შესრულების თარიღი.
4. სოფელი ადიში //თაყაიშვილი ექვ. არქეოლოგიური ექსპედიციები ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს .- პარიზი, 1937.- გვ.234. // იგივე ტექსტი იხ.დაბრუნება. ტ.II.- თბ., 1991.- გვ.266-268. - ცნობები ადიშის მაცხოვრისა და წმ. გიორგის სახ. ეკლესიებზე, მასში დაცულ სიძველეებზე. მოხსენიებულნი არიან: პ.უვაროვა, ბართოლომეი.
5. ადიშის ხატი //ყაუხჩიშვილი თ. საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი.- თბ., 2004. გვ.90. - ადიშის მაცხოვრის სახ.ეკლესიაში დაცული ღვთისმშობლის ფერწერითი ქართული ხატის ბერძნული წარწერის ანალიზი.
6. იფარი //ყენია რ., ალადაშვილი ნ. ზემო სვანეთი (შუა საუკუნეების ხელოვნება): გზამკვლევი.- თბგ., 2000.- გვ.54-57. რეზ. ინგ. ენაზე. - სოფ.ჰადიშის ოთხი ეკლესიის: მაცხოვრის, მთავარანგელოზისა და წმ. გიორგის (ორი) სახ. ეკლესიების მოკლე აღწერილობა, მოხატულობის სტილის თავისებურების (დეკორატიულ-დინამიკური) შესახებ. აღნიშნულია 897 წელს შატბერდის ლავრაში გადაწერილი და მინიატურებით შემკული ე.წ. "ჰადიშის" ოთხთავი (ინახება მესტიის მუზეუმში). ტექსტს დართული აქვს საილუსტრაციო მასალა.
7. ადიში// ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, თბილისი,1975, ტ.1, გვ. 96.
8. ადიშის ეკლესიები //ჟღერს ქვის ჰარმონია ნაკვეთი პირველი, ა-დ, საკითხავნი ყმაწვილთათვის, "ციცინათელა", თბილისი 2006 წ., გვ. 15.
|