topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

აბაათა - ენციკლოპედია, საქართველოს სულიერი საგანძური
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე

გაგრა //საქართველოს სულიერი საგანძური. წ. I. - თბ., 2005. - გვ.340.

აფხაზეთის შავიზღისპირეთის ქალაქ გაგრის ისტორიული ტაძრებიდან შემორჩენილია ადრინდელი ფეოდალური ხანის ციხის ზღუდე, რომელიც გეგმით სწორკუთხა ნაგებობაა. ძველი ზღუდის ფრაგმენტები და ჭიშკარი მოქცეულია გვიანდელ გადაკეთებათა წყობის ქვეშ. აქვე, ციხის ტერიტორიაზე, დგას ტლანქად დამუშავებული ქვის კვადრებით ნაგები VI - VII საუკუნეების სამეკლესიანი ბაზილიკა, გაგრის ეკლესია, რომელიც საუკუნეში XIX აღადგინეს.

გაგრის ციხე //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.II. - თბ., 1977. - გვ.612.

გაგრა - ქალაქი 1932 წლიდან... წყაროებში პირველად მოხსენიებულია XIV საუკუნეში გაგარის ფორმით. გაგრის ტერიტორიაზე ადამინს ჯერ კიდევ პალეოლითის ხანაში უცხოვრია. გვიანდელ ანტიკურ ხანაში აუგიათ ციხე, რომელიც ბევრჯერ გადაუკეთებიათ. გაგარა ფეოდალური ხანის საქართველოს მნიშვნელოვანი ნავსადგური იყო. საქართველოს რუსეთთან შეერთბის შემდეგ მეფის მთავრობამ აღადგინა გაგრის ციხე (1830) და იქ თავისი გარნიზონი ჩააყენა. გაგრაში შემორჩენილია ადრინდელი ფეოდალური ხანის ციხის ზღუდე, გეგმით სწორკუთხედი (150X100 მ); აკლია ზღვისკენ მიმართული ერთი კედელი). რეკონტრუირებულია XIX საუკუნეში. ძველი ზღუდის ფრაგმენტები და ჭიშკარი მოქცეულია გვიანდელ გადაკეთებათა წყობის ქვეშ. ნაწილობრივ მიწითაა დაფარული დაფარული. ციხის ტერიტორიაზე დგას ტლანქად დამუშავებული წვის კვადრებით ნაგები VI-VII საუკუნეების სამეკლესიანი ბაზილიკა; აღდგენილია XIX საუკუნეში.

შ.ლაშხია, თ.ბერაძე, ლ.რჩეულიშვილი, გ.უშვერიძე