topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ჩინთის კოშკები

<უკან დაბრუნება...<<<დუშეთის რაიონის ძეგლები // კოშკები და საერო ნაგებობები>>>

ჩინთი - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.11, გვ.137, თბ., 1987 წელი.

ჩინთი - სოფელი დუშეთის რაიონში (ჟინვალის სადაბო...), მდინარე არაგვის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 680 მეტრი. დუშეთიდან დაშორებულია 17 კილომეტრით... ჩინთში შემონახულია კოშკების კომპლექსი. ვაკეზე, კლდის მცირე მასივის ორივე მხარეს, თითო - თითო კოშკია აღმართული. არაგვის მხარეს პირშექცეული, გეგმით სწორკუთხა კოშკი დანგრეულია. მეორე კოშკი ხუთსართულიანია, ნაგებია ნატეხი ქვით გამოყვანილი სწორი ჰორიზონტალური რიგებით. შესასვლელი II სართულიდან აქვს. კოშკები XVIII საუკუნეზე ადრინდელ ხანას მიეკუთვნება. აქედან დაახლოებით 30 მეტრზე დგას მესამე, ხუთსართულიანი კოშკი. იგი უჩვეულო სახისაა. მისი ქვედა ნახევარი გარედან კუთხედებმომრგვალებულია, ზედა ნახევარი ოთხკუთხედია. შესასვლელი აქვს II სართულზე გარედან მისადგმელი კიბით. ნაშენია დამუშავებული რიყის ქვითა და ლოდებით, ურევია ნატეხი ქვაც. იგი XV-XVIII სს. მიეკუთვნება.

 

 

 

 

***********************************************************************************
ბერიძე ვ. - XVI-XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება. ტ.I, თბ., 1983, გვ.183-184.
ცალკე განხილვის ღირსია სოფ.ჩინთის კოშკები (დუშეთის რაიონში), განსაკუთრებით ერთი მათგანი, რადგანაც იგი განმარტოებით დგას სხვა კოშკთა შორის ზოგი თავისებურების გამო. ჩინთი ჟინვალს ქვემოთ მდებარეობს, არაგვის (უფრო სწორად, არაგვის რიყის) მარცხენა ნაპირზე. ეს უკვე მთიულეთია, მაგრამ მთლად მთა - საქართველოს ვერ მიეკუთვნება - მთის მისადგომებია, ბართან მჭიდროდ დაკავშირებული....<<ტექსტი სრულად აქ...<<