topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

აბელია

<უკან დაბრუნება...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

აბელია, არქეოლოგიური, ხუროთმოძღვრებისა და ეპიგრაფიკის ძეგლებით მდიდარი სოფელი ქვემო ქართლში (ახლანდელი აბელიანი, თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი). პირველად იხსენიება 1580 წლის ერთ საბუთში. XI-XV საუკუნეებში სამეფო დომენი იყო. XVI-XVIII საუკუნეებში კი საბარათიანოში შედიოდა. აბელია დასახლებული ჩანს უძველესი დროიდან. გათხარეს 1954 და 1966 (ხელმძღვანელი გ. ლომთათიძე). აღმოჩენილია გვიანდელი ენეოლითური და ადრინდელი ბრინჯაოს ხანის (ძველი წელთააღრიცხვით IV-III ათასწლეულთა მიჯნა) ნამოსახლარი. ნ აპოვნია კერა, თიხის ჭურჭელი, ხელსაფქვავი, ქვის ცული, ობსიდიანის ზოდები და სხვა. აღმოჩენილია ანტიკური ხანის სამაროვანიც (ძველი წელთააღრიცხვით V-III სს.). ფილაქვით ნაშენ მომცრო სამარხებში მოკუნტულად ჩასვენებულ მიცვალებულებს ჩატანებული ჰქონდათ შავი და წითელი თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოსა და რკინის ზურგჩაზნექილი სამაჯურები, ბრინჯაოს ბეჭდები (ერთის ფარაკზე ფასკუნჯია გამოსახული), მინისა და ქვის მძივები (ერთი გიშრისა, ირმის გამოსახულებიანი), ლურჯი მინის მრავალწახნაგა სამი საბეჭდავი, რომლებზეც გამოსახულია მხედრის ნადირობა ლომზე, ხარირმისა და ფურირმის თამაში, კვიციანი ცხენი. ასეთი საბეჭდავები აღმოჩენილია მცხეთაში, შიდა ქართლში, კლდეეთში და სხვა. სოფელში თლილი ქვით შემოსილი დარბაზული ეკლესია დგას. შიგნით ჩანს მოხატულობის კვალი. საყურადღებოა ძეგლის დახვეწილი პროპორციები, სადა, ორიგინალური დეკორი. სამხრეთ ფასადზე დაცული ვრცელი ასომთავრული წარწერიდან ირკვევა, რომ ტაძარი აგებულია 1250-1259 წლებს შორის. წარწერის ავტორი - მანგლელი მთავარეპისკოპოსი არსენ მშვილდაისძე მოგვითხრობს იმ გასაჭირზე, რაც ტაძრის მშენებლებს დაადგათ მონღოლთა ბატონობის დროს. იხსენიება ორი მეფე: დავით-ულუ და დავით ნარინი, აგრეთვე რუსუდან მეფის ასული თამარ-ხათუნი და დავით ულუს ძე გიორგი. წარწერა გამოიკვლია და პირველად გამოაქვეყნა ექვთიმე თაყაიშვილმა.

http://ka.wikipedia.org/wiki/აბელია_(სოფელი)

 

 

 

*************************************************************************

გიორგი ლომთათიძე, ირაკლი ციციშვილი. - აბელია // ჟღერს ქვის ჰარმონია.", ნაკვეთი პირველი. საკითხავი ყმაწვილთათვის 13. - თბ., 2006. - გვ.6.

აბელია -(დღევანდელი აბელიანი) სოფელია თეთრიწყაროს რაიონში, რაიონული ცენტრიდან 5 კმ -ზე, ზღვის დონიდან 1020 მ-ზე, მდინარე ხრამის მარჯვენა მხარეს. სოფელში დგას ალგეთის თლილი ქვით შემოსილი დარბაზული ეკლესია. ეკლესიის შიგნით ჩანს მოხატულობის კვალი. ყურადღებას იქცევს.... << ტექსტი სრულად აქ...<<