topmenu

 

აბელია - ჟღერს ქვის ჰარმონია
There are no translations available.

< უკან დაბრუნება .. << დაბრუნება მთავარ გვერდზე

აბელია - ჟღერს ქვის ჰარმონია. ნაკვეთი პირველი, საკითხავი ყმაწვილთათვის ტ.13. - თბ., 2006. - გვ.6.

(დღევანდელი აბელიანი) სოფელია თეთრიწყაროს რაიონში, რაიონული ცენტრიდან 5 კმ-ზე, ზღვის დონიდან 1020 მ-ზე, მდინარე ხრამის მარჯვენა მხარეს. სოფელში დგას ალგეთის თლილი ქვით შემოსილი დარბაზული ეკლესია. ეკლესიის შიგნით ჩანს მოხატულობის კვალი. ყურადღებას იქცევს ძეგლის დახვეწილი პროპორციები, სადა, ორიგინალური დეკორი, სამხრეთ ფასადზე დაცულია ვრცელი ასომთავრული წარწერა, რომლიდანაც ირკვევა, რომ ტაძარი აგებულია 1250 - 59 წლებში. წარწერის ავტორი მანგლელი მთავარეპისკოპოსი - არსენ მშვილდაძე მოგვითხრობს, თუ რა გასაჭირი დაადგათ ტაძრის მშენებლებს მონგოლთა ბატონობის დროს. იხსენიება ორი მეფე: დავით ულუ და დავით ნარინი, აგრეთვე რუსუდან მეფის ასული თამარ-ხათუნი და დავით ულუს ძე გიორგი. წარწერა გამოიკვლია და პირველად გამოაქვეყნა ექვთიმე თაყაიშვილმა. ეკლესია გეგმით სწორკუთხა წაგრძელებული ნაგებობაა, გადახურულია საყრდენ თაღებზე ამოყვანილი ცილინდრული კამარით, რომელიც გარედან ორფერდა სახურავის ქვეშაა მოქცეული. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდი აქვს. შესასვლელია სამხრეთიდან. საკურთეველის სარკმლის ორივე მხარეს თაღოვანი ნიშებია დატანებული. საკურთხევლის შენობის იატაკის დონესთან შედარებით შემაღლებულია, ხოლო ნავის კედლის გარს უვლის ქვის საფეხური.

გიორგი ლომთათიძე, ირაკლი ციციშვილი.