There are no translations available.
<უკან დაბრუნება
ძალისის ნაქალაქარი (მცხეთის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:
1. ადრეკლასობრივი საზოგადოების პერიოდის ხელოვნება: ძალისა //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. - გვ.33-34; 41-43. - მოკლე ცნობები სოფ.ძალისას მიდამოებში მიკვლეული ნაქალაქარის (აბანო, საცურაო აუზი, დარბაზები) შესახებ; ძალისის მოზაიკის დახასიათება. ტექსტს ახლავს "დიონისეს სახლის" მოზაიკური იატაკის (III ს. დასაწყისი) ფოტო.
2. ძალისი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.XI. - თბ., 1987. - გვ.262. - განვითარების, აღორძინებისა და განადგურების პერიოდები. მოხსენიებულია ბერძენი გეოგრაფი პტოლემესი.
3. ძალისა //ყაუხჩიშვილი თ. საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი. - თბ., 2004. - გვ.214-215. - 1973-76 წწ.-ში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძალისის ანტიკური ნაქალაქარის მოზაიკური იატაკის ბერძნული წარწერების პალეოგრაფიულ-ენობრივი ანალიზი, მათი შესრულების სავარაუდო თარიღი.
4. ძალისი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.5. - თბ., 1990. - გვ.329-333. - ძალისის ნაქალაქარზე ჩატარებული ექსპედიციის შედეგების შესახებ. ტაძრის, ეკლესიის, სასახლისა და აბანოების კომლექსის ნანგრევების ვრცელი აღწერილობა. განხილულია ტაძრის მოზაიკის ფრაგმენტები. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა.
5. მიზანდარი გ. ძალისის მოზაიკური მხატვრობა //ქართული სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება. - თბ., 1986. - გვ.77-89. - ძალისის მოზაიკის მხატვრულ - სტილისტური და იკინოგრაფიული ანალიზი, შეჯერება ამავე ეპოქის ეკლესიათა მოზაიკებთან, მოზაიკის შესრულების სავარაუდო თარიღი.
6. ბოხოჩაძე ა., არქეოლოგიური გათხრები აღაიანსა და ძალისში - საქ. სსრ მეცნ. აკად., არქეოლ. კომ., ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგ. და ეთნოგრ. ინ-ტის არქეოლოგ. კვლევ. ცენტრი. - თბ., 1981;
7. გვასალია ჯ., ქსნის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, "საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული", - რუკები შეადგინა ჯ. გვასალიამ, გამოხაზა ქ. კეკკელიამ. - - გვ. 9-54: ტაბ., რუკ.. - ცალკე ამონაბეჭდი " საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებულიდან", ტ. 3. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ., თბ., 1967.
|